Astrologia.ge

  • Home
  • Astrologia.ge

Astrologia.ge პირველი ასტროლოგიურ-ეზოთერული საიტი ასტროლოგია,სიყვარული,სექსი,სილამაზე,დიეტა,მედიცინა,ურთიერთობა,ორსულობა,ფული,დღის ჰოროსკოპი

🏺 ეგვიპტური ასტროლოგია – ღმერთების ზოდიაქო 🌌✨იცოდით, რომ ეგვიპტელებს ჰქონდათ საკუთარი ზოდიაქოს სისტემა, რომელიც ღმერთები...
23/09/2025

🏺 ეგვიპტური ასტროლოგია – ღმერთების ზოდიაქო 🌌✨

იცოდით, რომ ეგვიპტელებს ჰქონდათ საკუთარი ზოდიაქოს სისტემა, რომელიც ღმერთების ენერგიებზე იყო დაფუძნებული? 🌙
ისინი 36 დეკანით (ვარსკვლავური ჯგუფებით) ყოფდნენ დროს და ყოველი ადამიანი დაბადების თარიღის მიხედვით კონკრეტული ღვთაების მფარველობაში ხვდებოდა.

👉 დასავლური ზოდიაქოსგან განსხვავებით, აქ მთავარი არა პლანეტები, არამედ ღმერთების ხასიათებია.

🌟 ეგვიპტური ზოდიაქოს 12 ნიშანი და მათი ენერგია:

1️⃣ ნილოსი – განახლება, ახალი ციკლი ♻️
დიპლომატიური, მშვიდობისმოყვარე. ხანდახან ზედმეტად თავშეკავებულია.

2️⃣ ამუნ-რა – სულიერი ლიდერობა ☀️👑
მიზანდასახული, შთამაგონებელი. ხანდახან ავტორიტარული.

3️⃣ მუტი – დედა-ღმერთი 🤱
მზრუნველი, სანდო. ხანდახან მსხვერპლად გრძნობს თავს.

4️⃣ გები – დედამიწა 🌍
რეალისტი, სტაბილური. ხანდახან მატერიალურზე ზედმეტად კონცენტრირებული.

5️⃣ ოსირისი – გარდაქმნა ⚖️🌑
გამძლე, ემოციური. ხანდახან დეპრესიულობა ახასიათებს.

6️⃣ ისიდა – მაგია და ინტუიცია 🌙🪄
ინტუიტიური, მზრუნველი. ხანდახან ემოციებში იძირება.

7️⃣ თოთი – სიბრძნე 📜🧠
ჭკვიანი, ანალიტიკური. ხანდახან ზედმეტად ტეორიტიკოსი.

8️⃣ ჰორუსი – სამართლიანი და გამარჯვების მოყვარე, 🦅⚔️
ამბიციური, მამაცი. ზედმეტად ამაყი შეიძლება იყოს.

9️⃣ ანუბისი – საიდუმლო და გარდასახვა. ⚰️🔮
სულიერი, სერიოზული. მარტოობისკენ მიდრეკილია.

🔟 სეთი – ქაოსი და ენერგია 🌪️🔥
რისკიანი, ძლიერი მებრძოლი. ხანდახან დესტრუქციულია.

1️⃣1️⃣ ბასტეტი – კატების ქალღმერთი 🐈💫
მეგობრული, დამცველი. ზედმეტად მგრძნობიარე შეიძლება იყოს.

1️⃣2️⃣ სეკმეტი – ძალა და სამართლიანობა 🦁⚖️
მძლავრი, მკურნალი. ხანდახან მკაცრი და შეუბრალებელია.

✨ ეგვიპტური ასტროლოგია გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი ატარებს ღმერთების ენერგიას და სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს.

👉 ✨ ახლა შენი დროა!
რომელი ღმერთი შეესაბამება შენს ხასიათს ყველაზე მეტად ? 🏺🌌
დაწერეთ კომენტარებში 👇 და დაელოდე შემდეგ პოსტში გეტყვით, სწორად ამოიცანი შენი ღმერთი თუ არა 😉

თუ, კიდევ მეტი გინდა იცოდე შენს პირად ვარსკვლავებზე და ძველ ღმერთებზე, მოგვწერე და დაგეგმე ვიზიტი ასტროლოგთან.

📌 ინდივიდუალური რუკის შედგენისთვის მოგვწერე ინბოქსში ან დაგვიკავშირდი ნომერზე 593206071.

#ეგვიპტურიჟოდიაქო #ეგვიპტურიანიშნები #ეზოთერიკა #ისიდა #ოსირისი #ანუბისი #ჰორუსი #თოთი #ამუნრა #სეკმეტი #ბასტეტი #ზოდიაქო #ჰოროსკოპი

✨ 23 სექტემბრის  ✨🔮 დღის მთავარი რჩევა: ეს დღე გვახსენებს, რომ ჰარმონია არ მოდის შემთხვევით — ის ყოველდღიური არჩევანის შ...
23/09/2025

✨ 23 სექტემბრის ✨
🔮 დღის მთავარი რჩევა: ეს დღე გვახსენებს, რომ ჰარმონია არ მოდის შემთხვევით — ის ყოველდღიური არჩევანის შედეგია.
დღეს შემოდგომის ენერგია უკვე სრულად იკავებს სივრცეს. 🌿 ბალანსის, ჰარმონიისა და ახალი რიტმების ძიება ხდება მთავარი თემა.

♈ ვერძი
💖 სიყვარული: მოულოდნელი შეხვედრა ან გულწრფელი საუბარი ახლობელთან შენი ემოციების ახალ ფერს გაჩვენებს.
💰 ფინანსები: ახალი იდეა ან შემოთავაზება დაგანახებს, როგორ გაზარდო რესურსები.
💼 კარიერა: თანამშრომლობა და საერთო მიზნებზე ფოკუსი დღეს შენს ძლიერ მხარედ იქცევა.
🩺 ჯანმრთელობა: გაითვალისწინე, რომ ორგანიზმს სჭირდება მეტი სითხე და მსუბუქი მოძრაობა.
🌅 დილა: მოუსმინე საკუთარ ინტუიციას — მნიშვნელოვანი იდეა შეიძლება სწორედ ამ დროს დაიბადოს.
🌞 შუადღე: ენერგია უფრო პრაქტიკულ საქმეებზე გადაიტანე, მცირე დეტალები დიდ სურათს განსაზღვრავს.
🌙 საღამო: მეგობრებთან შეხვედრა დაგეხმარება დაღლილობისგან გათავისუფლებაში.
🔮რჩევა: დააფასე პატარა წარმატებები — ისინი დიდ გზას აშენებენ.

♉ კურო
💖 სიყვარული: სიმშვიდე ურთიერთობაში შენს გულს დააყენებს პირველ პლანზე.
💰 ფინანსები: სიფრთხილით მიიღო ახალი ფინანსური გადაწყვეტილება.
💼 კარიერა: მოთმინება და თანმიმდევრულობა შედეგს მოგიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი დასვენება და ძილი აუცილებელია.

