გამომცემლობა აზრი

გამომცემლობა აზრი დაარსებულია 1993 წელს.

01/02/2025

Natia Ninikelashvili -ის წიგნის "თორმეტი თვე თებერვლამდე" შესახებ ლიტერატურულ სამკუთხედში.

საუკუნეების მანძილზე სვანეთმა თავისი ზეპირ სიტყვიერი გადმოცემით დღემდე შემოინახა და დაწერა მისი უდიდესი ისტორია, რომელსა...
30/01/2025

საუკუნეების მანძილზე სვანეთმა თავისი ზეპირ სიტყვიერი გადმოცემით დღემდე შემოინახა და დაწერა მისი უდიდესი ისტორია, რომელსაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს როგორც სვანეთის, ისე დანარჩენი საქართველოს მომავალი თაობისთვის.
სვანეთის მოსახლება მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო უწევდა უმკაცრეს ბუნებრივ და კლიმატურ პირობებში ცხოვრება, რასთან გამკლავებაც მან შეძლო რწმენით და ღვთის უდიდესი სიყვარულით. სწორედ ღვთისადმი ამ დიდი გრძნობას სვანი ბრძენი უხუცესები წარმატებულად იყენებდნენ სვანურ მედიატორულ სამართალლში. ღწმენისა და ღვთის სიყვარულის სამართალლთან შერწყმამ,შესაძლებელი გახადა სვანეთის დაარსებიდან დღემდე სვანეთში მედიატორთა მოქმედ ჯგუფებს შეენარჩუნებინათ სიმართლე და უმეტეს შემთხვევაში აღედგინათ სამართლიანობა.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ bookland.ge წიგნის სამყარო -ში

16 წლის ნუცა ბარბაქაძის წიგნი, ჩვენი გამომცემლობისა და ფასკუნჯი - გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა -ის პარტნიორო...
07/01/2025

16 წლის ნუცა ბარბაქაძის წიგნი, ჩვენი გამომცემლობისა და ფასკუნჯი - გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა -ის პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია.

მეტად საინტერესო ტექსტი ემოციის გარეშე არ იკითხება და ერთი მძიმე ფიქრი მოდის თავში - გვესმის კი ჩვენი შვილებისა?

ძალიან მაგარი პროექტი!
17/10/2024

ძალიან მაგარი პროექტი!

📗📘📙 ახალი ლიტერატურული მარათონი გამოგვიცხადებია! 📗📘📙

🥯 თემა: რეცეპტები ოჯახური ალბომიდან.

👑👑👑 გამოგვიგზავნე შენი საოჯახო რეცეპტი, მოხვდი რჩეულებში და დატოვე ოჯახის ამბავი ისტორიულ წიგნში, რომელსაც გამომცემლობა "აზრი" ჩვენთან თანამშრომლობით გამოსცემს! 👑👑👑

🧅 მონაწილეობის პრინციპი და კრიტერიუმები:

🧄ა) უნდა გამოაგზავნოთ 1 კერძის თქვენეული, საოჯახო რეცეპტი
🥦ბ) რეცეპტში მითითებულ კერძთან დაკავშირებული თქვენი ოჯახის რომელიმე წევრის ამბავი
🥑 გ) აღნიშნულ კერძთან დაკავშირებული რაიმე ლეგენდა, ისტორია (არასავალდებულო)

🥕 ტექსტი უნდა იყოს 11 შრიფტით აკრეფილი 1.5 დაშორებით მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 გვერდი.

🌶️ შეფასების კრიტერიუმები:

1) შესაბამისობა ა, ბ და გ პუნქტებთან.
2) გამართული ნაწერი
3) ორიგინალური გადაწყვეტა

🫑 ყველა ნაწერი, რომელიც გადავა მეორე ეტაპზე, მიიღებს "ფასკუნჯის" 100 ლარიან ვაუჩერს (მხატვრული წერის მასტერკლასისთვის)
(პარტნიორი კომპანიებისგან დაწესდება პრიზებიც)

🫛 საკმარისი რაოდენობის მასალის არარსებობის შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ არ გამოვცეთ წიგნი.

