Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი, წინამძღვრიშვილის ქ. # 93/95, Tbilisi.

09/07/2025

წეროვანში, მარო მაყაშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ჩატარდა. კვირეულის მონაწილე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერაზე საუბრობენ. ფონდი დაჭრილთა ჯანმრთელობასა და ადაპტაციასთან ერთად მათ საზოგადოებაში აქტიურ ინტეგრაციაზეც ზრუნავს სხვადასხვა პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ! 🇬🇪
26/05/2025

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ! 🇬🇪

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
20/04/2025

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

09/04/2025
10/02/2025

For English please scroll down:
5 თებერვალს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2024 წლის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, ასევე, სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი - ელჩები და სამხედრო ატაშეები, ნატოს სამეკავშირო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, დაჭრილი მეომრები, ბიზნესი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ფონდის 2025 წლის საქმიანობისთვის არაერთმა კომპანიამ და ადამიანმა განახორციელა შემოწირულობა, რამაც 300 000 ლარამდე შეადგინა. ფონდის დამფუძნებელი კომპანია Silknet - სილქნეტი ფონდში ტრადიციულად 300 000 ლარს ჩარიცხავს. ფონდის შემოწირულობების რაოდენობა წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.
On February 5, Wounded Warrior Support Foundation held presentation of its 2024 activities. The event was attended by Minister of Defense of Georgia, Irakli Chikovani, as well as other representatives of the ministry and the State Service of Veterans Affairs, diplomatic missions – ambassadors and military attaches, representatives of NATO Liaison office and SNGP, wounded warriors, business sector and others. Quite a number of companies and individuals made their contributions for the fund’s 2025 activities, which made around 300 000 GEL. Founder of WWSF Silknet will sponsor the fund with its yearly commitment of 300 000 GEL. The number of these contributions will raise during the year.

07/02/2025

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი სილქნეტმა 2018 წელს, ქართველი გმირების მხარდასაჭერად დააარსა. ამ ვიდეოში ომგამოვლილი ჯარისკაცების გულწრფელ ამბებს მოისმენთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებიდან, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებიდან.

ფონდის მიზანი ჩვენი გმირების ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობაა. სილქნეტი სხვა შემომწირველებთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხის მობილიზებას ახერხებს. თუმცა, თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ამ მნიშვნელოვანი საქმის თანამონაწილე, თუნდაც მცირე თანხის დონაციით.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

➡️ გადადით ბმულზე wwsf.ge/ka/donate-info და გადარიცხეთ სასურველი თანხა.

➡️ ან დარეკეთ 0 901 777 771 - თითოეული ზარით მობილურის ბალანსიდან 1 ლარი გადაირიცხება დაჭრილი მეომრების დასახმარებლად.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა 🇬🇪მადლობა სამშობლოსათვის გაწეული თავდადებისთვის !
17/10/2024

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა 🇬🇪

მადლობა სამშობლოსათვის გაწეული თავდადებისთვის !

10/10/2024

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის! – დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად, თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივით, გარბენი უკვე მეორედ ჩატარდა.

მადლობა ყველას, ვინც საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და გამოხატა პატივისცემა ჩვენი ქვეყნის გმირების მიმართ.

გარბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” ანგარიშზე.
სილქნეტი 2018 წლიდან ფონდის დამფუძნებელი და მთავარი დონორია.

ნახეთ, საქველმოქმედო გარბენის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტი.

08/10/2024

ფონდის მხარდასაჭერად გამართული საქველმოქმედო გარბენი ევრონიუსის ეთერში.

დიდი მადლობა კომპანია Silknet - სილქნეტი-ს და ყველა მხარდამჭერს:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
British Embassy Tbilisi
Lietuvos ambasada Sakartvele/ლიეტუვის საელჩო საქართველოში
US Embassy Tbilisi, Georgia
Lisi Lake l ლისის ტბა
Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

For English, please scroll down:28 სექტემბერს ლისის ტბაზე მეორე ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა საქართველოს თ...
02/10/2024

For English, please scroll down:
28 სექტემბერს ლისის ტბაზე მეორე ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia-ს, თავდაცვის ძალებისა და “თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის” ინიციატივით და ორგანიზებით. მათთან ერთად გარბენს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდიც” მასპინძლობდა.

ღონისძიების მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერაა. საქველმოქმედო გარბენში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა და დაჭრილ-დაშავებულმა მებრძოლებმა. მარათონს, ასევე, თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები შეუერთდნენ. ფონდი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს.
On September 28 the second annual Georgian wounded warriors charity run took place on Lisi Lake. The event was initiated and oranized by the Ministry of Defence of Georgia, Georgin Defence Forces and Tbilisi Defence Attache Associacion. Together with them the event was hosted by Wounded Warrior Support Foundation as well. This event was to honor the Georgian Defense Forces and help support their wounded warriors. Participants of the charity run were representatives of MOD, Defense Forces, Defense Volunteer Organizations and Georgian Diplomatic Community, as well as their friends and family members. WWSF extends its gratitude to all the participants.
British Embassy Tbilisi
Lietuvos ambasada Sakartvele/ლიეტუვის საელჩო საქართველოში
US Embassy Tbilisi, Georgia

16 წელი აგვისტოს ომიდან 💔დიდება გმირებს!
08/08/2024

16 წელი აგვისტოს ომიდან 💔
დიდება გმირებს!

11/07/2024

30 ივნისს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე აღინიშნება.
ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ მებრძოლთა კვირეულს მართავს წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში. კვირეულის გახსნას "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი ესწრებოდა.
კვირეულის მიმდინარეობა ევრონიუსის ეთერში გაშუქდა.

Address

წინამძღვრიშვილის ქ. # 93/95
Tbilisi
0112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი:

Share