🌅დილა: სუფთა ჰაერზე დაიწყეთ - მთელი დღის ენერგიით აგავსებს
🌞 შუადღე: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე — ზედმეტი ხარჯი არასაჭიროა.
🌙 საღამო: საყვარელ ადამიანთან დრო გაგათბობს.
🔮რჩევა: იპოვე დრო საკუთარი თავისთვის — ეს ინვესტიციაა.

♊ ტყუპები
💖 სიყვარული: მოულოდნელი სიტყვები გულს ააჩქარებს – დროა გულწრფელი დიალოგისთვის.
💰 ფინანსები: იმპულსურ შესყიდვებს მოერიდე.
💼 კარიერა: კომუნიკაციის უნარი დღეს ახალ კარს გაგიხსნის.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი მოძრაობა და სეირნობა ენერგიას შეგინარჩუნებს.
🌅 დილა: მოულოდნელი ზარი ან შეტყობინება დაგაფიქრებინებს
🌞 შუადღე: კარგი დროა იდეების გაზიარებისთვის და გუნდურ მუშაობისთვის.
🌙 საღამო: წიგნი, ფილმი ან საუბარი ახალ პერსპექტივას გაჩვენებს.
🔮🔮 რჩევა: დაუთმე დრო სწავლის პროცესს — დღეს ტვინი განსაკუთრებით ცოცხალია.

♋ კირჩხიბი
💖 სიყვარული: სითბო და გულწრფელობა ურთიერთობაში სიღრმეს შექმნის.
💰 ფინანსები: სასიამოვნო, პატარა შემოსავალი მოსალოდნელია.
💼 კარიერა: ინტუიცია გაჩვენებს სწორი მიმართულებას.
🩺 ჯანმრთელობა: ემოციური ბალანსი დღეს შენი მთავარი მიზანია.
🌅 დილა: ემოციები შეიძლება ჩვეულებრივზე ღრმად იგრძნო.
🌞 შუადღე: სამსახურში ინტუიცია დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.
🌙 საღამო: ოჯახთან ან ახლობელთან გულწრფელი საუბარი განგმუხტავს.
🔮რჩევა: ემოციური სიმტკიცე შენი ფარი და ძალაა.

♌ ლომი

💖 სიყვარული: შენი ქარიზმა სხვებს იზიდავს – იყავი ღია.
💰 ფინანსები: ფინანსური სტაბილურობა შენს ხელშია – მოერიდე ზედმეტ ხარჯს.
💼 კარიერა: თამამად გამოხატე საკუთარი იდეები.
🩺 ჯანმრთელობა: ენერგია კარგი იქნება – ივარჯიშე ან იმოძრავე.
🌅დილა: დღეს ინსპირაციის ნაკადი ძლიერია — ჩაიწერე იდეები .
🌞 შუადღე: შეიძლება შემოთავაზება ან შეხვედრა გქონდეს, რომელიც ახალ გზებს გახსნის.
🌙 საღამო: გაერთე, მაგრამ გაითვალისწინე დასვენების საჭიროება.
🔮რჩევა: იმოქმედე, როცა გულის სითბოს გრძნობ.

♍ ქალწული
💖 სიყვარული: კრიტიკის ნაცვლად მზრუნველობა ურთიერთობას გააძლიერებს.
💰 ფინანსები: გონივრული დაგეგმვა სტაბილურობას შემოგინახავს.
💼 კარიერა: დეტალებზე კონცენტრაცია წარმატებას მოიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: შეამცირე სტრესი – გამოიყენე სუნთქვითი ვარჯიშები.
🌅 დილა: წესრიგი და სისუფთავე ენერგიას შეგმატებს.
🌞 შუადღე: სამსახურში ყურადღება დეტალებზე დაგიფასდება.
🌙 საღამო: დაისვენე მშვიდ გარემოში, ბუნება დაგეხმარება.
🔮რჩევა: ნაბიჯ-ნაბიჯ მიდი მიზნისკენ, გეგმა წარმატებას მოგიტანს.

♎ სასწორი
💖 სიყვარული: ჰარმონია ურთიერთობაში დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
💰 ფინანსები: მცირე შემოსავალი მოსალოდნელია, მაგრამ ზედმეტ ხარჯს მოერიდე.
💼 კარიერა: ახალი კონტაქტები კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
🩺 ჯანმრთელობა: ბალანსი და სულიერი სიმშვიდე შენი მთავარი ენერგიის წყაროა.
🌅 დილა: შეიგრძენი შემოდგომის ჰაერი — ეს ბალანსის პოვნის დღეა.
🌞 შუადღე: შეხვედრები და თანამშრომლობა წარმატებით ჩაივლის.
🌙 საღამო: ოჯახთან ერთად დრო გულს გაგითბობს.
🔮რჩევა: ჰარმონია შიგნით იწყება.

♏ მორიელი
💖 სიყვარული: ვნებით სავსე საუბრები ურთიერთობას ახალ სიღრმეს შემატებს.
💰 ფინანსები: დაზოგვა და გეგმები სტაბილურობას მოგიტანს.
💼 კარიერა: შენი გამჭრიახობა რთულ საკითხებში გამოსავალს იპოვის.
🩺 ჯანმრთელობა: ემოციური განტვირთვა და დასვენება გჭირდება.
🌅 დილა: ფიქრები და გეგმები იწმინდება.
🌞 შუადღე: საქმეში ყურადღება დეტალებზე მოგებაში დაგეხმარება.
🌙 საღამო: სიღრმისეული საუბარი საყვარელ ადამიანთან სულიერ სიახლოვეს მოგიტანს.
🔮რჩევა: გულწრფელობა ხსნის კარს.

♐ მშვილდოსანი
💖 სიყვარული: მოულოდნელი ნაცნობობა ან თავგადასავალი შესაძლოა დაგხვდეს.
💰 ფინანსები: ბიუჯეტის კონტროლი აუცილებელია.
💼 კარიერა: ახალი იდეების წარდგენა კარიერულ გზას გაგიხსნის.
🩺 ჯანმრთელობა: სუფთა ჰაერზე გასეირნება ენერგიას შეგინარჩუნებს.
🌅 დილა: მოტივაციით სავსე იწყებ დღეს.
🌞 შუადღე: საქმიან საკითხებში სწრაფი გადაწყვეტილებები დაგჭირდებათ.
🌙საღამო: მეგობრებთან გატარებული დრო გონებას გააფართოებს.
🔮რჩევა: ენდო გზას, რომელსაც ინტუიცია გაჩვენებს.

♑ თხისრქა
💖 სიყვარული: სტაბილურობა და სანდოობა ურთიერთობას გაამყარებს.
💰 ფინანსები: გონივრული ინვესტიციები მომავალს გააძლიერებს.
💼 კარიერა: შენი შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს.
🩺 ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციე ძილის რეჟიმს.
🌅 დილა: დაგეგმვა და ორგანიზება დღეის დაწყების კარგ საფუძველს ქმნის.
🌞 შუადღე: პასუხისმგებლობის აღება და შედეგებზე ფოკუსი აუცილებელია.
🌙 საღამო: მშვიდი გარემო ენერგიას აღგიდგენინებს.
🔮რჩევა: ნაბიჯ-ნაბიჯ მოძრაობა ყველაზე საიმედო გზაა.

