Royal Channel - Quality Channel

  • Home
  • Royal Channel - Quality Channel

Royal Channel - Quality Channel ტელეკომპანია "სამეფო არხი - ხარისხის არხი" - პირდაპირი ეთერი: https://www.youtube.com/watch?v=eGL_42DYn-M

პირველი ქართული სამაუწყებლო კომპანია, რომელიც შეიქმნა არა მარტო ხარისხის პრომოუშენისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. არმედ შემეცნების, სამყაროს არსის და სამყაროში ადამიანის დანიშნულების წარმოჩენის მიზნით. The first Georgian broadcasting company which is launched for promotion of quality and protection of consumers rights.

Первая Грузинская телекомпания, которая запускается на содействие повышению качества и защиты прав потребителей.

https://monkgabriel.ge/geo/index.htmგილოცავთ წმინდა ღირსი, აღმსარებელი და სალოსი ბერი გაბრიელის დაბადების დღეს!
25/08/2024

https://monkgabriel.ge/geo/index.htm
გილოცავთ წმინდა ღირსი, აღმსარებელი და სალოსი ბერი გაბრიელის დაბადების დღეს!

წმინდა მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი | არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) | მამა გაბრიელის სახელთან უპირველე...

04/05/2024

ცეცხლის გარდამოსვლის პირდაპირი ტრანსლაცია იერუსალიმიდან.

ეს სურათი წმინდა გაბრიელ ბერის ხელით აშენებული ტაძრის კედლის ფრაგმენტია. მივმართავ იმათ, ვისაც სარწმუნოება არაპირველადი,...
22/04/2024

ეს სურათი წმინდა გაბრიელ ბერის ხელით აშენებული ტაძრის კედლის ფრაგმენტია.

მივმართავ იმათ, ვისაც სარწმუნოება არაპირველადი, ან მეორეხარისხოვანი ჰგონია და ა.შ.,

აბა ვინ მიხვდება რა ხდება აქ და რატომ წერია უფლის სადიდებელი ამგვარად?

14/03/2024

პარაკლის გადახდილი, საღამო ხანს კელიაში, ლოცულობდა წმინდა ბერი,
მუხლმოდრეკით, ღვთისმშობელთან ღირსი მამა გაბრიელი:
„გულმხურვალედ გევედრები, შენ გელტვის ერი, ბერი,
გაამრავლე, დედავ ღვთისავ, მეოხებით, ჩვენი ერი“!

უცებ რაღაც ხმა გაისმა, აციმციმდა ლამპის შუქი
ჭაბუკები შემოვიდნენ, გაანათეს მყისვე ბნელში
გაიოცა გაბრიელმა, ჩაცმულობა - მხედრულ-მუქი
მკაცრი სახით ხელი ჰკიდეს, გაიყვანეს მინდორ-ველში.

იქვე იდგა უჯვრო სახლი თეთრი, შიგნიდან კი ბნელი,
შიგ ჩაკეტეს, სიბნელისგან მიიტანა თვალთან ხელი
სიმყრალეა და რას ხედავს ჭერში მოჩანს მცირე ხვრელი
და იქიდან მოცვიოდა უშობელთა ფეხი-ხელი
შეძრწუნდა და კარს აეკრო ფეხის წვერზე მდგარი ბერი.

ხმა მოესმა: - „მობრძანდება, ცის და ქვეყნის წმინდა მცველი“
დედამ ღვთისამ მოისურვა - „მომიყვანეთ გაბრიელი“
ჭაბუკებმა მიიყვანეს - მუხლმოდრეკით დასვეს ფერხთით
თავდახრილნი ანგელოზნი სევდიანნი იდგნენ გვერდით. . .
დაითრგუნა და ატირდა შეწყალების თხოვნით, ხვეწნით,

და შეხედა დედა ღვთისამ მრისხანებით, მკაცრი მზერით,
შემდეგ უთხრა, თან სახლისკენ გაიშვირა თვისი ხელი:
„ამისათვის მევედრები? ასე გამრავლდება ერი“?
მეტი აღარ გააგრძელა, ბრძანა: „დააბრუნეთ ბერი“.

