Georgian House • ქართული სახლი

Georgian House • ქართული სახლი Experience Tbilisi hospitality, gastronomy, feast, relationship, and rich Sufra heritage
(3336)

10-წლიანი უწყვეტი ისტორიის მქონე ქართული რესტორანი, რომელიც 2 მთავარ სამასპინძლო სივრცეს აერთიანებს: “ტფილისი”, ძველთბილისური დუქნის ყაიდაზე შექმნილი გარემო და “დღესასწაული”, სივრცე თბილისის ბოჰემური სტილისა და ესთეტიკის შეგრძნებით. Introducing a distinguished Georgian restaurant boasting a remarkable decade-long legacy, seamlessly blending two captivating hospitality realms: "Tfilisi," an immersi

ve ambiance inspired by a bygone era of Tbilisi's rich culinary heritage, and "Dghesastsauli," a captivating space exuding the bohemian charm and aesthetics synonymous with the vibrant soul of Tbilisi.

18/10/2025

მეგრულ კარმიდამოში მასპინძლობას მოგაგონებს, მეგრული ხარჩოს მადისაღმძვრელ სურნელად რომ შემოგეგებება ქართულ სახლში სტუმრობისას 🤍ზაფრანისა და წიწაკისფრად ელავს, ბარაქიანად, ნიგოზში, ძვლიანი ხორცით მომზადებული ხარჩო, - ამ მხარის გასტრონომიული შედევრი, ურომლისოდაც სამეგრელოში სუფრა არ გაიშლება.მის ცხარე გემოს კი, მისადევნებლად, ცხელ-ცხელი ღომი და შებოლილი სულგუნი შვენის. ნერწყვს რომ გადაგაცდენს და ნეტარებით სუნთქვას შეგიკრავს.

🎥 FoodMediastudio

  მომნუსხვეულ დარბაზში, სადაც ყველაფერი უწყვეტი ლხინის მომასწავებელია, ჩვენი მუსიკალური გუნდი სცენას ქართული და უცხოური ...
16/10/2025

მომნუსხვეულ დარბაზში, სადაც ყველაფერი უწყვეტი ლხინის მომასწავებელია, ჩვენი მუსიკალური გუნდი სცენას ქართული და უცხოური სასიმღერო შემოქმედებით იპყრობს:
✨ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 20:00-დან 22:00 საათამდე, აქ, ქართული მელოდიები ახალ სუნთქვას იძენს და ახლებურად აჟღერდება
✨ 22:00 საათიდან, სცენა უცხოურ მუსიკას ეთმობა და საღამო ახალი ენერგიით, ინსტრუმენტული თანხლებითა და იმპროვიზაციებით გრძელდება
გახდი ნაწილი ჯადოსნური საღამოებისა, ისიამოვნე ატმოსფეროსა და მუსიკის შთამაგონებელი შერწყმით ჩვენ

30/09/2025

შემოდგომა რომ სუსხს დაიტყობს, აი, მაშინ კი თავისი ნამდვილი გემო მიეცემა ხოლმე ხინკალს.

საქართველოს მთიდან ბარად ჩამოსული და ასე სათაყვანებელი ხინკალი, მზის შესაწირ სიმბოლურ კერძად მიიჩნევა თვით იმ მთაშივე.

ხინკლის ფორმა და მოყვანილობა ბორჯღალს განასახიერებს, რომელიც მზის, სიცოცხლისა და თავისუფლების უკვდავი სიმბოლოა ჩვენს კულტურაში.

ქართულ სახლში, როგორც შინ, სახლში გვჩვევია, ხინკალს ხელით დამუშავებული, რუხი მაგარი ცომისგან ვახვევთ, გულში წვნიან, კვლიავით შეზავებულ ხორცს ვათავსებთ და მერე კი, მართლაც რომ, აფსუსია მის არგასინჯვა !

🎥 FoodMediastudio

23/09/2025

მომავალ თბილისქალაქობამდე🍇

🎥 FoodMediastudio

დიდი მადლობა სტუმრობისთვის🤍გელით მომავალ თბილისქალაქობას🍂🍇☀️📸 FoodMediastudio
23/09/2025

დიდი მადლობა სტუმრობისთვის🤍

გელით მომავალ თბილისქალაქობას🍂🍇☀️

📸 FoodMediastudio

20/09/2025

გელით ანთებული გულებით
20 და 21 სექტემბერს
"ქართული სახლში"
თბილისქალაქობაზე. 🍂

გელით ანთებული გულებით, 20 და 21 სექტემბერს, თბილისქალაქობაზე ქართულ  სახლში 🍂ყვითელშეპარული ფერებით, აივნებზე გადაკიდებ...
14/09/2025

გელით ანთებული გულებით, 20 და 21 სექტემბერს, თბილისქალაქობაზე ქართულ სახლში 🍂ყვითელშეპარული ფერებით, აივნებზე გადაკიდებული ხალიჩებით, ახლად დაკრეფილი შემოდგომის ხილეულითა და სეზონური სურნელებით.

ქართული სახლის ქუჩაბანდებში კი, მრავლად მოკრავთ თვალს ჩოხაში გამოწყობილ, თუ ყარაჩოღლურად შემოსილ მასპინძლებს. ეზოში - ნარდსაც გააგორებთ და თბილისურ მუსაიფსაც გააბამთ მორიგ შემხვედრთან.

