იმერვიზია

  • Home
  • იმერვიზია

იმერვიზია სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია

28/07/2025

,,პოეზია ჩემი გზაა, ჩემი განაჩენია"- აკაკი გაბრიჭიძის პოეზიის საღამო კულტურის ცენტრში 📜

25/07/2025

შეხვედრა ავტორთან- სალომე ტაბატაძის წიგნის პრეზენტაცია კულტურის ცენტრში ⬇️

პედიატრის ასმათ კიკნაველიძის 5 რჩევა მშობლებს:
22/07/2025

პედიატრის ასმათ კიკნაველიძის 5 რჩევა მშობლებს:

როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში?
,,საჩხერის სამედიცინო ცენტრის" პედიატრის
ასმათ კიკნაველიძის 5 რეკომენდაცია მშობლებს:
1. არ დაელოდოთ, ვიდრე თვითონ მოითხოვენ სითხეს, მიაწოდეთ თქვენი ინიციატივით, სასურველია ოთახის ტემპერატურის წყალი.
რეკომენდებული დღიური რაოდენობა:
1-3 წლის ასაკში - დაახლოებით 1 ლიტრი
4-8 წლის ასაკში - 1.2-1.5 ლიტრი
9-13 წლის ასაკში -1.6-2 ლიტრი
2. ჩააცვით ბავშვს ღია ფერის, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი (როგორიცაა ბამბა ან სელი), რომელიც არ იწვევს ორგანიზმის გადახურებას და ხელს უწყობს სასურველ თერმორეგულაციას.
3. არ გაიყვანოთ ბავშვი სასეირნოდ 11:00–17:00 საათამდე. ფიზიკური აქტივობა დაგეგმეთ დილით ან გვიან საღამოს.
თუ ბავშვს აქვს უმადობა, უჩივის თავბრუსხვევას, სისუსტეს ან გაღიზიანებულია, შესაძლოა ეს იყოს ორგანიზმის გადახურების ნიშნები. ასეთ დროს გადაიყვანეთ გრილ ადგილას, მიეცით წყალი და დააკვირდით მდგომარეობას.
მოძრაობა აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სიცხეში თამაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ეცადეთ, ბავშვი იყოს ჩრდილში ან გრილ, კარგად განიავებულ სივრცეში. ასე თავიდან ავიცილებთ გადახურებისა და გაუწყლოების რისკს.
4. ჰაერის კონდიცირებისას ბავშვს არ უნდა მოხვდეს ცივი ჰაერი პირდაპირ სხეულზე, განსაკუთრებით თავზე და გულ-მკერდზე.
ოთახი არ უნდა გაცივდეს ზედმეტად, იდეალურია 24–26 გრადუსი. კონდიცირებული ოთახი დღეში რამდენჯერმე გაანიავეთ.
ნუ შეიყვანთ ოფლიან ბავშვს პირდაპირ გრილ ოთახში. გაამშრალეთ, გამოუცვალეთ ტანსაცმელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ კონდიცირებულ სივრცეში.
5. თუ იყენებთ ჰაერის ვენტილატორს, არ მიმართოთ ჰაერის ნაკადი პირდაპირ ბავშვისკენ. ჰაერი უნდა მოძრაობდეს ოთახში, მაგრამ არ უნდა უბერავდეს ბავშვს პირდაპირ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძილის დროს.
მშობლების ყოველდღიური ყურადღება და სიფრთხილე სიცხის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მარტივი და სწორი ნაბიჯებით შესაძლებელია სერიოზული გართულებების თავიდან აცილება და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვა მთელი ზაფხულის განმავლობაში.

16/07/2025
15/07/2025

ახალი სიცოცხლის დაბადება უმთავრესი მოვლენაა ოჯახისთვის, თუმცა მასთან ერთად მოდის პასუხისმგებლობები, ცვლილებები, ახალი როლი და რეალობა. როგორ უნდა იქცეს ოჯახი მხარდაჭერის სივრცედ? როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, რომ დედის ყოველდღიური დაძაბული რუტინა რეალური თანადგომით შეამსუბუქონ?

15/07/2025

რომელია თქვენი ფავორიტი გუნდი? ⚽️
სტარტი აიღო ტურნირმა მინი ფეხბურთში, ,,ჭიათურის მერიის თასი-2025''. ერთმანეთს ჭიათურის სხვადასხვა ორგანიზაციისა და სამსახურის გუნდები ეჯიბრებიან

12/07/2025

სოფელ ქვაციხეში ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის ბესო ჟღენტის დაბადებიდან 122 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიება ერთგვარი ხიდია თაობებს შორის და პატივისცემის გამოხატვა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თავისი ცხოვრება ქართული ლიტერატურის კვლევასა და შეფასებას მიუძღვნა.
დაწესდება სახალხო დღესასწაული ,,ბესოობა" და ბესო ჟღენტის სახელობის ლიტერატურული პრემია. ეს იქნება ტრადიცია, რომელიც მომავალში ახალგაზრდა ავტორების აღმოჩენას და წახალისებას შეუწყობს ხელს📖

11/07/2025

ჭიათურის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგ კესო ჭიღლაძის მოსწავლეების და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ კონცერტს. ახალგაზრდა შემსრულებლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, სცენაზე პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად შეესრულებინათ მუსიკალური ნაწარმოებები. ეს მათთვის იყო განსაკუთრებული და დაუვიწყარი შემოქმედებითი გამოცდილება.🎹🎼

11/07/2025

საზოგადოებაში არსებობს ტრადიციული წარმოდგენა, რომ ოჯახის ხელმძღვანელობა სქესზეა დამოკიდებული. თუმცა იცვლება დრო, ვითარდება ურთიერთობები და ჩნდება კითხვა: რით განისაზღვრება ლიდერობა ოჯახში? სქესით, პასუხისმგებლობით თუ რეალური შესაძლებლობებით?
ოჯახის უფროსი აუცილებლად კაცი უნდა იყოს, თუ ის, ვინც ოჯახს რეალურად წინ წაიყვანს?
შეიძლება თუ არა, რომ ოჯახი ან ნებისმიერი სხვა გუნდი წარმატებით აღწევდეს მიზნებს შეთანხმებით, ლიდერის გარეშე?
რას ნიშნავს ლიდერობა? ძალაუფლება, გამოცდილება, გონიერება თუ უბრალოდ პასუხისმგებლობის აღება?
იმერვიზიის გამოკითხვა⬇️

09/07/2025

🎼საჩხერეში კონკურს-ფესტივალი ,,აქ დაიბადა სულიკო“ გაიმართა. ფესტივალი აკაკი წერეთლის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს მიეძღვნა. ადგილობრივ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ კონკურსანტებს, ფესტივალზე მგოსნის ლექსებზე შექმნილი სიმღერები ჰქონდათ წარმოდგენილი.

09/07/2025

☀️ცხელი ზაფხულის გატარებას თქვენ სად აპირებთ ?

Address


Telephone

+995479256111

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იმერვიზია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to იმერვიზია:

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share

ტელეკომპანია ,,იმერვიზია’’ - რაც გაინტერესებს და გეხება.

ვებ-გვერდი: www.imervizia.tv Facebook: www.facebook.com/imervizia YouTube: www.youtube.com/user/imervizia04