Meridian Advisory

Meridian Advisory Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Meridian Advisory, Tbilisi.

რას ასწავლის კომპანიებს „ბორჯომის“ კრიზისი სანქციების ეპოქაში? ⬇️2022 წელს „ბორჯომის“ შემთხვევამ დაგვანახა, რომ ზოგჯერ ყ...
07/03/2026

რას ასწავლის კომპანიებს „ბორჯომის“ კრიზისი სანქციების ეპოქაში? ⬇️

2022 წელს „ბორჯომის“ შემთხვევამ დაგვანახა, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი რისკები ბიზნესისთვის ბიზნესში არ იწყება.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან Alfa Group-ი ფლობდა, რომლის დამფუძნებელიც, სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. კომპანია იძულებული გახდა რამდენიმე თვით წარმოება შეეჩერებინა. საბოლოოდ, რუსმა სანქცირებულმა ბიზნესმენმა კომპანიის აქციათა 7.73%-იანი წილი საქართველოს მთავრობას გადასცა.

🛡️რა იქნებოდა სხვაგვარად Meridian Advisory-თან ერთად?

ამის პროგნოზირება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მინ. 3-4 თვით ადრეც კი შეიძლებოდა, რაც საკმარისია „სტრატეგიული მდგრადობის გეგმის“ გასაწერად.

ასეთ დროს Meridian Advisory-ს მუშაობა სამ მთავარ პრინციპს ეფუძნება:

📌სცენარების ანალიზი - გეოპოლიტიკური და საკანონმდებლო რისკების შეფასება;
📌მოქმედების მზა ჩარჩო (სცენარები) - წინასწარ რისკების განსაზღვრა და სცენარების მომზადება;
📌საკუთარი ნარატივის ფლობა - საინფორმაციო გზავნილების წინასწარ განსაზღვრა, რათა კომპანია არ აღმოჩნდეს სხვის მიერ შექმნილი ნარატივის პირობებში.

🔥ბიზნესი „ორ ცეცხლს შუა“🔥 - დღევანდელი რეალობა

დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული მედიასაშუალების დასანქცირებამ ადგილობრივი კომპანიები რთულ ვითარებაში ჩააყენა.

ერთ მხარეს არის საერთაშორისო რეპუტაცია და ფინანსური რისკები, მეორე მხარეს კი ადგილობრივი პარტნიორობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ბიზნესების უმრავლესობა დირექტივებს სათაო ოფისებიდან ელის, საიდანაც დიდი ალბათობით, მოითხოვენ სანქცირებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შეჩერებას.
⏳თუმცა რა უნდა ქნას ბიზნესმა აქ ადგილზე? როგორ უნდა იმოქმედოს არსებულ არასტაბილურ გარემოში, როცა პარტნიორული ურთიერთობებიც რისკის ქვეშ დგას და ამას ემატება მოსალოდნელი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ფასების რეგულირების მიმართულებით?

🛡️ჩვენი ამოცანაა:

დაგეხმაროთ ამ წინააღმდეგობრივ პროცესში. Meridian Advisory უზრუნველყოფს იმგვარი ნარატივისა და სამოქმედო ჩარჩოს შექმნას, რომელიც დაიცავს თქვენს ბიზნესს რეპუტაციული ზიანისგან ნებისმიერ მხარესთან ურთიერთობისას. ჩვენი მიზანია, ბიზნესის გადაწყვეტილება ზეწოლის პირობებშიც კი, რაციონალურ, წინასწარ გათვლილ სტრატეგიას დაეფუძნოს.

რეპუტაციული კრიზისის პრევენცია სწორი სტრატეგიული გათვლებით ყოველთვის შესაძლებელია.

Meridian Advisory

🍔McDonald's-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიდეო, სადაც ის ახალ ბურგერს სინჯავს, სწრაფად გავრცელდა TikTok-სა და სხვა პლატფო...
06/03/2026

🍔McDonald's-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიდეო, სადაც ის ახალ ბურგერს სინჯავს, სწრაფად გავრცელდა TikTok-სა და სხვა პლატფორმებზე, მაგრამ პროდუქტის პოპულარიზაციის ნაცვლად, მომხმარებლების ნაწილმა ვიდეო არაბუნებრივად აღიქვა. რამდენიმე საათში კამპანია მემებისა და დაცინვის თემად იქცა.

⭕️რა შეცდომა დაუშვა კომპანიამ:
• ვიდეოში კომუნიკაცია ადიტორიამ ხელოვნურად აღიქვა;
• კამპანიის მთავარი გზავნილი დაიკარგა;
• TikTok გარემოში მცირე დეტალიც სწრაფად ხდება ვირუსული;
• კრიტიკის შემდეგ კომპანიას პრაქტიკულად განცხადება არ გაუკეთებია.

🔎რას გავაკეთებდით Meridian-ში:
• კამპანიის დაწყებამდე შევაფასებდით სოც.მედია რისკებს;
• ვიდეოს წინასწარ დავტესტავდით მცირე აუდიტორიაზე;
• წინასწარ შევიმუშავებდით ნარატივს კრიტიკის შემთხვევისთვის;
• კომპანიასთან ერთად ვიმოქმედებდით სწრაფად, რათა დისკუსია ისევ პროდუქტზე დაბრუნებულიყო.

📌რას ვურჩევთ კომპანიას ახლა:
დაცინვის იგნორი იშვიათად მუშაობს. ხშირად უკეთესი სტრატეგია დისკუსიისთვის მიმართულების სწრაფად შეცვლაა - მოკლე, ბუნებრივი რეაქციით, რომელიც ბრენდს ნარატივის კონტროლს უბრუნებს.