♒ მერწყული

💖 სიყვარული: მოულოდნელი შეხვედრა რომანტიკულ განწყობას მოგიტანს.
💰 ფინანსები: ახალი შემოსავლის შესაძლებლობა ჩანს.
💼 კარიერა: შენი კრეატიულობა სხვების ყურადღებას მიიპყრობს.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი დრო დაუთმე განტვირთვას.
🌅 დილა: მოუსმინე ახალ იდეებს — ზოგი შეიძლება რეალურად სასარგებლო აღმოჩნდეს.
🌞 შუადღე: გუნდური მუშაობა წარმატებით ჩაივლის.
🌙 საღამო: საკუთარი ფიქრებისთვის დრო გამოყავი.
🔮რჩევა: გახსნილობა ახალ კარს გიხსნის.

♓ თევზები
💖 სიყვარული: ემოციური სიახლოვე დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
💰 ფინანსები: ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე გმართებს.
💼 კარიერა: შემოქმედებითი პროექტები წარმატებას მოგიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: ენერგიის აღდგენა და დასვენება დაგეხმარება.
🌅 დილა: ინტუიცია ძლიერია, ჩაწვდი იმას, რაც სხვებისთვის დაფარულია.
🌞 შუადღე: შემოქმედებითი საქმეებში ინსპირაცია გეწვევა.
🌙 საღამო: სულიერი პრაქტიკა ან მედიტაცია სიმშვიდეს მოგიტანს.
🔮რჩევა: დღეს შენი სულიერი სიღრმეა შენი გზამკვლევია.

🌟 გახსოვდეს: დღიური პროგნოზი ზოგადი ხასიათისაა და მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნების საერთო ენერგიებზეა დაფუძნებული.
📌 ინდივიდუალური რუკის შედგენისთვის მოგვწერე ინბოქსში ან დაგვიკავშირდი ნომერზე 593206071.
#დღისჰოროსკოპი #ასტროლოგია #ზოდიაქო #ვერძი #კურო #ტყუპები #კირჩხიბი #ლომი #ქალწული #სასწორი #მორიელი #მშვილდოსანი #თხისრქა #მერწყული #თევზები #დღისრჩევა #სიყვარული #ფინანსები #კარიერა #ჯანმრთელობა

🌌 „დენდერას ზოდიაქო“ — ზოდიაქოს ქვის რუკა ძველი ეგვიპტიდან🔹 დენდერას ტაძრის ჭერზე (დაახლ. ძვ.წ. I ს.) არის უნიკალური ქვი...
22/09/2025

🌌 „დენდერას ზოდიაქო“ — ზოდიაქოს ქვის რუკა ძველი ეგვიპტიდან

🔹 დენდერას ტაძრის ჭერზე (დაახლ. ძვ.წ. I ს.) არის უნიკალური ქვის ფრესკა, რომელსაც „დენდერას ზოდიაქო“ ეწოდება. ეს ერთ-ერთი უძველესი ზოდიაქოს გამოსახულებაა, სადაც ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები და პლანეტები ზუსტადაა გათვლილი.

🔹 საინტერესო ისაა, რომ ეს გამოსახულება მეცნიერების, ასტრონომიის და რელიგიის გადაკვეთას წარმოაჩენს:

ზოდიაქოს ნიშნები გამოსახულია მითოლოგიური ფიგურების სახით,

პლანეტების პოზიციები ასახავს იმდროინდელ ციურ ხედვას,

და ამავდროულად, იგი ტაძრის რელიგიურ რიტუალებსაც უკავშირდებოდა.

🔹 დღემდე მიმდინარეობს დისკუსია: იყო თუ არა ეს „მხოლოდ დეკორი“, თუ მას ასტრონომიული-ასტროლოგიური კალენდრის ფუნქციაც ჰქონდა.

➡️ შენ როგ ფიქრობა, დენდერას ზოდიაქო უფრო ხელოვნების ნიმუშია, თუ ზუსტი ასტრონომიული რუკა?“

#ასტროლოგია #ხელოვნება #ზოდიაქო #ვარსკვლავები #ისტორია #ეგვიპტე #ლასკო #დენდერა #კოსმოსი #შთაგონება

🔮 22 სექტემბერი✅ დღის მთავარი რჩევა: ეძებე ბალანსი და ჰარმონია — როცა შინაგანად სიმშვიდე გაქვს, გარეთაც ყველაფერი თავის ...
22/09/2025