🫛 მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მონაწილეს.

ჟიურის წევრები:

🕶️ გურამ მეგრელიშვილი (ავტორი)
🕶️ ბესო ხვედელიძე (ავტორი)
🕶️ თეიკო ანჯაფარიძე (ავტორი, ჟურნალისტი)
🕶️ მამუკა ხანთაძე (გამომცემელი)
🕶️ მარიამ ჯამდელიანი (ავტორი, მასწავლებელი)
🕶️ ნათია ნინიკელაშვილი (ავტორი, ანტერპრენერი)
🕶️ ქეთი კვიჭიძე (ავტორი, გასტრონომიული კონსულტანტი)

🥨🥨🥨🥨 მონაწილეობა უფასოა. მასალის მიღების ბოლო ვადა 20 ნოემბერი, 13:00

ნაწერი გამოაგზავნეთ აქ: [email protected]

(მიუთითეთ მონაწილის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი. ამ ინფორმაციის გარეშე ტექსტი არ განიხილება)

"ბავშვობის მოგონებები ხშირად ბუნდოვანია. და, თუ საზოგადოება ჩვენ გარშემო თითქმის არ იცვლება, ეს არაცხადი მოგონებები ფერს...
16/09/2024

"ბავშვობის მოგონებები ხშირად ბუნდოვანია. და, თუ საზოგადოება ჩვენ გარშემო თითქმის არ იცვლება, ეს არაცხადი მოგონებები ფერსა და ხორცს იძენს და ზრდასრულის თვალით ვხედავთ იმას, რასაც თავის დროზე ბავშვურად თვალი ავარიდეთ; რაც ერთდროულად გვაოცებდა კიდეც და გულსაც გვირევდა, რისი გაგებაც თითქოს შეგვეძლო, მაგრამ თავს ძალა ვერა და ვერ დავატანეთ..."

ნათია ნინიკელაშვილის დებიუტი რომანით "12 კვირა თებერვლამდე".

04/06/2024

ირეალურის ზღვარზე მოსიარულე ტექსტები. შეგრძნებებისა და გრძნობების ფანტასმაგორია.
Merab Shonia Animo

„და ის ყველა, ისევ ყროყინებს
მე ვარ ის ვისი ყველა ღმერთი ყროყინებს. მე ვარ ის ვისიც ჯერ არ ეშინიათ. მე ვარ ის ვისგან გაქცევაც გარდაუვალია. მე ვარ ის ვისი ხილვაც უსუსურობის შეხსენება იქნება. რადგან ვარ სიმართლე, სიმართლე შენზე.

ჯერ კიდევ ბუნდოვანია აზრი, ვერ გაგირკვევია როგორ მომექცე. მაგრამ იცოდე სიძულვილია ის გრძნობა რომლითაც შემიყვარებ, რომლითაც დაფნას დამადგამ და იტყვი სიტყვებს რომელიც ჯერ არ გითქვამს. რამეთუ სიმართლე შენზე, შენი თავისთვის მალულია შენთვის...

მე მოვალ, აუცილებლად მოვალ და წაგართმევ ყველა იმ ილუზიას, რომლითაც ცხოვრობ, არსებობის სიმძიმილს იმსუბუქებ.

და მოგიტან გაგებას სიშიშვლისა. რადგან სიშიშვლე აბსურდამდე, სიშიშვლე საკუთარი თავის წინაშე არის ჩაცმულობის, იგივ წესრიგს მიღმიერი, ნამდვილი და ბუნებრივი. მე მოვალ და მოგიტან ურცხვობას ამ სიშიშვლისა, და აწ იქნები უშიშარი, შენსა თავთან თანასწორი. რამეთუ ჩვენს შიგნით არეულია და ამ არეულობას არა დალაგება, არა განწმენდა, არა განდევნა, არამედ გაგება სჭირდება.