სოციალური მედიის ეპოქაში კამპანიის წარმატება ხშირად არა იდეით, არამედ რეაქციის სისწრაფით განისაზღვრება.

🛡️Meridian Advisory ეხმარება კომპანიებს რეპუტაციული რისკების წინასწარ შეფასებაში, კრიზისის მართვასა და ნარატივის კონტროლში.

რა ხდება, როდესაც ბიზნესი საჯარო სივრცეში სტრატეგიის გარეშე შედის?👉 ასეთ დროს ნარატივს სხვები წერენ. 🎯 ეს მიმოხილვა სწორ...
04/03/2026

რა ხდება, როდესაც ბიზნესი საჯარო სივრცეში სტრატეგიის გარეშე შედის?
👉 ასეთ დროს ნარატივს სხვები წერენ.
🎯 ეს მიმოხილვა სწორედ ამ შეცდომაზეა

რა შეცდომა დაუშვა ბიზნესმა ფასების კომისიაზე?

ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომებზე ერთმა რიცხვმა მოიპოვა მთავარი ადგილი - 86%-იანი ფასნამატი. ეს რიცხვი საჯარო სივრცეში გადაიქცა მოსაზრებად, რომ „ბიზნესი 86%-ით აძვირებს პროდუქტს“.

სწორედ აქ დაიწყო რეპუტაციული რისკები.

⭕️რა შეცდომა დაუშვეს კომპანიებმა?

შევიდნენ რეაქტიულ რეჟიმში - პასუხობდნენ კითხვებს, მაგრამ არ აკონტროლებდნენ ჩარჩოს.
ისაუბრეს ოპერაციულ პრობლემებზე, მაგრამ არა სტრუქტურირებული არგუმენტებით - „ქეშბექი“, გადახდების ვადა, ლოგისტიკა, დანაკარგები. საზოგადოებამ მოისმინა - „ბიზნესის წუწუნი“.
არ ჰქონდათ წინასწარ შეთანხმებული პოზიცია - სექტორი ჩანდა ფრაგმენტულად. როცა ინდუსტრია ერთ ენაზე არ საუბრობს, ნარატივს სხვები წერენ.

⭕️რა უნდა გაეკეთებინათ?

წინასწარ უნდა განესაზღვრათ მთავარი მესიჯი;
უნდა აეხსნათ 86%-ის სტრუქტურა მკაფიოდ და პროაქტიულად;
უნდა შეეთავაზებინათ გამოსავლის არქიტექტურა, არა მხოლოდ პრობლემის აღწერა;
უნდა ეჩვენებინათ, რომ ისინი არიან პარტნიორი, არა ბრალდებულები ან მბრალდებლები.

პარლამენტში კომუნიკაცია არ არის ტექნიკური შეხვედრა. ეს არის საჯარო პოზიციონირების სივრცე.

⭕️რატომ უნდა აინტერესებდეს ეს CEO-ს, რომელსაც შეხვედრაზე დაიბარებენ?

როდესაც პარლამენტის კედლებში ფიქსირდება, რომ:

სექტორში არსებობს „სტრუქტურული პრობლემა“;
ფასნამატი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო საშუალოს;
მოლაპარაკების ძალაუფლება ასიმეტრიულად არის გადანაწილებული

იქმნება საფუძველი სამი პროცესისთვის:

⚖️რეგულირების ინიციატივა - ფორმალური ან არაფორმალური.
🤝საზოგადოებრივი ნდობის ეროზია - ინდუსტრიის კოლექტიური იმიჯის დაზიანება.
📈ინვესტიციური რისკის ზრდა - გაურკვევლობა წესებსა და ჩარჩოებში.

ამ ეტაპზე პრობლემა უკვე აღარ არის მხოლოდ ფასწარმოქმნის საკითხი. ის რეპუტაციის, სტაბილურობისა და სტრატეგიული პოზიციონირების თემა ხდება.

Meridian Advisory-ის დაკვირვებით, კომისიის სხდომებისა და შემდგომ გაკეთებული განცხადებების ანალიზით, ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა სხდომაზე სტრატეგიის გარეშე მისვლაა.

🛡️სტრატეგიის გარეშე საჯარო ფორმატში შესვლა ნიშნავს, რომ თამაშის წესებს სხვები დაწერენ. რეპუტაციული რისკი იქმნება არა მაშინ, როცა პრობლემა არსებობს - არამედ მაშინ, როდესაც ნარატივი შენს გარეშე ყალიბდება.

Meridian Advisory — ჩვენ აქ ვართჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს იქ, სადაც რეპუტაციული ფსონები მაღალია და შეცდომის ფასი — დ...
04/03/2026

Meridian Advisory — ჩვენ აქ ვართ

ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს იქ, სადაც რეპუტაციული ფსონები მაღალია და შეცდომის ფასი — დიდი.
ჩვენი ფოკუსია რისკების წინასწარი ანალიზი და მხარდაჭერა იმ ეტაპებზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიცხადე, განსჯა და ზომიერება.

სტრატეგიული კომუნიკაციები | რეპუტაციული რისკები | კრიზისებისთვის მზადება

For English ⬇️

Meridian Advisory — Now active

We partner with organisations where reputation is the primary asset and the consequences of a misstep are profound. Our focus is on proactive risk assessment and strategic counsel in moments where clarity, precision and restraint are paramount.

Strategic Communications | Reputational Risk | Crisis Preparedness

Address

Tbilisi

Telephone

+995598211222

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Meridian Advisory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Meridian Advisory:

Share