My Publishing House / ჩემი გამომცემლობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • My Publishing House / ჩემი გამომცემლობა

My Publishing House / ჩემი გამომცემლობა მეცნიერება, ფილოსოფია, მხატვრული ლიტერატურა
(1)

📑 დღეს მთარგმნელთა საერთაშორისო დღეა. ვულოცავთ ჩვენს ავტორებს, რომლებმაც ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეს მოკიდეს ხელი და ...
30/09/2025

📑 დღეს მთარგმნელთა საერთაშორისო დღეა. ვულოცავთ ჩვენს ავტორებს, რომლებმაც ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეს მოკიდეს ხელი და სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის წიგნები ქართულ ენაზე გვითარგმნეს. ჩვენს მკითხველს კი, მომავალში, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ლიტერატურას ვპირდებით. იკითხეთ ჩვენთან ერთად❗️📚📚📚

#ჩემიგამომცემლობა

✨️ ჩვენი ავტორი და მისი წიგნი "საბას" ფინალში - ინგა ჩახვაშვილის მოუყოლელი ამბები 📚🍇🍷 #ჩემიგამომცემლობა
30/09/2025

✨️ ჩვენი ავტორი და მისი წიგნი "საბას" ფინალში - ინგა ჩახვაშვილის მოუყოლელი ამბები 📚🍇🍷

#ჩემიგამომცემლობა

📜 21 სექტემბერს, ქუთაისში, ირაკლი აფრიდონიძის ახალი თარგმანის - "ფრანკლინ ჰობსი - სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლოს" წ...
25/09/2025

📜 21 სექტემბერს, ქუთაისში, ირაკლი აფრიდონიძის ახალი თარგმანის - "ფრანკლინ ჰობსი - სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლოს" წარდგენა გაიმართა.📷📚🎙

✅️ წიგნი უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში: ბიბლუსი, ლატერნა, სტამბა, სანტა-ესპერანსა და რუსთაველის 16-ში და დადიანის 22-ში მდებარე მაღაზიებში. ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ და ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით.💸

#ჩემიგამომცემლობა

📚 თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ანო ტვილდიანის "ცხებული და შერისხული," შემოდგომა საუკეთესო დროა ახალი შთაბეჭდილებებითვის. ...
14/09/2025

📚 თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ანო ტვილდიანის "ცხებული და შერისხული," შემოდგომა საუკეთესო დროა ახალი შთაბეჭდილებებითვის. 🐦🍁🌕

📖 "და მეც, წუთშესვენებით, ბროლის კარიბჭესთან, იქვე ღრუბელზე ჩამოვჯდებოდი. კაბის კალთიდან ჩამოვიწმენდდი მტვერს, ვარსკვლავებმა რომ მომაყარეს კოსმიურ ველზე და ვეტყოდი: ბატონო ჩემო, მე ადგილი არა მსურს თქვენი. ვიცი ღირსი არა ვარ, დიდი დრამატურგის დარბაზში მწკრივ რიგში ვიჯდე, მე უბრალოდ მინდა ვიყო ფოსტალიონი, ცასა და მიწას შორის ბილეთებს ვცვლიდე." ✍️💫⭐️

✅️ წიგნი შეგიძლიათ შეუკვეთოთ და კურიერი ადგილზე მოგიტანთ.💸📨

#ჩემიგამომცემლობა

✅️ დღეს და ხვალ, 6-7 სექტემბერს, ჩემი გამომცემლობა მთაწმინდის პარკში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე ახალი წიგნებით და ფა...
06/09/2025

✅️ დღეს და ხვალ, 6-7 სექტემბერს, ჩემი გამომცემლობა მთაწმინდის პარკში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე ახალი წიგნებით და ფასდაკლებებით დაგხვდებათ. 📚💸🌳

✅️ გელოდებით ბათუმის ბულვარში 🌴🌊📚 #ჩემიგამომცემლობა
30/08/2025

✅️ გელოდებით ბათუმის ბულვარში 🌴🌊📚

#ჩემიგამომცემლობა

📣 ახალ სეზონს ახალი თარგმანით ვიწყებთ❗️📗 ფრანკლინ ჰობსი - "სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლო" 📚🪙🌿▪️მთარგმნელი - ირაკლი ...
29/08/2025

📣 ახალ სეზონს ახალი თარგმანით ვიწყებთ❗️

📗 ფრანკლინ ჰობსი - "სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლო" 📚🪙🌿

▪️მთარგმნელი - ირაკლი აფრიდონიძე;
▪️რედაქტორი - დავით ხარატიშვილი;