🔮 22 სექტემბერი
✅ დღის მთავარი რჩევა: ეძებე ბალანსი და ჰარმონია — როცა შინაგანად სიმშვიდე გაქვს, გარეთაც ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. 🍂🌞🌙
♈ ვერძი
💖 სიყვარული: ბუნიობის ენერგია გეხმარება ურთიერთობაში ბალანსის პოვნაში — მიიღე საყვარელი ადამიანი ისეთი როგორიც არის.
💰 ფინანსები: ფინანსური გადაწყვეტილებებისას სიფრთხილით გამოიჩინე .
💼 კარიერა: დიპლომატიურობა დღეს შენს ძლიერ მხარედ იქცევა.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი სუფთა ჰაერი და მსუბუქი სეირნობა სასარგებლოა.
🌅 დილა: ენთუზიაზმით იწყებ.
🌞 შუადღე: გაითვალისწინე სხვების აზრი.
🌙 საღამო: ოჯახთან გაატარე.
♉ კურო
💖 სიყვარული: ჰარმონია და სტაბილურობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.
💰 ფინანსები: შეგიძლია გონივრული ინვესტიციების გეგმაზე იფიქრო.
💼 კარიერა: შენი მოთმინება და საფუძვლიანობა დაფასდება.
🩺 ჯანმრთელობა: გაამახვილე ყურადღება კვებაზე — ნაკლები სტრესი საჭმლით.
🌅 დილა: მშვიდად იწყებ.
🌞 შუადღე: ახალი იდეა შეიძლება გაგიჩნდეს.
🌙 საღამო: დასვენება და სიმყუდროვე საუკეთესო არჩევანია.
♊ ტყუპები
💖 სიყვარული: საინტერესო დიალოგები დღეს სითბოს მოიტანს.
💰 ფინანსები: ზედმეტი ხარჯვისგან თავი შეიკავე.
💼 კარიერა: კომუნიკაცია და იდეების გაზიარება შენს ავტორიტეტს აძლიერებს.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი მოძრაობა და აქტიურობა დაგეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში.
🌅 დილა: მოულოდნელი ზარი ან მესიჯი გაგახარებს.
🌞 შუადღე: კოლეგებთან ურთიერთობა პროდუქტიულია.
🌙 საღამო: სასიამოვნო საუბარი მეგობართან.
♋ კირჩხიბი
💖 სიყვარული: გულწრფელი ემოციები დღეს სიყვარულში ახალ სიღრმეს შექმნის.
💰 ფინანსები: მოულოდნელი მცირე შემოსავალი შესაძლებელია.
💼 კარიერა: ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებს.
🩺 ჯანმრთელობა: დრო დაუთმე დასვენებას და ემოციურ ბალანსს.
🌅 დილა: შინაგანი სიმშვიდით იწყებ.
🌞 შუადღე: სასიამოვნო სიახლე მოსალოდნელია.
🌙 საღამო: ოჯახური სითბო დაგამშვიდებს.
♌ ლომი
💖 სიყვარული: შენი ქარიზმა ყურადღებას იზიდავს — იყავი გულღია.
💰 ფინანსები: ფინანსური სტაბილურობა შენს ხელშია, თუ ფრთხილად იქნები.
💼 კარიერა: თამამად წარადგინე შენი იდეები.
🩺 ჯანმრთელობა: ფიზიკური აქტივობა ენერგიას შეგინარჩუნებს.
🌅 დილა: ენერგიული დასაწყისი.
🌞 შუადღე: კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის.
🌙 საღამო: სითბო და სიხარული მეგობრებთან.
♍ ქალწული
💖 სიყვარული: მეტი მზრუნველობა და ნაკლები კრიტიკა — ეს არის დღის ფორმულა.
💰 ფინანსები: ჭკვიანური დაგეგმვა ფინანსურ სტაბილურობას განამტკიცებს.
💼 კარიერა: დეტალებზე შენი ყურადღება წარმატებას მოგიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: სტრესის მართვა სუნთქვითი ვარჯიშებით.
🌅 დილა: გეგმების დალაგების დრო.
🌞 შუადღე: საქმიანი წარმატება.
🌙 საღამო: შინაგანი სიმშვიდის პოვნა.
♎ სასწორი
💖 სიყვარული: ბუნიობა შენს ნიშანში ბალანსსა და ჰარმონიას ამყარებს.
💰 ფინანსები: მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი მოსალოდნელია.
💼 კარიერა: ახალი კონტაქტები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება.
🩺 ჯანმრთელობა: ბალანსი და სიმშვიდე შენთვის აუცილებელია.
🌅 დილა: პოზიტიური განწყობით იწყებ.
🌞 შუადღე: კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის.
🌙 საღამო: რომანტიკული ატმოსფერო.
♏ მორიელი
💖 სიყვარული: ემოციურად ღრმა საუბრები ურთიერთობას ახალ სიღრმეს შემატებს.
💰 ფინანსები: დაზოგვა და წინდახედულება ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებს.
💼 კარიერა: შენი გამჭრიახობა და ინტუიცია წარმატებას მოიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: ემოციური ბალანსი შენთვის აუცილებელია.
🌅 დილა: მოტივაციით სავსე დასაწყისი.
🌞 შუადღე: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოსალოდნელია.
🌙 საღამო: განტვირთვა და სიმშვიდე.
♐ მშვილდოსანი
💖 სიყვარული: მოულოდნელი ნაცნობობა დღეს შეიძლება რომანტიკულ თავგადასავლად იქცეს.
💰 ფინანსები: ფინანსური კონტროლი აუცილებელია.
💼 კარიერა: ახალი იდეების წარდგენა წარმატებას მოგიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: ბუნებაში გასეირნება ენერგიას შეგინარჩუნებს.
🌅 დილა: ახალი იდეებით იწყებ.
🌞 შუადღე: მოულოდნელი შეხვედრა.
🌙 საღამო: პოზიტიური ემოცია მეგობრებთან.
♑ თხის რქა
💖 სიყვარული: სტაბილურობა და გულწრფელობა ურთიერთობას გააძლიერებს.
💰 ფინანსები: გონივრული გადაწყვეტილებები სტაბილურობას მოგიტანს.
💼 კარიერა: შენი შრომისმოყვარეობა დაფასდება.
🩺 ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციე ძილის რეჟიმს.
🌅 დილა: საქმიან განწყობით იწყებ.
🌞 შუადღე: კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად.
🌙 საღამო: მშვიდი დასვენება.
♒ მერწყული
💖 სიყვარული: მოულოდნელი შეხვედრა რომანტიკულ განწყობას შექმნის.
💰 ფინანსები: ახალი შემოსავლის შანსი გამოჩნდება.
💼 კარიერა: შენი კრეატიული ხედვა წარმატებას მოიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი დრო დაუთმე განტვირთვას.
🌅 დილა: შთაგონებით იწყებ.
🌞 შუადღე: კოლეგებთან ნაყოფიერი დიალოგი.
🌙 საღამო: იდეების ჩანიშვნა და დაგეგმვა.
♓ თევზები
💖 სიყვარული: ემოციური სიახლოვე და ნაზი საუბრები ურთიერთობას გაამყარებს.
💰 ფინანსები: სიფრთხილე აუცილებელია ფინანსურ გადაწყვეტილებებში.
💼 კარიერა: შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი ყურადღება მიაქციე დასვენებას.
🌅 დილა: სიმშვიდით სავსე დასაწყისი.
🌞 შუადღე: მოულოდნელი ინსპირაცია.
🌙 საღამო: რომანტიკული განწყობა.
🌟 გახსოვდეს: დღიური პროგნოზი ზოგადი ხასიათისაა და მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნების საერთო ენერგიებზეა დაფუძნებული.
📌 ინდივიდუალური რუკის შედგენისთვის მოგვწერე ინბოქსში ან დაგვიკავშირდი ნომერზე 593206071.
#დღისჰოროსკოპი #ასტროლოგია #ზოდიაქო #ვერძი #კურო #ტყუპები #კირჩხიბი #ლომი #ქალწული #სასწორი #მორიელი #მშვილდოსანი #თხისრქა #მერწყული #თევზები #დღისრჩევა #სიყვარული #ფინანსები #კარიერა #ჯანმრთელობა

🌞🍂 2025 წლის შემოდგომის ბუნიობა — რა უნდა ვიცოდეთ და როგორ აღვნიშნოთ📅 22 სექტემბერს დედამიწა თავის ორბიტაზე გადის მნიშვნ...
21/09/2025

🌞🍂 2025 წლის შემოდგომის ბუნიობა — რა უნდა ვიცოდეთ და როგორ აღვნიშნოთ
📅 22 სექტემბერს დედამიწა თავის ორბიტაზე გადის მნიშვნელოვან წერტილს — შემოდგომის ბუნიობას.
ეს არის მომენტი, როცა მზე ციურ ეკვატორს კვეთს და იწყება ასტრონომიული შემოდგომა.
👉 მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „ბუნიობა“ თანაბარ დღესა და ღამეს ნიშნავს, სინამდვილეში ატმოსფეროში რამდენიმე წუთით ხანგრძლივდება სინათლე, ამიტომ დღე ოდნავ დიდია ღამეზე.
________________________________________
✨ რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?
• ბალანსი სინათლესა და სიბნელეს შორის 🌗
• აქტიური პერიოდის დასრულება და ზამთრისთვის მზადება ❄️
• მადლიერება, მოსავლის აღება და სულიერი განწმენდა 🙏
ძველი კელტები ამ დღეს მოსავლის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, ხოლო ძველი კავკასიის ტომრბი მას სამართლისა და ბალანსის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
________________________________________
🌍 ტრადიციები და რიტუალები
✨ წინაპრების პატივისცემა – სუფრასთან ცალკე ადგილი მათთვის.
✨ სადღესასწაულო ნადიმი – პური, ვაშლი, თაფლი და თხილი.
✨ გასუფთავება – ზედმეტის მოცილება სახლიდან და გონებიდან.
✨ სურვილების ჩასახვა – დაწერეთ ქაღალდზე თქვენი სურვილი შემდგომ დაწვით და ფერფლი ქარს გაატანეთ.
________________________________________