მე ვარ ის ვის დაბადებასაც მთაზე ასული ელოდა. მე ვარ ის ვინც მასთან არ დარჩა. მე ვარ ის ვისაც არ ელი, მაგრამ მოვა!

"ი-ა, ი-ა" და ის ყველა, ისევ ყროყინებს!

დაარსებულია 1993 წელს.

28/03/2024
26/03/2024

სომერსეტ მოემი
რატომ ვკითხულობ წიგნებს

თვრამეტი წლის ასაკში ვიცოდი ფრანგული, გერმანული და ცოტა იტალიური ენები, მაგრამ არავითარი განათლება არ გამაჩნდა და მწარედ განვიცდიდი ჩემს გაუნათლებლობას. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში ჩამივარდებოდა. იმდენად ცნობისმოყვარე ვიყავი, რომ ერთნაირი სიხარბით ვკითხულობდი პერუს ისტორიას და კოვბოის მემუარებს, პროვანსალის პოეზიის ტრაქტატს და "წმინდა ავგუსტინიანეს აღსარებას". ამგვარმა კითხვამ რაღაც ცოდნა შემძინა, რაც მწერლისთვის ზედმეტი არ არის. ნებისმიერი ცოდნა ადრე თუ გვიან გამოგადგება. წაკითხული წიგნების სია შევადგინე და ერთი ასეთი სია შემთხვევით შემომრჩა. რომ არ შემედგინა ეს სია ჩემთვის და მეტი არავისთვის, ვერ დავიჯერებდი, რომ ორ თვეში შეიძლებოდა შექსპირის სამი პიესის, მომზენის "რომის ისტორიის" ორი ტომის, ლანსონის "ფრანგული ლიტერატურის ისტორიის" ნახევარზე მეტის, ორი თუ სამი რომანის, ფრანგი კლასიკოსების რამდენიმე ნაწარმოების, ორი სამეცნიერო ნაშრომისა და იბსენის პიესის წაკითხვა. ნამდვილად გულმოდგინე შეგირდი ვიყავი იმ წლების განმავლობაში, რაც მედიცინით ვიყავი დაკავებული. სისტემატურად ვკითხულობდი ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ლათინურ ლიტერატურას. მე წავიკითხე ბევრი ისტორიული, რაღაც ფილოსოფიური და, რა თქმა უნდა, საბუნებისმეტყველო და სამედიცინო წიგნები. ცნობისმოყვარეობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ დავფიქრებულიყავი, რას ვკითხულობდი: ძლივს ვითმენდი, დამესრულებინა ერთი წიგნი, რათა დამეწყო მეორის კითხვა. ეს ყოველთვის მძენდა ახალ განცდებს და მეც ისეთი მღელვარებით ვკიდებდი ხელს მორიგ ლიტერატურულ ძეგლს, როგორითაც ნორმალური ახალგაზრდა ურტყამდა კრიკეტის ბურთს, ან კეთილშობილი ოჯახის ქალიშვილი მიემგზავრება მეჯლისზე. დროდადრო რეპორტიორები, უკეთესი მასალის არქონის გამო მეკითხებიან, ჩემი ცხოვრების რომელი მომენტი იყო ყველაზე საინტერესო. რომ არ მერიდებოს, ვიპასუხებდი: ეს არის მომენტი, როდესაც გოეთეს "ფაუსტის" კითხვა დავიწყე. ეს შეგრძნება რამდენადმე შემინარჩუნდა _ ახლაც კი წიგნის პირველი გვერდების წაკითხვისთანავე გამაჟრიალებს ხოლმე. ჩემთვის კითხვა დასვენებაა, როგორც სხვისთვის _ საუბარი ან ბანქოს თამაში. მეტიც, ეს მოთხოვნილებაა და თუ რაიმე დროით კითხვის გარეშე ვრჩები, თავგზა მებნევა, როგორც მორფინისტს, რომელიც მორფის გარეშე რჩება. ჩემი აზრით სჯობს მატარებლის განრიგი ან კატალოგი იკითხო, ვიდრე არაფერი. ეგ კიდევ არაფერი, რამდენი შესანიშნავი საათი მაქვს გატარებული არმიისა და ფლოტის მაღაზიის პრეისკურანტის, ბუკინისტის ჯიხურის სიების და რკინიგზის განრიგის კითხვისას. ისინი ძალზე რომანტიკულნი არიან. უფრო საინტერესონი, ვიდრე თანამედროვე რომანების ნახევარი.

