15/09/2025
ახმეტაში მერის თანამდებობის დასაკავებლად 32 წლის მათე წვერაიძე იბრძოლებს
როგორც წვერაიძემ mak.ge- სთან საუბარში განაცხადა, შეთავაზება გიორგი გახარიას პარტიისაგან მიიღო და 4 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მოქმედ მერსა და კანდიდატს, ალექსი ფიცხელაურს დაუპირისპირდება.
კანდიდატი წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არის.
პროფესიით ფინანსისტი, ძირითადად, საბანკო სფეროში იყო დასაქმებული. აწარმოებს საკუთარ ბიზნესს, აქვს სასტუმრო და საზაფხულო ტურები თუშეთში.
ბოლო წლებში კი სამოქალაქო აქტივიზმით არის დაკავებული და პროდასავლურ აქციებზე 100 დღის განმავლობაში იდგა. მათ შორის, ახმეტაში, სადაც პროტესტის ერთ- ერთი ინიციატორი თავად იყო.
ამჟამად, წვერაიძე სამუშაო კონტრაქტის ფარგლებში გერმანიაში იმყოფება და ამომრჩეველს ონლაინ რეჟიმში ერთვება. ამბობს, რომ ამ ფორმით მუშაობა არ უჭირს.
პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატს ახალგაზრდების მიგრაციის შემცირება, მათთვის სამუშაო ადგილების მოძიება, ინფრასტრუქტურის შექმნა და ქალაქ ახმეტაში მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება, მნიშვნელოვან გამოწვევად მიაჩნია.
წვერაიძეს საქართველოში დაბრუნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ უწევს. მისი თქმით, მმართველი პარტიის ამომრჩევლს ძირითადად პარტაქტივი წარმოადგენს და ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთი- ერთზე ბრძოლას აქვს აზრი.