💫 თანამედროვე გზები ბუნიაობის აღსანიშნავად
• გაატარეთ დრო ბუნებაში 🍁
• იოგა ან მედიტაცია 🧘
• ოჯახური ვახშამი სითბოს შესანარჩუნებლად 🏡
• პატარა მადლიერების რიტუალი – ჩამოწერეთ ყველაფერი კარგი, რაც ზაფხულში მოხდა ✍️
________________________________________
🚫 რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს?
❌ ნუ იკამათებთ და ნუ გამოავლენთ აგრესიას
❌ ნუ აიღებთ სესხს ან ვალებს
❌ ნუ უარყოფთ სხვების დახმარების თხოვნას
________________________________________
🍽️ რიტუალური საკვები
ძველ სლავებს, სწამდათ რომ ბუნიაობას გამომცხვარი ღვეზელები ჯადოსნურია . ბებიები ცხობისას ლოცვებს და სურვილებს ჩურჩულებდნენ და შემდგომ ოჯახის წევრებს უმასპინძლდებოდნენ მათთვის საჭირო ღვეზელით.
• ხორცით და ხახვით — კარიერული წარმატებისთვის
• კომბოსტოთი — ფინანსური კეთილდღეობისთვის
• ტარხუნით ან სოკოთი — სიყვარულისთვის ❤️
________________________________________
🌞 შემოდგომის ბუნიობა არის დრო ჰარმონიის, მადლიერებისა და ახალი საწყისის.
გამოიყენე ეს ენერგია საკუთარი სურვილების ასასრულებლად ✨

🌞🍂 რა რიტუალს ან ტრადიციას აირჩევდით თქვენ შემოდგომის ბუნიობისთვის?
🧹 რას მოიშორებდით თქვენი ცხოვრებიდან, რომ ახალი სეზონი სუფთა ფურცლიდან დაგეწყოთ?

#შემოდგომისბუნიობა #ბუნიობა2025 #ასტროლოგია #ასტრონომია #შემოდგომა #რიტუალები #სურვილები #ენერგიები #ჰარმონია #ბალანსი

💫  21 სექტემბერი✅ დღის მთავარი რჩევა: გააზიარე შენი ცოდნა და გამოცდილება – რაც გულით გაგაჩნია, სხვებისთვის დიდი ღირებულე...
21/09/2025

💫 21 სექტემბერი

✅ დღის მთავარი რჩევა: გააზიარე შენი ცოდნა და გამოცდილება – რაც გულით გაგაჩნია, სხვებისთვის დიდი ღირებულება შეიძლება აღმოჩნდეს.

♈ ვერძი
💖 სიყვარული: ურთიერთობაში მეტი მოთმინება გჭირდება – ნაჩქარევმა სიტყვამ შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია.
💰 ფინანსები: მოსალოდნელია მოულოდნელი შემოსავალი ან დაბრუნებული ვალი.
💼 კარიერა: შენი ენერგია გარშემომყოფებს შთაგონებას მისცემს.
🩺 ჯანმრთელობა: სპორტული აქტივობა ან სიარული სუფთა ჰაერზე ძალას შეგინარჩუნებს.

♉ კურო
💖 სიყვარული: ოჯახური დრო ყველაზე დიდ სიმშვიდეს მოგცემს.
💰 ფინანსები: დაგეგმილი შესყიდვები წარმატებით შესრულდება.
💼 კარიერა: შენი პრაქტიკულობა კოლეგების ნდობას იმსახურებს.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი წყლის დალევა და სწორი კვება ენერგიას გაგიძლიერებს.

♊ ტყუპები
💖 სიყვარული: საინტერესო საუბარი რომანტიკულ ატმოსფეროს შექმნის.
💰 ფინანსები: აკონტროლე ხარჯვა – ზედმეტი იმპულსურობა სარგებელს არ მოგიტანს.
💼 კარიერა: კომუნიკაციის უნარი კარიერულ გზას გაგიადვილებს.
🩺 ჯანმრთელობა: განტვირთვისთვის სასარგებლო იქნება ლამაზი მუსიკის მოსმენა.

♋ კირჩხიბი
💖 სიყვარული: ემოციური გულწრფელობა ახლობელთან ურთიერთობას გააძლიერებს.
💰 ფინანსები: მცირე, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი მოსალოდნელია.
💼 კარიერა: ინტუიცია სწორი მიმართულებით მიგიყვანს.
🩺 ჯანმრთელობა: დაისვენე, რათა ემოციური ბალანსი შეინარჩუნო.

♌ ლომი
💖 სიყვარული: შენი ქარიზმა ახლობელთან ახალი სიახლოვის საშუალებას მოგცემს.
💰 ფინანსები: სიფრთხილე საჭირო იქნება, რათა არ დაკარგო სტაბილურობა.
💼 კარიერა: თამამად დააფიქსირე შენი პოზიცია – შენს სიტყვას ყურს დაუგდებენ.
🩺 ჯანმრთელობა: ენერგია კარგია – გამოიყენე აქტიური დღეებისთვის.

♍ ქალწული
💖 სიყვარული: გააზრებული საუბარი ურთიერთობას სტაბილურობას შემატებს.
💰 ფინანსები: დაგეგმილი ხარჯი წარმატებით დასრულდება.
💼 კარიერა: ყურადღება დეტალებზე შენს პროფესიონალიზმს გაამჟღავნებს.
🩺 ჯანმრთელობა: მოკლე პაუზა და სუნთქვითი ვარჯიში დაგეხმარება სტრესის შემცირებაში.

♎ სასწორი
💖 სიყვარული: ჰარმონია და სიმშვიდე დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
💰 ფინანსები: შეიძლება მცირე დამატებითი შემოსავალი მიიღო.
💼 კარიერა: ახალი კონტაქტი მომავალში კარიერულ შესაძლებლობას მოგცემს.
🩺 ჯანმრთელობა: ივარჯიშე მსუბუქად – ბალანსი შენს სხეულს და გონებას სჭირდება.

♏ მორიელი
💖 სიყვარული: ვნებით სავსე დიალოგი სიღრმეს შემატებს ურთიერთობას.
💰 ფინანსები: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე შედეგიანად დაგეხმარება.
💼 კარიერა: შენი გამჭრიახობა პრობლემის გადაჭრას აადვილებს.
🩺 ჯანმრთელობა: განტვირთვისთვის მედიტაცია საუკეთესო გამოსავალია.

♐ მშვილდოსანი
💖 სიყვარული: მოულოდნელი შეხვედრა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანს.
💰 ფინანსები: ბიუჯეტის კონტროლი მნიშვნელოვანი იქნება.
💼 კარიერა: შენი ენთუზიაზმი ახალი იდეების რეალიზებას შეუწყობს ხელს.
🩺 ჯანმრთელობა: გასეირნება ბუნებაში ენერგიას აღგიდგენს.