მადლობა, ქალბატონ ნელი მაჭარაშვილს თარგმანისთვის.

10/03/2024

PISA, TIMSS, PIRLS ეს ორგანიზაციები იკვლევენ ფუნქციონალური წიგნიერების ფორმირების დონეებს სხვადასხვა საგნობრივ სფეროებში, ესენია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
მათი ინტერესის სფეროს სწორედ ფუნქციონალური კითხვა წარმოადგენს.
კითხვა არის - ინტელექტუალური განვითარების ტექნოლოგია, გზა კულტურისკენ, შუამავალი კომუნიკაციისას, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის საშუალება. კითხვის გარეშე შეუძლებელია განვითარება და განათლება. ტექსტის შინაარსი ყოველთვის სხვადასხვანაირად აღიქმება, ერთი და იგივე ტექსტი ყველას ესმის საკუთარი ინდივიდუალური თავისებურებებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად.
ფუნქციონალური კითხვა არის - კითხვა, ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კონკრეტული ამოცანის ან განსაზღვრული დავალების გადასაჭრელად. ფუნქციონალური კითხვისას გამოიყენება ე.წ. გადათვალიერების (სკანირება) და ანალიტიკური (მნიშვნელოვანი ციტატებისა და სიტყვების მონიშვნა, სქემების შედგენა, გრაფიკების გამოხაზვა, ცხრილები და ასე შემდეგ) კითხვის მეთოდები.
რა არის კითხვის წიგნიერება?
PISA და PIRLS თანახმად, კითხვის წიგნიერებაში იგულისხმება, მოწაფის უნარი, წერილობითი ტექსტების გააზრებისა, რეფლექციისა და მათი შინაარსის გამოყენებისა საკუთარი ამოცანების გადაწყვეტაში, ცოდნის ამაღლებისა და საზოგადო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისა.
სიტყვა „წიგნიერება“ გულისხმობს კითხვის, როგორც საშუალების გამოყენებას, განათლების გაგრძელებაში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში, საზოგადოებრივი საქმიანობის განხორციელებაში.
კითხვის წიგნიერება იყოფა შემდეგ დონეებად:
• ყველაზე მარტივი კრიტერიუმით ტექსტში საჭირო ინფორმაციის ძებნა;
• საჭირო ინფორმაციის ძებნა ტექსტში, მრავალი კრიტერიუმის მიხედვით;
• ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს შორის კავშირის ამოცნობა;
• ტექსტის იმ ნაწილების დადგენა და რიგითობის განსაზღვრა, რომლებიც შეიცავენ ღრმად დამალულ ინფორმაციას. ტექსტიდან სწორედ იმ ნაწილების ამოცნობა და შერჩევა, რომლებიც საჭიროა დასმული ამოცანის გადასაჭრელად;
• რთული ტექსტების გაგება და მათი ინტერპრეტაციის უნარი;
• ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით დასკვნებისა და ვარაუდების გამოთქმა.
მოწაფეს, რომელიც ფლობს ფუნქციონალური კითხვის უნარებს, შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს ეს უნარი ტექსტიდან ინფორმაციის მიღებაში, მის გაგებაში, ინტერპეტირებასა და გადაცემაში.

14/01/2024

ავტორები, მაია ბუწაშვილი და გია კამკამიძე საუბრობენ, წიგნის "პანდემია" შესახებ.
გამომცემლობის სახელით, უზარმაზარი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის.❤️
ძვირფასო @გამომწერები -ო წიგნი უკვე გაყიდვაშია.📘

Address

11 ბოხუას ქუჩა
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995577412182

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა აზრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა აზრი:

Share

Category