SFF Georgia

SFF Georgia Safe, Free, Friendly Georgia

Arqipo Generous Soul‼️
26/07/2025

Arqipo Generous Soul‼️

ხალხის და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების ცხოვრება - შაბათის ეთერის რეპორტაჟი

🇬🇪✌️
26/07/2025

🇬🇪✌️

🇬🇪‼️
26/07/2025

🇬🇪‼️

✔️ მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

🇬🇪‼️
26/07/2025

🇬🇪‼️

"ტვ პირველის" მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ აკავებდნენ მცირეწლოვანენი ბავშვბის თვალწინ მათ მშობლებს. ...

🇭🇺✌️Magyar Win’s
26/07/2025

🇭🇺✌️
Magyar Win’s

🇷🇴🤝🇦🇹
26/07/2025

🇷🇴🤝🇦🇹

🇬🇪‼️
26/07/2025

🇬🇪‼️

🔴 თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი აქტივისტი - დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

📌 მანამდე მოსამართლე ცეკვავამ თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები და დაკავებულები 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.

🔴 24 ივლისს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში 17 ადამიანი დააკავა

26/07/2025

🇬🇪‼️

🇬🇪‼️
26/07/2025

🇬🇪‼️

“ბიძინას ჩინურმა მარადონამ, ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო.
ვნახოთ აბა, მე რა მახსოვს აქ, ყოველგვარი გუგლისა და Chat GPT-ს გარეშე:
2012 წელსვე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი რაც გააკეთა, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა რუსეთის ნომრიანი აგენტები. აი, რომ ჰკითხავ და არც დაგიმალავენ, ეგეთები: შკრილნიკოვი, ჩახალიანი, გევორქიანი და სხვები.
კოდორის ოპერაციის მონაწილეების (როცა რუსები გაანადგურეს კოდორში) უმეტესობა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ქართულ სამხედრო ბაზებზე რუსეთის ნომრიანი აგენტები დაძვრებიან და არც უარჰყოფენ ამას.
ქართულ ოცნებაში თუ კი ვინმე იყო, ვისაც დასავლეთში გამარჯობას ეუბნებოდნენ, ყველა გამოყარა ან პირუტყვად აქცია და აღარავინ ეკარება (ალასანიას თანაგუნდელები).
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე დეტალებში ჰყვება, როგორ ხვდებიან რუს ქაუნთერფართებს ბიძინას შსს მინისტრი და სუს-ის უფროსი, და როგორ ალაგებდნენ რაღაც თემებს.
რეჟიმის პროპაგანდა ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს.
ბიძინას გენერალური პროკურორი, რომელიც აქამდე მართავდა პროკურატურას (ახლა აჩოჩებენ), აშშ-მ დაასანქცირა საქართველოში პრორუსული ქსელის შექმნისა და პოლიტიკურ პროცესებზე პრორუსული გავლენების მოხდენის გამო.
ეს თუ არაა საკამრისი, იგივე ადამიანმა გვარი გადაიკეთა, ფარცხალაძიდან რომანოვი გახდა; ესეც თუ არაა საკმარისი - რუსეთის მოქალაქე გახდა; და ესეც თუ არაა საკმარისი - წითელ მოედანზე დარბის გეორგიევსკის ლენტით.
მეტი რა ქნას, რომ დავიჯეროთ რომ რუსია? რომ ბიძინამ ნომრიანი რუსი დასვა გენ.პროკურორად და ამართინა პროკურატურა თითქმის 13 წელი. მეტიც, ამ კაცს საშუალება მისცა მთელი მისი აქაური აქტივები შვილზე გადაეფორმებინა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რეგულაციით ამ კაცის გამო ხვრელი გააჩინეს ქართულ ფინანსურ სისტემაში.
ბიძინამდე საქართველოს ექსპორტი US-სა და EU-ში იყო ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი. ახლა ის არის დაახლოებით მეათედი (UK-ის ჩათვლით).
ბიძინამდე საქართველოს ექსპორტი დსთ-ში იყო დაახლოებით 50%, ახლა არის ექსპორტის დაახლოებით 70%. (თუ სწორად მახსოვს ეს რიცხვები, მაგრამ დიდი ცდომილება არ მექნება წესით).
ანუ, ისევ ჩამოვეკიდეთ “რუსულ ბაზარზე” თითქოს 2006 წელი არ ყოფილიყოს.
2012 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვაში არ გაკეთებულა პრაქტიკულად არაფერი და დღეს თავდაცვისუნარიანობით რეგიონში ვართ უკანასკნელი. ვის აწყობს ეს?
NATO-სთან ურთიერთობა ფორმალურადაა შენარჩუნებული და რეალურად, ინტეგრაციის პროცესი მკვდარია. ვის აწყობს ეს?
ქვეყანა არის სრულ იზოლაციაში ცივილიზებული სამყაროსგან და ვკარგავთ იმას, რაც წვალებით მოვიპოვეთ: EU-სთან თავისუფალი ვაჭრობა და ასოცირების ხელშეკრულება, შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა, საერთაშორისო ფინანსური დახმარებები, რომლებითაც რეგიონული მნიშვნელობის პროექტები უნდა დაფინანსებულიყო. ვის აწყობს ეს?
ნაცვლად კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისა, რაც იქნებოდა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია ისევე, როგორც ყველაზე მშვიდობიან ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის წინაპირობა, ქვეყანა იქცა კონსოლიდირებულ დიქტატურად, რომელიც როდის აფეთქდება (უფრო მალე, ვიდრე გვიან) არავინ იცის. ვის აწყობს ეს?
ქვეყანა კარგავს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალს, რომელიც ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიას გაუადვილებდა დასავლური კაპიტალის მოზიდვას და რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებს დაეხმარებოდა დასავლეთში საკუთარი ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტში. ვის აწყობს ეს?
აი, მართლა უსასრულოდ შეიძლება წერა, საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია. უბრალოდ, დედამო%&ნული არ უნდა იყო და ცოტა საკუთარი ქვეყნის ისტორიას იცნობდე, მეტი არაფერია ამის დასანახად საჭირო.
მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვის აწყობს რომ ამ ქვეყნის ფორმალური მმართველი იყოს ერთი უბედური, მხდალი, დაკომპლექსებული, სოციოპათი, კომკავშირელი, რომელსაც ძლივს ეღირსა და იპოვა ვის დაემონოს უსიტყვოდ ძალაუფლებისა და ნაძალადევი პატივის სანაცვლოდ, და რომელსაც აგერ უკვე რამდენი თვეა არცერთი თავმოყვარე ადამიანი არ ელაპარაკება და პირდაპირ ეუბნებიან: ჩემი კუტუნია ბიჭი, მიდი რა, ერთი შენ უფროსს დაუძახე.
ჩემი დაკვირვებით, ჩვენთან ახლო მახლოში ეგეთი %ლეები ძირითადად რუსეთში ჰყავთ, რომელიც თურმე მტერი კი არა, “მტრის ხატი” ყოფილა“ | წერს ზურა ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

