გამომცემლობა პეგასი / Pegasus Publishers

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გამომცემლობა პეგასი / Pegasus Publishers

გამომცემლობა პეგასი / Pegasus Publishers მისამართი: ედიშერ მაღალაშვილის ქ. #5

გამომცემლობა "პეგასი" 2006 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე დაახლოებით 100 წიგნამდე გამოსცა.

„პეგასი“ აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ გამომცემლებთან საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე, თარგმნის უცხოურ ლიტერატურას ქართულ ენაზე და პირიქით. გამომცემლობა „პეგასის“ მიერ გამოცემული ორი წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზე და გამოიცა გერმანული და ავსტრიული გამომცემლობების მიერ. "პეგასის" საგამომცემლო პრი

ორიტეტებია: მხატვრული ლიტერატურა; საბავშვო ლიტერატურა; დოკუმენტური პროზა; თანამედროვე ქართული ლიტერატურა; თარგმანები; სასკოლო სახელმძღვანელოები.

გამომცემლობა მკითხველს წიგნების შემდეგ სერიებს სთავაზობს:
ილუსტრირებული ბიოგრაფიები; საჩუქარი "პეგასისან"; საბავშვო ლიტერატურა; ახალი ლიტერატურა; მემუარები; წამების გზით.

გამომცემლობა „პეგასი“ წიგნებს საკუთარ სტამბაში ბეჭდავს, საქართველოში. მის ბაზაზე დაარსდა სადისტრიბუციო კომპანია „ბუქმანია“, რომელიც უზრუნველყოფს წიგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.

გამომცემლობა "პეგასის" წიგნები უნიკალურია თავისი შინაარსითა და ფორმით.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს:
www.pegasus.ge

13/04/2025
📚✨ პრეზენტაცია შედგა! ✨📚თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში წარმატებით გაიმართა მიხეილ თამარაშვილის წიგნის — “პასუხად სომ...
12/04/2025

📚✨ პრეზენტაცია შედგა! ✨📚

თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში წარმატებით გაიმართა მიხეილ თამარაშვილის წიგნის — “პასუხად სომხის მწერლებს” — პრეზენტაცია.

მთვარი თემად იქცა ისტორიული ჭეშმარიტების დაცვა და იმ მსჯელობებზე პასუხი, რომლებიც ქართულ იდენტობასა და კათოლიკე თემის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

🗣 მადლობას ვუხდით ღონისძიების მოდერატორს — გიორგი კაკაბაძეს და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს! 🤩

გაგრძელება გელით პეგასის სტენდთან —
წიგნი უკვე ხელმისაწვდომია სპეციალური საფესტივალო ფასად!

#პეგასი #პასუხადსომხისმწერლებს #თბილისისწიგნისბაზრობა2025 #მიხეილთამარაშვილი #ისტორია #წიგნისპრეზენტაცია #ქართულიიდენტობა

ჩვენ კვლავ აქ ვართ! 🤍იპოვეთ  #პეგასის სტენდი წიგნის ბაზრობაზე და გვესტუმრეთ!გელოდებით საინტერესო წიგნებით, ახალ გამოცემე...
12/04/2025

ჩვენ კვლავ აქ ვართ! 🤍

იპოვეთ #პეგასის სტენდი წიგნის ბაზრობაზე და გვესტუმრეთ!

გელოდებით საინტერესო წიგნებით, ახალ გამოცემებით და სპეციალური ფასდაკლებებით 📚

Tbilisi Book Fair • თბილისის წიგნის ბაზრობა

✨📚  გამომცემლობა "პეგასი"  გიზიარებთ საფესტივალო კატალოგს, სადაც თავმოყრილია ჩვენი საუკეთესო წიგნები ექსკლუზიური ფასდაკლ...
07/04/2025

✨📚 გამომცემლობა "პეგასი" გიზიარებთ საფესტივალო კატალოგს, სადაც თავმოყრილია ჩვენი საუკეთესო წიგნები ექსკლუზიური ფასდაკლებით – მხოლოდ წიგნის ბაზრობის დღეებში!

📖 აღმოაჩინეთ ახალი გამოცემები
💰 შეარჩიეთ საყვარელი წიგნები სპეციალურ ფასად
📍 გელოდებით გამომცემლობა "პეგასის" სტენდთან

🔗 დაათვალიერეთ კატალოგი აქ: https://www.canva.com/design/DAGWAuY7OuA/uY1Olr6CpDuG69YnlvppXg/view?utm_content=DAGWAuY7OuA&utm_campaign=designshare&utm_medium=link2&utm_source=uniquelinks&utlId=h31f8e239ae

📅 გელოდებით 10-13 აპრილს, ექსპო ჯორჯიაში, მე-11პავილიონში.