აი, თავშესაქცევსა თუ დასაგემოვნებელს თანაბრად იპოვის დიდი და პატარა:

• 15:00-დან ქართულ გასტრონომიულ ტრადიციებთან ზიარების დროა: ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, ჭაჭის გამოხდა, თუ საწნახელში ღვინის დაწურვა, 🍇თვითონ შეგიძლიათ, გამოსცადოთ.

• 16:00-დან თბილისურ ლხინს ქსოვრელების ჰანგები შემატებს ხალისს. მას კი, თბილისური 🎶 კვარტეტი აუბამს მხარს და ქალაქური სიმღერის ზეიმიც გაჩაღდება, რომელიც ფოლკლორული ცეკვის წარმოდგენით გაგრძელდება💫

გელით ანთებული გულით, 20 და 21 სექტემბერს, თბილისქალაქობაზე “ქართულ სახლში” ✨🍂🍇
14/09/2025

გელით ანთებული გულით, 20 და 21 სექტემბერს, თბილისქალაქობაზე “ქართულ სახლში” ✨🍂🍇

ქართული ფეხბურთის ისტორიის ფურცელზე სულ ახალი თავი იწერება 🏆4 სექტემბრიდან, ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწი...
03/09/2025

ქართული ფეხბურთის ისტორიის ფურცელზე სულ ახალი თავი იწერება 🏆
4 სექტემბრიდან, ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ტოლს არავის დაუდებს! 🇬🇪⚽️
…გამარჯვების გზებზე ვდგებით, საგულშემატკივროდ და სიხარულის გასაზიარებლად კი, #ტიფლისის დარბაზსა და ჩვენს გრილ ეზოში მოწყობილ დიდ ეკრანებთან გელოდებით. მრავალგვარი ლუდისა და გემრიელი მისადვნებლების თანხლებით, ერთად ვუქომაგოთ საქართველოს!

📌 4 სექტემბერი, 20:00 საათი, ქართული სახლი

🖇 გაიგე მეტი: https://www.facebook.com/share/1CXwYormtA/

28/08/2025

ქართულ სახლში ნიყვის სეზონი დამდგარა✨

🎥 FoodMediastudio

27/08/2025
 #უსასრულოლხინი “დღე სასწაულის” სივრცეში✨🎵ყოველდღიურად, 20:00-დან 22:00 საათამდე, ქართული სახლის ბენდი “დღე-სასწაულის” ს...
05/06/2025

#უსასრულოლხინი “დღე სასწაულის” სივრცეში✨

🎵ყოველდღიურად, 20:00-დან 22:00 საათამდე, ქართული სახლის ბენდი “დღე-სასწაულის” სცენაზე აცოცხლებს ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარულ პასაჟებს, ნაციონალური ცეკვისა და სასიმღერო ხელოვნების იშვიათ ნიმუშებს

🎷საღამოს 10 საათიდან, სცენა მსოფლიო ჰიტების შესრულების ადგილად იქცევა, რაც ამ სივრცეს ყველა გემოვნების სტუმრის რჩეულ ადგილად აქცევს.

Address

#2 Tsabadze Street
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 12:00 - 01:00
Tuesday 12:00 - 01:00
Wednesday 12:00 - 01:00
Thursday 12:00 - 01:00
Friday 12:00 - 01:00
Saturday 12:00 - 01:00
Sunday 12:00 - 01:00

Telephone

+995322551515

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian House • ქართული სახლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Georgian House • ქართული სახლი:

Share

Our Story

ქართული სახლი პირველი მაღალი კლასის კომპლექსური ტიპის რესტორანია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მუდმივად გემრიელ კერძებსა და სასიამოვნო გარემოს. ქართული სახლის სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დარბაზით: • ცენტრალური პრესტიჟ დარბაზი, • ვიაიპი აპარტამენტი, • ტიფლისის დარბაზი, • ინდივიდუალური აპარტამენტები (კუპე), • ვერანდა • ხელოვნური ქუჩა და ეზო ქართული სახლის მუშაობის წარმატება განპირობებულია პროფესიონალი სამუშაო გუნდით, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაში მუდმივად ზრუნავს ქართული სახლი. მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან დიალოგებითა და თბილი დამოკიდებულებით იქმნება განსაკუთრებული კომფორტი, ისეთი, როგორსაც მასპინძელი უქმნის საკუთარ სტუმარს. ქართულ სახლში დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი და უზრუნველყოფილია ჰიგიენური წესების რეგულაცია/დაცვა ქართული სახლის ექიმის მიერ. ქართული სახლი არა მხოლოდ მასპინძლობს სტუმარს, არამედ მომსახურების უმაღლესი დონით უქმნის თბილ და კომფორტულ გარემოს, ამით მომხმარებელი თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და იმუხტება დადებითი და თბილი ემოციებით. ყველა სტუმარი თავის მხრივ განუმეორებელი და უნიკალურია. ქართული სახლი ყველას ინდივიდუალურად ემსახურება და მათ წინაშე გრძნობს მასპინძლის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას. „მე ვიპოვე ჩემი ქართული სახლი“