MyComics Georgia

MyComics Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from MyComics Georgia, Film/Television studio, Tbilisi.

Manga - Chainsaw man Dr.Doom
13/11/2025

Manga - Chainsaw man

Dr.Doom

17/10/2025

(Dr.Doom)

SPIDER-ARMOR MK3მისი მთავარი დანიშნულება საზარელ ექვსეულთან ბრძოლაა.ჩაფხუტი:მასში ჩაშენებულია აუდიო მოწყობილობა ,რომელიც...
16/10/2025

SPIDER-ARMOR MK3

მისი მთავარი დანიშნულება საზარელ ექვსეულთან ბრძოლაა.

ჩაფხუტი:

მასში ჩაშენებულია აუდიო მოწყობილობა ,რომელიც ფუნქციით თავქარიანის სმენის უნარებს ჰგავს და სპეციალურად ისეა მოწყობილი რომ მხოლოდ და მხოლოდ ქამელეონის გულისცემას აღიქვამს,რაც მის შენიღბვას უსარგებლოს ხდის.

ჩაფხუტის მოდელი დაფუძნებულია დოკ ოკის მიერ სხვა ისტორიულ არკაში შექმნილ ტექნოლოგიაზე, რომელსაც ტექნიკის გაკონტროლება შეუძლია,მისი მეშვეობით ამ კონკრეტულ არკაში პიტერმა ოკის საცეცების გაკონტროლება სცადა თუმცა ეს ჩანაფიქრი არ გამოვიდა.

გარდა ამისა ჩაფხუტი გამოიყენება როგორც რადიო კომუნიკაციის საშუალება.

ლინზები:

სპეციალური ლინზების დახმარებით ობობას შეუძლია მისტერიოს ჰოლოგრამების და ილუზიების მიღმა დანახვა.

სენდმენის ქვიშა ჰგავს ფუტკრის სკას, რომელსაც ერთი "დედა ფუტკარი" აკონტროლებს, "რადიოაქტიური საღებავის" მეშვეობით და ამ სპეციალური ლინზების დახმარებით პარკერს შეუძლია ამ მაკონტროლებელი ქვიშის ნაწილაკის დანახვა "ვარდისფერი ჰიპოპოტამის აპლიკაციის" გამოყენება და ქვიშის კაცის მოქმედებების მისგან უნებლიეთ მართვა.

გამძლეობა:

ჯავშანი დამზადებულია ელექროგამძლე მატერიისგან შესაბამისად ყველანაირი შეტევა რომელსაც ელექტრო განახორციელებს არის უსარგებლო.

გარდა ამისა ჯავშნის ფიზიკური გამძლეობა გათვლილია მარტორქაზე.

დამატებითი ფუნქციები:

ჯავშანს აქვს ჯეტ ბუსტეტები რაც ფრენის საშუალებას იძლევა.

ჩაშენებული ქსელსატყორცნები,რაც ამცირებს მათი დაზიანების შესაძლებლობას და ასევე მოდიფიკაციის შემდგომ ჩვეულებრივ ქსელსატყორცნზე მეტ ქსელის სითხეს იტევს.

ჩაშენებული ქამარი რომელიც დამატებით ქსელის კარტრიჯებს და სპაიდერ-ტრეკერებს ინახავს.

(Dr.Doom)

იმ ხალხმა ვისაც "სპაიდის" კომიქსებთან ჰქონია ან აქვს შეხება,იცის თუ რამდენ ლეგენდარულ და საკულტო მომენტს იტევს ფურცელზე ...
27/08/2024

იმ ხალხმა ვისაც "სპაიდის" კომიქსებთან ჰქონია ან აქვს შეხება,იცის თუ რამდენ ლეგენდარულ და საკულტო მომენტს იტევს ფურცელზე ნახატის სახით გაცოცხლებული ისტორიები.

ბოლო პერიოდში ძველი კომიქსების კითხვაში გავატარე,ადრეული პერიოდის ნამუშევრები მეტად პრიმიტიული შეიძლება აღმოჩნდეს თანამედროვე მკითხველისთვის,როგორც ნახატით ასევე მწერლობით, რადგანაც ის რაც მაშინ იწერებოდა იმავე პერიოდის ხალხისთვის იყო განკუთვნილი,თუმცა აღსანიშნავია რომ ბევრი ის "ხათრით წაკითხული" შემოქმედებაც ერთგვარი სიხარულის მომტანია,იმის მიუხედავად რომ ზოგიერთი მათგანი დღეს აქტუალური საერთოდ არ არის ვინაიდან მარველის სამყარო ასე თუ ისე ხშირად "რეტკონდება", შენთვის უცნობი, ახალი ისტორიების აღმოჩენა და პერსონაჟის უკეთ გაცნობა დამეთანხმებით და ნამდვილად სასიამოვნოა..

როგორც აქამდე ვთქვი ადამიანი-ობობის კომიქსები სავსეა საკულტო მომენტებით თუ სიუჟეტური რკალებით, ერთ-ერთი მათგანია "კრეივენის უკანასკნელი ნადირობა"

კრეივენის უკანასკნელი ნადირობის ისტორია ოთხმოციანი წლების დასასრულს დაიწერა,მასში მოცემული თხრობის სტილი და ზოგადად მწერლობა იმ დროისათვის ადამიანი ობობას კომიქსების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო,ამ შესანიშნავ მწერლობას მოჰყვა ის რომ სერგეი კრავინოვის(კრეივენის), როგორც კომიქს პერსონაჟის სიღრმისეულობამ და მშვენიერებამ წინ წამოიწია და კრეივენი სპაიდის ერთ-ერთ საუკეთესო მეტოქედ აქცია,უკეთ აღსაქმელი რომ იყოს, შემიძლია ვთქვა რომ ამ არკის წაკითხვა პრეისტორიის გარეშეც შეიძლება და მაინც ისიამოვნებთ,თუმცა როდესაც სერგეის სწაყისი პერიოდიდან მისი ისტორიის მწვერვალამდე ადევნებ თვალს ეს ყველაფერი სულ სხვა ემოციებს ჰბადებს.

(დიდი ხანია მსგავსი პოსტები არ დამიწერია, იმედია მოგეწონებათ)

(Dr.Doom)

26/08/2024

კაი ხანია არაფერი დამიდია🐢

(Dr.Doom)

08/04/2023

Dr.Doom

16/05/2022

Black Bolt-ის ნამდვილი ძალა!

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when MyComics Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share