Check out this Presentation designed by Publishin House pegasus.

06/04/2025

🎥📚 "პასუხად სომხის მწერლებს"

📍 გამომცემლობა "პეგასი" თბილისის წიგნის ბაზრობაზე წარმოგიდგენთ გამორჩეულ გამოცემას – "მიხეილ თამარაშვილის" ფუნდამენტურ ნაშრომს "პასუხად სომხის მწერლებს", რომელიც წარმოადგენს ღრმა და არგუმენტირებულ პასუხს იმ ისტორიკოსებისა და ავტორების მიმართ, ვინც ეჭვქვეშ აყენებდნენ საქართველოში კათოლიკეთა არსებობასა და ქართველთა გვარტომობას.

🎙 ვიდეოში მოუსმინეთ პეგასის რედაქტორს, გიორგი კაკაბაძე , რომელიც დეტალურად საუბრობს როგორც წიგნზე, ისე წიგნის ბაზრობის მოლოდინებზე.

📅 და არ გამოტოვოთ წიგნის პრეზენტაცია –
🗓 12 აპრილი | 14:30 – 15:00
📍 თბილისის წიგნის ბაზრობა, "ექსპო ჯორჯია"

👥 პრეზენტაციის მოდერატორები იქნებიან:
▪ გიორგი კაკაბაძე – მწერალი, დოკუმენტალისტი, ესეისტი, მთარგმნელი, ფიროსმანის ექსპერტი
▪ მერაბ ღაღანიძე – ლიტერატურათმცოდნე, რელიგიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოსოფოსი და თეოლოგი, პროფესორი

📚 გელოდებით "პეგასის" სტენდთან – ერთად დავიცვათ ისტორიული ჭეშმარიტება და ღირებული მემკვიდრეობა!

#პეგასი #თბილისისწიგნისბაზრობა2025 #პასუხადსომხისმწერლებს #მიხეილთამარაშვილი #წიგნისპრეზენტაცია #ისტორია #ქართულიიდენტობა #წიგნები

📚✨ გამომცემლობა „პეგასი” თბილისის წიგნის ბაზრობაზე!✨📚  მოგვენატრეთ, წიგნის მოყვარულებო! 🥰 წელსაც გელოდებით 10-13 აპრილს,...
23/03/2025

📚✨ გამომცემლობა „პეგასი” თბილისის წიგნის ბაზრობაზე!✨📚

მოგვენატრეთ, წიგნის მოყვარულებო! 🥰 წელსაც გელოდებით 10-13 აპრილს, "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის ბაზრობაზე, სადაც „პეგასი” თავისი სტენდით იქნება წარმოდგენილი!

📖 🌟 აღმოაჩინეთ ჩვენი ყველაზე ახალი გამოცემები
📖 🎁 ისარგებლეთ განსაკუთრებული ფასდაკლებებით
📖 ✍️ შეხვდით თქვენს საყვარელ ავტორებს

გზადაგზა უფრო მეტ სიახლეს გაგიზიარებთ! ❤️ არ გამოტოვოთ წლის მთავარი წიგნის ღონისძიება!

🔖 📍 მოძებნეთ ჩვენი სტენდი თბილისის წიგნის ბაზრობაზე
#თბილისისწიგნისბაზრობა2025 #პეგასი #წიგნები

📆 დღეს, 17 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის წიგნის დღეები Tbilisi Book Days-ის ფარგლებში, გამომცემლობა „პეგასი” წარმოგიდ...
17/11/2024

📆 დღეს, 17 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის წიგნის დღეები Tbilisi Book Days-ის ფარგლებში, გამომცემლობა „პეგასი” წარმოგიდგენთ ახალი თარგმანის პრეზენტაციას.

„დამფუძნებელი ძმები - რევოლუციური თაობა“
ავტორი: ჯოზეფ ჯ. ელისი

✒️ თარგმნა ქეთევან გრძელიძემ

▪ გამომცემელი: მარინე ცხადაია
▪ რედაქტორი: ზაქარია ქიტიაშვილი
▪ დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლია მოსეშვილი
▪ პროექტის მენეჯერი: ანა კვინიკაძე

📰 „დამფუძნებელი ძმები“ არაჩვეულებრივი წიგნია, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო... რომელიც კი დამფუძნებელთა შესახებ დაწერილა... ელისმა ნამდვილად დაიმსახურა ჩვენს დროში დამფუძნებელთა მთავარი მემატიანის სახელი.“ – გორდონ ს. ვუდი

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში
Funded through the Book Translation Program, U.S. Embassy in Georgia US Embassy Tbilisi, Georgia

📚წიგნს წარადგენენ:
▪ ქეთევან გრძელიძე, მთარგმნელი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
▪ ზაალ ჩხეიძე, ლიტერატორი, თბილისის თავისუფალი

უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
მისამართი: წერეთლის 118, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო კომპლექსი. საპრეზენტაციო სივრცე მოწყობილი იქნება გარეთ, მე-11 პავილიონის გვერდით.

