NewsPlus.Ge - საინფორმაციო პორტალი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • NewsPlus.Ge - საინფორმაციო პორტალი

NewsPlus.Ge - საინფორმაციო პორტალი "newsplus. ge" იყავით სიახლეების ეპიცენტრში .
(1)

🇬🇪 მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა▶️...
11/10/2025

🇬🇪 მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა

▶️ მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს გამართავს

🔴 ოსკაროსანი მსახიობი, დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაიან კიტონს ისეთ ცნობილ ფილმებში აქვს როლები შესრულებულ...
11/10/2025

🔴 ოსკაროსანი მსახიობი, დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაიან კიტონს ისეთ ცნობილ ფილმებში აქვს როლები შესრულებული, როგორიცაა: "ნათლია," "ენი ჰოლი," "სიყვარული წესების გარეშე" და "პირველი ცოლების კლუბი".

ოჯახის ინფორმაციით, ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი კალიფორნიაში გარდაიცვალა

⏱ პირველი ნახევარი დასრულდა📸ეროვნული ნაკრები
11/10/2025

⏱ პირველი ნახევარი დასრულდა
📸ეროვნული ნაკრები

⚽️ 🔥 ჩვენი გუნდი მოედანზეა 📸 ეროვნული ნაკრები
11/10/2025

⚽️ 🔥 ჩვენი გუნდი მოედანზეა

📸 ეროვნული ნაკრები

⭕️ თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აკადემიკოსს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკ...
11/10/2025

⭕️ თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აკადემიკოსს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლოს გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
ბრალდების მხარის თქმით, გასათვალისწინებელია გიორგი ჩახუნაშვილის პროფესია, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება 20 ათას ლარიანი გირაოს ოდენობით.
დაცვის მხარემ კი უარყო ბრალდება და აღნიშნა, რომ არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებს. შესაბამისად, ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებაზე და მოსამართლეს პირადი თავდებობა შესთავაზა. დაცვის მხარის თქმით, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს თავდებში ოთხი პირი დაუდგება – მისი ვაჟი, ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, მალხაზ გომელაური, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და თამილა ლაფანაშვილი.
სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი ჩახუნაშვილმა და მოსამართლეს უთხრა, რომ წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის.
„არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე. ყოფნით ვიყავი იქ, მაგრამ მე დანაშაული არ ჩამიდენია, ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან მის ბოლომდე. ხალხს გავუწიე პირველი სამედიცინო დახმარება და დღესაც იგივეს გავაკეთებდი. ვემხრობი ევროპულ სტანდარტებს და აქციაზეც ვიყავი, მაგრამ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია.
ახლა როგორ უნდა გავხდე 71 წლის ასაკში საშიში, ცხოვრების ყველა ეტაპზე სულ სიკეთე მაქვს ნაკეთები. საშიში არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები“, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
11/10/2025

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

მთავარისაზოგადოებადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნ....

ილია თოფურიას მეუღლე, დაშორებაზე გავრცელებული ჭორის შემდეგ მიმართვას ავრცელებს
11/10/2025

ილია თოფურიას მეუღლე, დაშორებაზე გავრცელებული ჭორის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

მთავარისაზოგადოებაილია თოფურიას მეუღლე, დაშორებაზე გავრცელებული ჭორის შემდეგ მიმართვას ავრცელებს ილია თოფურ....

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
11/10/2025

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთავარისაზოგადოება„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დ.....

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11/10/2025

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთავარიასტროლოგია11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი By NEWSPLUS.GE ოქტომბერი 11, 2025 Facebook Wh...

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
10/10/2025

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მთავარიშემთხვევაქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლი....

შალვა პაპუაშვილი: მოძალადის გმირად წარმოჩენა ზუსტად ამ იდეოლოგიის - თანამედროვე ლიბერალიზმის კონცეფციაა, ვინაიდან ფსევდო...
10/10/2025

შალვა პაპუაშვილი: მოძალადის გმირად წარმოჩენა ზუსტად ამ იდეოლოგიის - თანამედროვე ლიბერალიზმის კონცეფციაა, ვინაიდან ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ძალადობდა პოლიციელებზე და გადაწყვეტილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლე შტურმით...
10/10/2025

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ძალადობდა პოლიციელებზე და გადაწყვეტილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლე შტურმით დაეკავებინა, იდენტიფიცირებული იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“ შსს-ს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით განხორციელებულ დაკავებებზე საუბრისას.
„თავის თავს უნდა დააბრალონ ის მდგომარეობა, რაშიც აღმოჩნდნენ. ერთი ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაძახებულზე გავიდნენ, რომელმაც ხელისუფლების დამხობა დააანონსა ქვეყანაში, რევოლუციური სცენარი და ამ მოწოდებას აჰყვნენ. შესაბამისად, ახლა უნდა გაიზიარონ ის პასუხისმგებლობა, რაც კანონთან დაკავშირებით ექნებათ.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ძალადობდა პოლიციელებზე და გადაწყვეტილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლე შტურმით დაეკავებინა, იდენტიფიცირებული იქნება. რაოდენობას შემდეგისთვის პრევენციული მნიშვნელობა აქვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს მსგავსი სცენარების განვითარება. სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მკაცრი და კატეგორიული აღნიშნულთან დაკავშირებით.
ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირების გამოვლენისთვის. გარდა იმისა, რაც ხდებოდა თავისუფლების მოედანზე, რა გაგრძელებაც მოჰყვა პრეზიდენტის სასახლესთან, სუს-ი ამის გარეთაც აწარმოებს გარკვეულ გამოძიებებს, ადგენს სავარაუდო მონაწილე პირთა წრეს, რომელიც ორგანიზებაში იყო ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება ბევრი სიახლე“, - აღნიშნა ხელაძემ.

Address

Tbilisi

Telephone

+995555656595

Website

https://www.facebook.com/newsplus.ge?mibextid=ZbWKwL, https://www.

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NewsPlus.Ge - საინფორმაციო პორტალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to NewsPlus.Ge - საინფორმაციო პორტალი:

Share