✍️ ნაწარმოებში აღწერილია ფინანსების გონივრულად მართვის წესები და ფუნდამენტური პრინციპები. მათზე დაყრდნობით და პრაქტიკაში დანერგვით უზარმაზარი ბიზნეს-იმპერიები შექმნეს ჯონ როკფელერმა, ენდრიუ კარნეგიმ, კორნელიუს ვანდელბირტმა, ლელანდ სტენფორდმა, პიერ პონტ მორგანმა, ჰენრი ფორდმა და ამერიკული ბიზნესის კიდევ სხვა წარმატებულმა გიგანტებმა.💸📈📊

📖 ალბათ ყოველი ადამიანი ვერ გახდება მილიონერი და კიდევ უფრო ცოტას აქვს მილიარდერობის შანსი, მაგრამ ნებისმიერ პიროვნებას ჭეშმარიტად შეუძლია იცხოვროს უკეთესად, ვიდრე ცხოვრობს, გახდეს იმაზე მდიდარი, ვიდრე არის ამჟამად. გამდიდრდეს არა მარტო ფულით, არამედ უნარებით, ხასიათით, ცხოვრების წესით, ცოდნით, ანუ გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, შესაბამისად, წარმატებული, სასარგებლო და ღურსეული მოქალაქე. ⏳️✨️🌳

✅️ წიგნი შეგიძლიათ მოიკითხოთ მაღაზიებში, ასევე შეუკვეთოთ და მიიღოთ საკურიერო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. 📚📨

#ჩემიგამომცემლობა

✨️ გააცილე ზაფხული ჩემი გამომცემლობის წიგნებთან ერთად. 30-31 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, კაფე რვაფეხას მიმდებარეთ ჩვენს ...
28/08/2025

✨️ გააცილე ზაფხული ჩემი გამომცემლობის წიგნებთან ერთად. 30-31 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, კაფე რვაფეხას მიმდებარეთ ჩვენს სტენდთან ბევრი საინტერესო სიახლე და ფასდაკლება დაგხვდებათ. 📚☀️🏖

📚 ზაფხულის მიწურულს, წიგნის ფესტივალი იქნებოდა ბოლო აკორდი, რომლითაც სასიამოვნო მოგონებებს დავაგვირგვინებდით

⚡ამიტომაც, გელოდებით 30-31 აგვისტოს, ორი ძალიან მნიშვენლოვანი დღის ჩვენთან ერთად გასატარებლად

⭐ბათუმის წიგნის ფესტივალი მხოლოდ ტრადიცია არ არის, ეს არის ამბავი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სიახლე

რატომ არ უნდა გამოტოვოთ ეს ფესტივალი?

🔖 სასურველ წიგნებს შეიძენთ ფასდაკლებებით
📝 შეხვდებით ავტორებს
🔮 გაეცნობით სხვადასხვა კულტურებს და მათ ღირსშესანიშნაობებს
🏆მიიღებთ მონაწილეობას გათამაშებებში, რომლებიც საჩუქრებით დასრულდება

📍 ბათუმი, კაფე ,,რვაფეხა'' ტერიტორიაზე

⚔️დიდგორობა ამ წიგნით უნდა გავიხსენოთ❗️ დიდგორის ბრძოლა - 1121 წელი - ძლევაი საკვირველი⚔️📚ალექსანდრე პაიკიძე - "მსტოვარი...
12/08/2025

⚔️დიდგორობა ამ წიგნით უნდა გავიხსენოთ❗️ დიდგორის ბრძოლა - 1121 წელი - ძლევაი საკვირველი⚔️

📚ალექსანდრე პაიკიძე - "მსტოვარი"📚

📖ჭარბობდნენ თურქნი, ალყაში მოაქციეს ალანთა მხედრობა. მუხრანში გაძვრომა უბრძანა დემეტრემ იმ ორ ჩუხჩს, ნებისმიერ
ფასად უნდა მიესწროთ და მაშველი ეხმოთ. აქ იყო, პირველად რომ ნახა ალანთა საბრძოლო წყობა და ის ბლაგვი იარაღი უფლისწულმა. ყველაზე თხელი ადგილი შეარჩია თორმეტმა რაინდმა, ორი ჩუხჩი
ჩაიყენა შუაში და ისე ძლიერად დასცხო თურქების იმ რაზმს, რომ ერთიანად ძირს დაყარა, დრო იხელთეს მსტოვრებმა, გაძვრნენ იმ ღრიჭოში და დაადეს თავი მუხრანისკენ. ის იყო იფიქრა მტერმა, ეს პატარა რაზმიც უკან მიჰყვება ისარივით გავარდნილ მოენეებსო, რომ თორმეტიდან გადარჩენილმა ხუთმა მხედარმა მორჩილად მოაბრუნა ცხენი, ისევ მეფის წინ დადგა და ატყდა საშინელი ჩეხა.📖⚔️🏹