♑ თხის რქა
💖 სიყვარული: სტაბილურობა და სანდოობა ურთიერთობაში დღეს ყველაზე დიდ როლს ითამაშებს.
💰 ფინანსები: გონივრული ინვესტიცია მომავალში შედეგიანად დაბრუნდება.
💼 კარიერა: შენი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა წარმატების გარანტიაა.
🩺 ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციე ძილის ხარისხს.

♒ მერწყული
💖 სიყვარული: მოულოდნელი ემოციური სიახლოვე ურთიერთობას ახალ ფერს შემატებს.
💰 ფინანსები: ახალი შემოსავლის შანსი შესაძლოა გამოჩნდეს.
💼 კარიერა: კრეატიული მიდგომა გარშემომყოფების აღიარებას მოგიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: განტვირთვისთვის კარგი იქნება მუსიკის მოსმენა ან სეირნობა.

♓ თევზები
💖 სიყვარული: ემოციური სიახლოვე ურთიერთობაში დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
💰 ფინანსები: ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე აუცილებელია.
💼 კარიერა: შენი შემოქმედებითი უნარი წარმატებას მოგიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: იფიქრე დასვენებაზე და ენერგიის აღდგენაზე.

🌟 გახსოვდეს: ეს პროგნოზი ზოგად ხასიათს ატარებს და მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნების საერთო მახასიათებლებს ეფუძნება. კონკრეტული ინფორმაცია მხოლოდ შენი ინდივიდუალური ასტროლოგიური რუკის საფუძველზე შეიძლება გაიგო.
🔭ასტროლოგ ქეთი ვაწაძესთან პირადი ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერე ინბოქსში ან დარეკე ნომერზე 593206071🔮

#დღისჰოროსკოპი #ასტროლოგია #ზოდიაქო #ვერძი #კურო #ტყუპები #კირჩხიბი #ლომი #ქალწული #სასწორი #მორიელი #მშვილდოსანი #თხისრქა #მერწყული #თევზები #დღისრჩევა #სიყვარული #ფინანსები #კარიერა #ჯანმრთელობა

🌌 ასტროლოგია ხელოვნებაში — ვარსკვლავების ენა ისტორიასა და შემოქმედებაში 🎨✨ ასტროლოგიას ხელოვნებაში იმდენივე საუკუნე აქვს...
20/09/2025

🌌 ასტროლოგია ხელოვნებაში — ვარსკვლავების ენა ისტორიასა და შემოქმედებაში 🎨
✨ ასტროლოგიას ხელოვნებაში იმდენივე საუკუნე აქვს, რამდენიც თავად ცას და ვარსკვლავებს.
ადამიანი ყოველთვის ცდილობდა ღამის ცის აღბეჭდვას და მის საიდუმლოებებში ჩახედვას — მხატვრობის, არქიტექტურის, წმინდა ტექსტების საშუალებით.

🪨 გამოქვაბულიდან ციურ რუკებამდე

ლასკოს (საფრანგეთი) 17 000 წლის წინანდელ გამოქვაბულის ნახატებში, მკვლევართა აზრით, ⭐ ზოდიაქოს პირველ ნიმუშებსაც ვხედავთ. ხარის გამოსახულება პლეადის ვარსკვლავთა ჯგუფით მხარზე, მიგვანიშნებს რომ ადამიანებს თანავარსკვლავედების სიმბოლიკა გაცილებით ადრე ჰქონდათ აღქმული, ვიდრე ბერძნებსა და ბაბილონელებს.
🌙⭐
მეცნიერები დღეს ვარაუდობენ, რომ იქ მთვარის ფაზებისა და ვარსკვლავების ნიშნების პრიმიტიული სისტემაცაა ჩაწერილი.

🔹 მთვარის ციკლები — ზოგიერთი ნიშანი, ხაზები და წერტილოვანი გამოსახულებები შესაძლოა ასახავდეს მთვარის მზარდ და კლებად ფაზებს.
🔹 ვარსკვლავური ნიშნები — არქეოასტრონომები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე გამოსახულება შეიძლება კონკრეტულ თანავარსკვლავედებს (მაგალითად, პლეადებს) ასახავდეს.
🔹 სულის და კოსმოსის კავშირი — პირველყოფილი ადამიანები ცას მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვის კი არ აკვირდებოდნენ, არამედ რიტუალების და სიმბოლური სამყაროს ნაწილად აქცევდნენ.

👉 ამგვარად, ლასკოს გამოქვაბული შეიძლება ჩაითვალოს პირველ ასტროლოგიურ გალერეად, სადაც ხელოვნება, რწმენა და კოსმოსის დაკვირვება ერთიანდება.
🏛️ ძველი ეგვიპტე და ციური არქიტექტურა
ეგვიპტელები არა მხოლოდ მხატვრები, არამედ ზოდიაქოს დიდი მცოდნეები იყვნენ.
• გიზას დიდი პირამიდის „მეფის ოთახი“ პირდაპირ ორიონის თანავარსკვლავედზე იყო გათვლილი.
• დენდერას ზოდიაქო (ძვ.წ. I ს.), ქვიშაქვის უნიკალური ბარელიეფი, ღამის ცას ასახავდა პლანეტებით, 12 ნიშნით და უამრავი თანავარსკვლავედით.
ამ გამოსახულებებზე ხელი მხოლოდ ქურუმებს და ფარაონს მიუწვდებოდათ — თითქოს ვარსკვლავების საიდუმლო ენას მხოლოდ ისინი ფლობდნენ.
🌍 ასტროლოგია როგორც უნივერსალური ენა
დასავლური, ჩინური და ვედური ტრადიციები განსხვავდებოდა, მაგრამ მიზანი ერთი იყო — ციური წესრიგის ადამიანურ ცხოვრებასთან დაკავშირება. ხელოვნება აქ ხდებოდა ხიდი კოსმოსსა და მიწას შორის.
________________________________________
👉 როგორ ფიქრობ, დღეს რომ კვლავ ფართოდ გამოვიყენოთ ასტროლოგიური სიმბოლიკა ხელოვნებაში, იგივე მაგიური შთაგონება ექნება როგორც ძველ დროს ? ✨
„ხელოვნება, ისტორია და ასტროლოგია გვახსენებს — ადამიანი ყოველთვის ცას უკავშირდებოდა. შენც ხომ რ გინდა შენი ციური გზამკვლევი იპოვო? 🌟
👉 დაჯავშნე შენი კონსულტაცია.“
ასტროლოგ ქეთი ვაწაძესთან პირადი ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერე ინბოქსში ან დარეკე ნომერზე 593206071

________________________________________
🔖 ჰეშთეგები:
#ასტროლოგია #ხელოვნება #ზოდიაქო #ვარსკვლავები #ისტორია #ეგვიპტე #ლასკო #დენდერა #კოსმოსი #შთაგონება

🌟 დილის ყავა და ზოდიაქოს ნიშნები ☕✨ყავა და ასტროლოგია – არსებობს რამე ამაზე  იდეალური დილას დასაწყებად? 😍აღმოაჩინე, როგო...
20/09/2025

🌟 დილის ყავა და ზოდიაქოს ნიშნები ☕✨

ყავა და ასტროლოგია – არსებობს რამე ამაზე იდეალური დილას დასაწყებად? 😍
აღმოაჩინე, როგორ უკვეთავ და რომელი ყავა შეესაბამება შენს ხასიათს.

