25/06/2024
#სიახლე
🎉 შვედი მწერლის, სვენ ნურდკვისტის საბავშვო ილუსტრირებული წიგნი - „სად არის ჩემი დაიკო?"
📒წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნების ონლაინ მაღაზიაში Bookmania • ბუქმანია, შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/efN0e
#სიახლე
🎉 შვედი მწერლის, სვენ ნურდკვისტის საბავშვო ილუსტრირებული წიგნი - „სად არის ჩემი დაიკო?"
💫 რა უნდა მოუხერხო ისეთ დაიკოს, რომელიც წამდაუწუმ გეკარგება? სამყარო იმხელაა და მასში იმდენი რამეა სანახავიო, ბორცვის იქით მთა და ბარი, იმის მიღმა კი ტყეები, ქალაქები… ერთ დღესაც, გაუჩინადა! უმცროს ძამიკოს თუ ეცოდინება მისი ადგილსამყოფელი. ვინ იცნობს მაგას უმცროს ძმაზე უკეთ. თუ გინდა, შენც გაჰყევი და ერთად მოიძიეთ პატარა თაგუნია თავის საოცნებო არე-მარეში, შენ არასოდეს რომ არ გინახავს.
▪ გამომცემელი: მარინე ცხადაია
▪ მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი
▪ რედაქტორი: ზაზა აბზიანიძე
▪ დამკაბადონებელი: ეფრემ ჩიქვინიძე
▪ პროექტის მენეჯერი: ანა კვინიკაძე
💬 „ამ წიგნის დაწერის ჩანაფიქრი ჯერ კიდევ 25 წლის წინ გამიჩნდა. თავდაპირველად, სიზმრისეულ არე-მარეში ხანგრძლივი მოგზაურობის ერთიანი სურათის შექმნას ვაპირებდი. ტექსტი ჩანაფიქრის დონეზეც კი არ არსებობდა, მხოლოდ სურათი იყო მნიშვნელოვანი. მერე კი ვიფიქრე, რომ მოკლე ტექსტი მაინც მოუხდებოდა. თუმცა სირთულეს, სურათებზე დაყრდნობით ტექსტის წერაში ვხედავდი. პირიქით რომ მექნა, უფრო მარტივად მოვაგვარებდი. ასე მივივიწყე ეს პროექტი და მომდევნო წლებში, ჩხირკედელა პეტსონსა და მისი კატის, ფუნდუსის თავგადასავალთა სერიაზე გადავერთე. მაგრამ ამ წიგნზე ფიქრს იმიტომ არ შევეშვი, რომ თითქმის უტექსტოდ მონაყოლი სურათების იდეა მიზიდავდა, სადაც მკითხველის მთელი ყურადღება, სწორედ ილუსტრაციებზე იქნებოდა მიმართული და სადაც შინაარსის იმპროვიზირებას დამთვალიერებელი თვითონვე შესძლებდა. დიდი, მრავალ-დეტალიანი სურათების შექმნა მინდოდა, რომლებშიც შესვლისას დიდხანს გავჩერდებოდი. ხატვაში ყველაზე სასიამოვნო, სწორედ ეს კონცენტრაცია და გარე სამყაროდან იზოლირებაა.
სიუჟეტი იმაში მდგომარეობს, რომ უმცროსმა ძმამ გადაწყვიტა დაკარგულ დას მიაგნოს. იმისათვის, რომ დის ფიქრებს და სურვილებს ალღო აუღოს, მან დასავით აზროვნება უნდა შეძლოს. მხოლოდ ასე თუ ჩაწვდება დის ფიქრთა დინებას და, შესაბამისად, მის მიგნებასაც. პატარა თაგუნია ბიძია თაგვთან ერთად, დის ძებნისას გზადაგზა, და-ძმის ერთობლივ თავგადასავლებს იხსენებს. ამ თავგადასავლებს ჩვენც ვეცნობით, თუმცა მათი მთავარი გმირი -დაკარგული დაიკო მხოლოდღა ძნელად აღმოსაჩენ პატარა წერტილადაა ჩახატული წიგნის ყოველ გვერდზე. ეს ჩემს ერთადერთ მცდელობად რჩება, როდესაც სურათები ტექსტის დაწერამდე დავხატე." - სვენ ნურდკვისტი
The cost of this translation was supported by a subsidy from the Swedish Arts Council, gratefully acknowledged
📒 წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნების ონლაინ მაღაზიაში Bookmania • ბუქმანია, შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/efN0e