🎉 გამომცემლობა „პეგასი" წარმოგიდგენთ წიგნების კატალოგს თბილისის წიგნის დღეებისთვის! თბილისის წიგნის დღეები Tbilisi Book ...
11/11/2024

🎉 გამომცემლობა „პეგასი" წარმოგიდგენთ წიგნების კატალოგს თბილისის წიგნის დღეებისთვის! თბილისის წიგნის დღეები Tbilisi Book Days

📚 ჩვენი გამომცემლობის წიგნების შეძენას, დიდი ფასდაკლებით, წიგნების ონლაინ მაღაზიის Bookmania • ბუქმანია სტენდზე შეძლებთ.

✨ ფესტივალი 2024 წლის 15-17 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართება.

📍 მისამართი: წერეთლის 118, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო კომპლექსი.

👇 წიგნების კატალოგი იხილეთ ქვემოთ ბმულზე.

Simple, fast, and free PDF uploads. Upload your PDF documents to generate shareable links.

 #მალე📒 „დამფუძნებელი ძმები - რევოლუციური თაობა“ 👤 ჯოზეფ ჯ. ელისი✒️ თარგმნა ქეთევან გრძელიძემ ▪  გამომცემელი: მარინე ცხა...
21/10/2024

#მალე

📒 „დამფუძნებელი ძმები - რევოლუციური თაობა“
👤 ჯოზეფ ჯ. ელისი

✒️ თარგმნა ქეთევან გრძელიძემ

▪ გამომცემელი: მარინე ცხადაია
▪ რედაქტორი: ზაქარია ქიტიაშვილი
▪ დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლია მოსეშვილი
▪ პროექტის მენეჯერი: ანა კვინიკაძე

💬 „პულიცერის პრემიის მფლობელს ქება ნამდვილად აღარ სჭირდება, თუმცა მაინც უნდა ითქვას შემდეგი: ჯოზეფ ჯ. ელისის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ექვსი მოვლენისა და რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო მოღვაწის ამბის მეშვეობით უზარმაზარ ტილოს ხატავს, ზღვა მასალიდან დიდი ცოდნითა და გამოცდილებით ამოკრებილი კონკრეტული დეტალები იმგვარ განზოგადებულ, ფართო სურათს ქმნის, რომელზეც მკაფიოდ, ცხადად და შეულამაზებლად იკვეთება ამერიკის რესპუბლიკის დაფუძნების საკვანძო მომენტები თუ თანმხლები სირთულეები: ფედერალური ძალაუფლების გაზრდის საკითხი, ჰამილტონის უმნიშვნელოვანესი ფინანსური რეფორმა, დედაქალაქის ადგილმდებარეობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული გარიგებების მთელი სქემა, არჩევნები, პარტიების ფორმირება და, ყველაზე მწვავე, მონობის საკითხი, რომელიც, როგორც ავტორი აღნიშნავს, რევოლუციურ თაობას, მთელი მისი ბრწყინვალების მიუხედავად, „მოუგვარებელი დარჩა“. ისტორიის კვლევისა და შეფასება-გადაფასების ის კრიტიკული, გულწრფელი და სენტიმენტალური მიკერძოებებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი მეთოდი, რომელსაც ელისი გვთავაზობს, ნამდვილად საგულისხმო და მნიშვნელოვანია ჩვენივე ძველი, მაგრამ თან ნორჩი და გამოუცდელი ქვეყნისათვის,
რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის თავზე კვლავაც ებრძვის ახალბედა სახელმწიფოსათვის სახასიათო კონფლიქტებსა და პრობლემებს." - ქეთევან გრძელიძე

📰 „დამფუძნებელი ძმები“ არაჩვეულებრივი წიგნია, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო... რომელიც კი დამფუძნებელთა შესახებ დაწერილა... ელისმა ნამდვილად დაიმსახურა ჩვენს დროში დამფუძნებელთა მთავარი მემატიანის სახელი.“ – გორდონ ს. ვუდი

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს
წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში
Funded through the Book Translation Program,
U.S. Embassy in Georgia

US Embassy Tbilisi, Georgia

Address

ედიშერ მაღალაშვილის ქ. #5
Tbilisi

Opening Hours

Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 06:00
Thursday 11:00 - 18:00

Telephone

+995597029034

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა პეგასი / Pegasus Publishers posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა პეგასი / Pegasus Publishers:

Share

Category