♈ ვერძი

👉 „ყველაზე ძლიერი და სწრაფად მოქმედი! დალევამდე უნდა ვიგრძნო, რომ გამაღვიძებს!“
☕ვერძის ყავა: ძლიერი ესპრესო, ენერგიის აფეთქება დილის დასაწყისისთვის.💫

♉ კურო

👉 „დიდი, სქელი ქაფით, შოკოლადის ფანტელებით და რამე ნამცხვარიც გვერდით, თუ შეიძლება…“
☕კუროს ყავა: კაპუჩინო შოკოლადით – კომფორტი და სიამოვნება ერთ ფინჯანში.💫

♊ ტყუპები

👉 „აუ, ესპრესო?... თუ ჯერ ლატე? actually კაპუჩინო მინდა… არა, მოდი იყოს კაპუჩინო ნაყინით… ყველა მინდა!“
☕ტყუპის ყავა: ყველაფერი ერთდროულად – ლატე, მაჩა, ფლეთ უაითი, რაც შეიძლება მრავალფეროვანი.💫

♋ კირჩხიბი

👉 „თბილი, რბილი, ფუმფულა… ისეთი, რომ გული დამილბოს.“
☕ კირჩხიბის ყავა: ნაზი ლატე რძის ქაფით, სითბო და სულიერი სიმშვიდე.💫

♌ ლომი

👉 „ყველაზე დიდ და განსხვავებულად ლამაზ ჭიქაში! და ზემოდან ჩემი სახელი ოქროს ასოებით დაწერე.“
☕ლომის ყავა: ხავერდოვანი ფრაპუჩინო – დიდებულ და თვალისმომჭრელ ჭიქაში.

♍ ქალწული

👉 „შაქრის გარეშე, ზუსტად 63 გრადუსზე, და აუცილებლად ორჯერ გაწურული ყავა. იიიმ.. ჭიქებს რამდენ გრადუსზე რეცხავთ?“
☕ქალწულის ყავა: ზუსტი დოზით მოხარშული შავი ყავა – დეტალების გარეშე. არაფერი.💫

♎ სასწორი

👉 „აუ, ლატე თუ მაჩა? დამეხმარე არჩევაში, თორემ მე ვერ გადავწყვეტ.“
☕ სასწორის ყავა: იდეალურად დაბალანსებული კაპუჩინო, ცოტაოდენი დარიჩინით.

♏ მორიელი

👉 „შავი. ძლიერი. სიჩუმით.“
☕ მორიელის ყავა: სუფთა შავი ამერიკანო – ინტენსიური და დაფარული ემოციებით.💫

♐ მშვილდოსანი

👉 „რაც უფრო ეგზოტიკური, მით უკეთესი – ინდიელი ბაბუას რეცეპტით, ქოქოსის რძით და დარიჩინით!“
☕მშვილდოსნის ყავა: კურიოზული სუნელებით, მოგზაურობის გემოთი.💫

♑ თხის რქა

👉 „მოკლედ და პირდაპირ: შავი ყავა. სამმაგი. სწრაფად.“
☕ თხის რქის ყავა: სამმაგი ესპრესო – საქმიანი დილისთვის აუცილებელი.💫

♒ მერწყული

👉 „აგირევიათ ოდესმე კოფეინიანი და უკოფეინო? ოდნავ მარილით? არა? მოდი მე ვცდი.“
☕ მერწყულის ყავა: ექსპერიმენტული ლატე მარილით – განსხვავებული და მოულოდნელი. 💫

♓ თევზები

👉 „დამალული ინგრედიენტებით, რომ სხვაგან გადავფრინდე.
☕ თევზის ყავა: ვანილის მაჩა ლატე – ოცნებების და ფანტაზიის ფინჯანი. 🌌

❓სწორად ამოგიცანით? ❓შენ როგორ უკვეთავ ყავს?
❓გინდა იცოდე უფრო ზუსტად, რომელი ყავა შეგეფერებ?

🔭ასტროლოგ ქეთი ვაწაძესთან პირადი ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერე ინბოქსში ან დარეკე ნომერზე 593206071🔮

#ასტროლოგია #ზოდიაქო #ჰოროსკოპი #ზოდიაქოსნიშნები #ყავა #დილისყავა
#დღისჰოროსკოპი #ფავორიტიყავა #რომელიყავაჰო #ჩემიზოდიაქო #დილისენერგია #გულისყავა

🔮   20 სექტემბერი✅ დღის მთავარი რჩევა: ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებ, იყოს გულწრფელი და ბუნებრივი – ასე შედეგი ბევრად ძლ...
19/09/2025

🔮 20 სექტემბერი

✅ დღის მთავარი რჩევა: ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებ, იყოს გულწრფელი და ბუნებრივი – ასე შედეგი ბევრად ძლიერი და ხანგრძლივი იქნება.

♈ ვერძი
💖 სიყვარული: დღეს გულახდილობა უფრო მეტს მოგიტანს, ვიდრე სიტყვებით თამაში.
💰 ფინანსები: ფრთხილად იყავი ინვესტიციებში – ყურადღება დეტალებს მიაქციე.
💼 კარიერა: შენი აქტიურობა გუნდის წამყვან ფიგურად გამოგაჩენს.
🩺 ჯანმრთელობა: ენერგია საკმარისია – გამოიყენე მოძრაობისთვის.

♉ კურო
💖 სიყვარული: ოჯახური სითბო დღეს ყველაზე ძვირფას ემოციას გაჩუქებს.
💰 ფინანსები: მცირე შემოსავალი ან საჩუქარი მოსალოდნელია.
💼 კარიერა: მოთმინება დაგეხმარება კონფლიქტების თავიდან აცილებაში.
🩺 ჯანმრთელობა: წყლის ბალანსის დაცვა დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

♊ ტყუპები
💖 სიყვარული: მოულოდნელი საუბარი პარტნიორთან ახალ თემებს გაგიხსნის.
💰 ფინანსები: გაუფრთხილდი ხარჯვას – ყველაფერი საჭირო არაა.
💼 კარიერა: ახალი იდეა კოლეგების ყურადღებას მიიპყრობს.
🩺 ჯანმრთელობა: სიარული სუფთა ჰაერზე დაგეხმარება ფიქრების დალაგებაში.

♋ კირჩხიბი
💖 სიყვარული: გულწრფელი ემოცია ურთიერთობას სიღრმეს შემატებს.
💰 ფინანსები: თანხის დაგროვების კარგი შესაძლებლობა გექნება.
💼 კარიერა: შენი ერთგულება ხელმძღვანელობის ნდობას გააძლიერებს.
🩺 ჯანმრთელობა: მეტი ძილი და დასვენება აუცილებელია.