#ჩემიგამომცემლობა
#დიდგორი

🎉 ჩემი გამომცემლობა 5 წლისაა 🎂✨️📚📜 მეხუთე წელიც ჩვენთვის ახალი გამოწვევებით და უამრავი დადებითი შთაბეჭდილებით იყო სავსე....
01/08/2025

🎉 ჩემი გამომცემლობა 5 წლისაა 🎂✨️📚

📜 მეხუთე წელიც ჩვენთვის ახალი გამოწვევებით და უამრავი დადებითი შთაბეჭდილებით იყო სავსე. გამოვეცით ბევრი ახალი და საინტერესო წიგნი, აღმოვაჩინეთ ახალგაზრდა და ნიჭიერი ავტორები და შევიძინეთ ბევრი ახალი მკითხველი, რომლებისგანაც დიდი სიყვარული დავიმსახურეთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ავტორებს, მკითხველს და ზოგადად გულშემატკივრებს, რადგან მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მოტივაციაა, რათა შემდეგი წელიც უფრო მეტად ნაყოფიერი და შემოქმედებითი იყოს. მომდევნო წელსაც ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ლიტერატურით გავანებივრებთ. 📚❤️✨️

#ჩემიგამომცემლობა

📜 ჩვენი ავტორები პრემია "საბას" ფინალისტთა მოკლე სიაში:▪️წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ინგა ჩახვაშვილის "მოუყოლე...
28/07/2025

📜 ჩვენი ავტორები პრემია "საბას" ფინალისტთა მოკლე სიაში:

▪️წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ინგა ჩახვაშვილის "მოუყოლელი ამბები"

▪️წლის საუკეთესო პოეტური კრებული - გოჩა სხილაძის "ღამის სიმღერა"

✨️ ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ.

#იკითხესაუკეთესო
#ჩემიგამომცემლობა

☀️ საზაფხულო საკითხავი ჩემი გამომცემლობისგან!📚📖🏖🗓 მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის ჩვენს გმირებთან ერთად❗️  28 – ...
25/06/2025

☀️ საზაფხულო საკითხავი ჩემი გამომცემლობისგან!📚📖🏖

🗓 მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის ჩვენს გმირებთან ერთად❗️ 28 – 29 ივნისს, ფაბრიკაში, Bookmarket-ზე, 13-დან 21 საათამდე. ⭐️

📚 ჰერმან ჰესე - "კნულპი" სათავგადასავლო ამბავში მოქცეული კლასიკური რომანტიზმი და მაწანწალა მოგზაური, რომელიც საკუთარ თავს ვერსად პოულობს, ყველგან მეგობრები ჰყავს, თუმცა შინაური სახლის სიმყუდროვე არსად ეგულობა. 🌍🧭🎆

📚 მარტოხელა - "დანიელი"
ამბავი ახალგაზრდა მღვდელზე, რომელმაც აფორიაქებული სული ეკლესიას, ხოლო სხეული ანაფორის კალთებს შეაფარა, თუმცა სიმშვიდე მაინც ვერსად ჰპოვა და დაკარგული ცხვარივით დაეძებს თავშესაფარს. ☦️🪦😇

📚 თეო მეგრელიშვილი - "ცხოვრების კონსულტანტი"
მაგიური რეალიზმით გაჯერებული სათავგადასავლო ამბავი, რომელიც ცხოვრებისეულ ინტრიგებთან ერთად ადამიანის ფსიქოლოგიურ საიდუმლოებებსაც ამოგიხსნით. ✨️⏳️⚱️

📚 ნათია შაორშაძე - "კატის თვალი" მოგზაურობა სარკის მიღმა აღმოჩენილ სამყაროში მითოლოგიური პერსონაჟებთან ერთად ჯადოსნურ თავგადასავალს გპირდებათ. ფენტეზის მოყვარულებს სამყაროთაშორისი კარიბჭეების გაღებაში ეს წიგნი დაგეხმარებათ. 🐈‍⬛⚔️🦅

📚 მარიამ შვანგირაძე - "წყვდიადში დაგარგულები"
დედამიწელების კოსმოსური თავგადასავალი, რომელიც მზის სისტემას ბრძოლის ველად აქცევს. ეს არის ამბავი მეგობრების შესახებ, რომლებიც პლანეტათაშორის ომებში ადამიანობისთვის იბრძვიან.🌏🚀⚔️

✨️ ჩვენი მკითხველისთვის, ამ და სხვა საინტერესო წიგნებზე განსაკუთრებული ფასდაკლება, „ჩემი გამომცემლობისგან“, მხოლოდ ამ ორ დღეს, 28-29 ივნისს, ფაბრიკაში, Bookmarket-ზე. 💸

#ჩემიგამომცემლობა

Address

Tbilisi
0152

Telephone

+995555274545

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when My Publishing House / ჩემი გამომცემლობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to My Publishing House / ჩემი გამომცემლობა:

Share

Category