30/08/2025
⛔Ელისო კილაძე ტარიელ კაკაბაძე ცილისწამებისთვის უჩივლებს.
Ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის და ჟურნალის ელისო კილაძის შორის დაწყებული დაპირისპირება გრძელდება.
🔴Დაპირისპირება ქრონიკა პლიუსი რედაქტორს და ადვოკატს შორის მაშინ დაიწყო როდესაც ჟურნალისტმა ტარიელ კაკაბაძის ყოფილ მეგობარ ქალ ლიკა ტაბატაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. Ინტერვიუში ქალი ტარიელ კაკაბაძეზე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აჟანტაჟებს. Ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ქალის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
🔻💬 "როგორც კი არ დაამტკიცებ, რომ მე ფარცხალაძე და მიქაძეები მმართავენ, ამ ცილისწამებისთვის ციხეში გაგიშვებ... მაქვს ჩანაწერი, როგორ დამირეკა და ლიკა ტაბატაძის ინტერვიუს წაშლას მთხოვდა, ამას მივიტან პროკურატურაში და დაიწყოს გამოძიება…" | ამბობს ქრონიკა +-ის რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც Facebook-ლაივით ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს პასუხობს. კაკაბაძე მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: "ელისო კილაძე ძმებ მიქაძეებთან და ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია... მივმართავ შსს-სა და პროკურატურას, სასწრაფოდ გააგრძელეთ გამოძიება - დადგინდეს სიმართლე და ყველა, ვინც ამაში ჩართულია, უმკაცრესად დაისაჯოს"
🔻💬 "ჩემო ძვირფასო ტარიელ, მე, იცოდე რომ პირველივე წუთიდან ჩანაწერი მაქვს, როგორ მევედრებოდი მუხლებზე დაჩოქილი, რომ ამეღო ლაივი და აღმოჩნდა, რომ არ ავიღე. როგორ მევედრებოდი იმას, რომ აი ეს პირადი ურთიერთობა ნამდვილად გქონდა და არ გინდოდა გახმაურებულიყო. ეს ჩანაწერი არსებობს. ეს ჩანაწერი მივა აუცილებლად გამოძიებაში, რომელიც დაიწყება, ცილისწამებაზე მოგიწევს პასუხისმგებლობა თუ არ დაამტკიცებ, რომ ფარცხალაძე... [...] შენ არ ხარ ადვოკატი, შენ ხარ რუპორი და ხარ დავალებების შემსრულებელი და ახლა როგორც კი არ დაამტკიცებ იმას, რომ მე, ფარცხალაძე და მიქაძეები მმართავენ, ამ ცილისწამებისთვის დაგიმატებ, დაგიმატებ და ციხეში გაგიშვებ მართლა...
რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დავტოვებ არც ერთ ბრალდებას. რა თქმა უნდა, არ ვენდობოდი არც ერთ მის შემოთავაზებას და შესაბამისად, ყველა მათგანმა დელიკატურად მიიღო ჩემგან უარი..." | თქვა ელისო კილაძემ.