♌ ლომი
💖 სიყვარული: შენი ხიბლი და ენერგია დღეს განსაკუთრებულად იზიდავს ადამიანებს.
💰 ფინანსები: ახალი შესაძლებლობა შეიძლება სრულიად მოულოდნელად გამოჩნდეს.
💼 კარიერა: თამამი იდეები კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
🩺 ჯანმრთელობა: სპორტი ან ცეკვა სტრესის მოხსნაში დაგეხმარება.

♍ ქალწული
💖 სიყვარული: გააზრებული და მშვიდი საუბარი ურთიერთობას დაამყარებს.
💰 ფინანსები: ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა შენს სტაბილურობას განამტკიცებს.
💼 კარიერა: დეტალებზე კონცენტრაცია შენს ძლიერ მხარედ იქცევა.
🩺 ჯანმრთელობა: სუნთქვითი ვარჯიში დაგეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში.

♎ სასწორი
💖 სიყვარული: დღეს პარტნიორთან ურთიერთობაში მეტი მსუბუქობა და სითბო მოვა.
💰 ფინანსები: მცირე ხარჯი აუცილებელი იქნება, მაგრამ სასარგებლო.
💼 კარიერა: ახალი კონტაქტები მომავალში დაგეხმარება.
🩺 ჯანმრთელობა: იპოვე ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის.

♏ მორიელი
💖 სიყვარული: ღრმა საუბარი ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს.
💰 ფინანსები: დაზოგვა და გეგმაზომიერება საუკეთესო სტრატეგიაა.
💼 კარიერა: შენი სიღრმისეული ხედვა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება.
🩺 ჯანმრთელობა: ემოციური განტვირთვა აუცილებელია – ივარჯიშე ან გაისეირნე.

♐ მშვილდოსანი
💖 სიყვარული: ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი შეხვედრა რომანტიკას შემოიტანს.
💰 ფინანსები: გაუფრთხილდი დანაზოგს – დღეს გონივრული სიფრთხილეა საჭირო.
💼 კარიერა: თამამი იდეების გაზიარება კარიერულ გზას გაგიხსნის.
🩺 ჯანმრთელობა: აქტივობა ბუნებაში ენერგიას შეგინარჩუნებს.

♑ თხის რქა
💖 სიყვარული: გულწრფელობა და სტაბილურობა ურთიერთობას გააძლიერებს.
💰 ფინანსები: გონივრული ინვესტიცია მომავალში მოგებას მოგიტანს.
💼 კარიერა: შენი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა წარმატებას განაპირობებს.
🩺 ჯანმრთელობა: აუცილებელია საკმარისი ძილი.

♒ მერწყული
💖 სიყვარული: მოულოდნელი ემოცია ურთიერთობაში სიახლეს შემოიტანს.
💰 ფინანსები: ახალი შემოსავლის წყარო შეიძლება გამოჩნდეს.
💼 კარიერა: კრეატიული იდეები ლიდერობის პოზიციას შეგინარჩუნებს.
🩺 ჯანმრთელობა: განტვირთვა და მედიტაცია დაგეხმარება ბალანსში.

♓ თევზები
💖 სიყვარული: ემოციური სიახლოვე დღეს ყველაზე ღირებული იქნება.
💰 ფინანსები: ფრთხილი დამოკიდებულება ფინანსებზე აუცილებელია.
💼 კარიერა: შემოქმედებითი ენერგია ახალ წარმატებებს მოგიტანს.
🩺 ჯანმრთელობა: დაისვენე და ენერგია აღადგინე.

🌟 გახსოვდეს: პროგნოზი ზოგად ხასიათს ატარებს და მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნების საერთო მახასიათებლებს ეფუძნება. პირადი ინფორმაცია მხოლოდ ინდივიდუალური ასტროლოგიური რუკის საფუძველზე შეიძლება გაიგო.
🔭ასტროლოგ ქეთი ვაწაძესთან პირადი ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერე ინბოქსში ან დარეკე ნომერზე 593206071🔮

🎨🌌 ასტროლოგია და ხელოვნება — ვარსკვლავების ენა სულიერი შთაგონებისთვის   ( ნაწილი 1️⃣  )ასტროლოგია ყოველთვის იყო არა მხოლ...
19/09/2025

🎨🌌 ასტროლოგია და ხელოვნება — ვარსკვლავების ენა სულიერი შთაგონებისთვის

( ნაწილი 1️⃣ )

ასტროლოგია ყოველთვის იყო არა მხოლოდ მეცნიერება და ფილოსოფია, არამედ ხელოვნების დიდი შთაგონების წყარო.
ციური ნიშნები, პლანეტების სიმბოლიკა და ზოდიაქოს სიბრძნე საუკუნეების განმავლობაში აღიბეჭდა ფერწერაში, არქიტექტურაში და ლიტერატურაშიც კი.

🌟 ფერწერა და ასტროლოგია

რენესანსის ეპოქაში მხატვრები ხშირად იყენებდნენ ასტროლოგიურ სიმბოლოებს. მაგალითად:

ციური სფერული რუკები შუასაუკუნეების მანუსკრიპტებში,

ზოდიაქოს სიმბოლოები ევროპულ ტაძრებსა და პალაცოებში,

პლანეტების ალეგორიები ბოტიჩელისა და მიქელანჯელოს ნამუშევრებში.

🏛️ არქიტექტურა ვარსკვლავების ქვეშ

ზოდიაქოს ნიშნები და პლანეტარული სიმბოლიკა ამკობდა:

გოთიკურ ტაძრებს,

ასტრონომიულ საათებს (მაგალითად, პრაღის ცნობილ ასტრონომიულ საათს),

შუა საუკუნეების უნივერსიტეტების დარბაზებს, სადაც ცოდნა „ციური წესრიგის“ ნაწილი იყო.

📖 ლიტერატურა და ზოდიაქო

ასტროლოგიის გავლენა შესამჩნევია:

დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“,

შექსპირის ტრაგედიებში, სადაც ვარსკვლავები ხშირად ბედის სიმბოლოდ გვევლინება,

აღმოსავლურ პოეზიაში, სადაც მთვარე და პლანეტები სიყვარულის და სიბრძნის მეტაფორებად იქცა.

✨ ასტროლოგია ხელოვნებაში იყო ხიდი მიწასა და ცას შორის, ადამიანის სურვილი, დაენახა საკუთარი თავი კოსმოსის დიდ სურათში.

👉 როგორ ფიქრობ, რომელი ხელოვნების დარგი უკეთესად გამოხატავს ვარსკვლავების მაგიას — ფერწერა, არქიტექტურა თუ ლიტერატურა? 💫

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when Astrologia.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Astrologia.ge:

  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share

Our Story

Astrologia.ge პირველი ასტრო-ეზოთერული ინტერნეტ-ჟურნალია საქართველოში, რომელიც ფონდმა "აჰუაჰუ - კულტურის განვითარებისთვის" 2011 წელს ჩაუშვა, ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე არსებული ეზოთერული, ასტროლოგიური, ოკულტური ცოდნისა და ქართული მითოლოგიის პოპულარული ენით საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით. პირადი ასტროლოგიური რუკის შესადგენად მოგვწერეთ ინბოქსში ან ელ.ფოსტაზე: piradihoroskopi@astrologia ge