05/07/2025
სასიამოვნო სიახლე ჩვენს ქალაქში❤️❤️❤️
გვინდა გაცნობოთ, რომ 2025 წლის 20 სექტემბრიდან ქობულეთში იხსნება პირველი საკვირაო სკოლა, ჰუმანიტარული ცენტრი - "ალტერა".
ცენტრი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საინტერესოდ და ნაყოფიერად გამოიყენონ შაბათი-კვირა, სასწავლო პროგრამის პარალელურად განავითარონ ის უნარები და შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ და საზოგადოებრივ განვითარებას.
ცენტრის მოსწავლეები ისარგებლებენ მრავალფეროვანი და კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც ეფუძნება ჰუმანიტარული და კლასგარეშე აღზრდის პრინციპებს.
ცენტრის პროგრამა მოიცავს როგორც სკოლამდელ, ისე მეორე და მესამე საფეხურებს, მუშაობა იწარმოებს შესაბამის ჯგუფებში, წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმებითა და პროგრამებით:
⚜️ II საფეხური ( 5-7 კლასი )
ქართული ენა (გრამატიკა და მართლმეტყველება)
ისტორია
სამოქალაქო განათლება
ხელოვნება
კინოხელოვნება
ფსიქოლოგის საათი
თავისუფალი საათი ( კინოჩვენება/ დებატები )
⚜️III საფეხური ( 8-11 კლასი )
ქართული ენა ( წერა და მართლმეტყველება)
ისტორია
მსოფლიო ცივილიზაცია
ფსიქოლოგია
ხელოვნება
კინოხელოვნება
ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია
ფსიქოლოგის საათი
თავისუფალი საათი ( კინოჩვენება/ დებატები/ თემატური საუბრები ყოველთვიურად )
სკოლამდელი პროგრამა
📚 პროგრამის აღწერა:
✨ მეტყველება და კომუნიკაცია – ვსაუბრობთ, ვყვებით, ვხატავთ სიტყვებით
🎨 ხელოვნება და წარმოსახვა – ფერებით, ფორმებით და ისტორიებით ვსწავლობთ ფიქრს
🧠 აზროვნების განვითარება – ლოგიკური თამაშები, შედარებები, კითხვები
✍️ წერა-კითხვის საწყისი უნარები – ასოების ხალისიანი გაცნობა და სიუჟეტური წერა
🔢 მათემატიკური აზროვნება – რაოდენობები, მიმატება, ფორმები.
🎭 თამაშ-თეატრი და ემოციები – თამაში, იმპროვიზაცია და ემოციური ინტელექტი
📖 ზღაპრის გაკვეთილები – ტექსტთან ურთიერთობა, ილუსტრირება, იდეის განვითარება
🎨 არტთერაპია ბავშვებისთვის – თვითგამოხატვა და ემოციური განტვირთვა ფერებით
🌿 სოციუმი და გარემო – როგორ მოვექცეთ სხვებს? რა გვაცოცხლებს?
🔴 ცენტრის მისამართია: ქობულეთი, რუსთაველის 140 ა
🔴 დაინტერესებული პირები დაუკავშირდით ნომერზე: 577018982
🔴 მოსწავლეების მიღება იწარმოებს 10 სექტემბრის ჩათვლით.
🔴სწავლის დღეები - შაბათი-კვირა
ცენტრის გვერდი -
https://www.facebook.com/share/1B2zH2aTn5/
https://www.facebook.com/share/1B2zH2aTn5/
საკვირაო სკოლა - "ალტერა" - ეს არის განათლების, აზროვნების და ღირებულებების ადგილი. ალტერა ქმნის სივრცეს, სადაც ცოდნა აზროვნებაში გადადის, ღირებულებები ქცევაში. აქ ბავშვებს ვასწავლით, რომ ფიქრი არის თავისუფლება და ცოდნა- პასუხისმგებლობა.