🇸🇪🇪🇺‼️🇬🇪
26/07/2025

🇸🇪🇪🇺‼️🇬🇪

💬 „ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“ — წერს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში

📌 რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩისნკისთან დაკავშირებით თქვა, რომ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, „ქვეყნიდან გააძევებდა“

კერძოდ, კალაძემ თქვა:

💬 „ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ; რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება და თუ მართლა გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია.... ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს? მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება“ — განაცხადა კალაძემ ევროკავშირის ელჩთან მიმართებით

26/07/2025

🇬🇪✌️

🇮🇷✌️
26/07/2025

🇮🇷✌️

Address


Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995598599259

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SFF Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to SFF Georgia:

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Opening Hours
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share

(RU) Путешествуйте с нами и вы получитe доступ к лучшим туристическим достопримечательностям по всей Грузии. Ваш отдых и ваше благополучие приоритет номер 1 для нас❗ (EN) Travel with us and you will get access to the best tourist attractions throughout Georgia. Your relaxation and your well-being is our number one priority❗ (DE) Wenn Sie mit uns reisen, erhalten Sie Zugang zu den besten Touristenattraktionen in ganz Georgia. Ihre Entspannung und Ihr Wohlbefinden haben für uns oberste Priorität❗ (GE) იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და მიიღეთ წვდომა საუკეთესო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. თქვენი დასვენება და კეთილდღეობა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია❗