ეს ბრძანა და მიტრიალდა წმინდა დედა ღვთისმშობელი,
ჭაბუკებმა ამის შემდეგ დააბრუნეს გაბრიელი,
და იმ დღიდან წლობით თხოვდა დედებს ბერი ფეხშიშველი:
გევედრებით - ნუ კლავთ ჩვილებს, ნუ გაქვთ სისხლში თქვენი ხელი,
მძიმე ცოდვას იდებთ ამით, სულს იმძიმებთ, ვერ გიშველით . . .
ასე თხოვდა ყველა დედას ღირსი მამა გაბრიელი -
„გაგვიწყრება, მიგვატოვებს ჩვენი დედა ღვთისმშობელი“!!!

თამთა წუწუნავა, გიორგი ასათიანი

25/01/2024

,,ჩვენ რა უნდა ვქნათ და ჩვენს თავს უნდა ვებრძოლოთ!..
როცა ქართველი მართლმადიდებლობაში მტკიცედ იდგება, როცა მთელი მისი ცხოვრება ღმერთისაკენ იქნება მიმართული, ვინ რა უნდა დაგვაკლოს?
ძალიან ბევრი გადამთიელი ,,გაგვიქართველდა" ქართული გვარებითა და სახელებით დაიჯგიმებიან.
ჰოდა, ღმერთი გვეხმარება იმის გარჩევაში, ვინ არის ქართველი და ვინ არა!..
ისე საფრთხე სხვებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ საკუთარ თავში.
ჩვენი საფრთხე ის არის, რომ ჩვენ თვითონ ვერა ვართ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები!..
არ გეწყინოთ,
თქვენც,
ვინც აქ დგახართ,
არც თქვენ არა ხართ მართლმადიდებელნი!..
მართლმადიდებლობა პარტიის წევრობა კი არ არის, რომ გაეცნო წესდებას და იხადო საწევრო.
მართლმადიდებლობა - ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი ცხოვრების წესი.
ეს არის სიცოცხლე ღმერთში.
ღმერთთან ურთიერთობის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა!
ეს არის ყოველდღიური ცხოვრება, რომელსაც დიდი გაფრთხილება,
ზრუნვა,
მონდომება,
სრულყოფა და მეცადინეობა სჭირდება.
მართლმადიდებლობა, ეს სისავსეა და ამიტომ მართლმადიდებელი ვერ გახდები მხოლოდ ერთი ნიშნით.
მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ გულის,ან გონების.
სანახევროდ მართლმადიდებლობა ისე არ არის ცოცხალი, როგორც ხორცი არ არის ცოცხალი სულის გარეშე!
მართლმადიდებლობა არის ღმერთის მართალი, ჭეშმარიტი დიდება.
როგორ გგონიათ, ისინი, ვინც დღეს არამართლმადიდებლები არიან, ყველანი ბოროტები იყვნენ?!
არა, ბაბუა;
ბევრი ერი სხვაგან იმიტომ გადავიდა, რომ მართლმადიდებლობა ძალიან მძიმე და ძნელი აღსასრულებელია.
ძნელია, ბაბუა, ძნელი!!!
მხოლოდ მართლმადიდებლებს დევნის ასე სასტიკად ბოროტი.
თუ სიძნელეს, ტკივილს, მწუხარებას არ გრძნობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ პირჯვარს იწერ მარჯვნიდან მარცხნივ და მეტი რამე საერთო არა გაქვს ჭეშმარიტებასთან.
მართლმადიდებლობა არ არის რაიმე კანონის,
ან წესის,
ან რიტუალების ერთობლიობა.
ყოველივე ეს ადამიანს ისე შეუძლია აღასრულოს, რომ რაიმე საერთო არ ჰქონდეს მასთან...
,,მართლმადიდებლობა არის სულის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანს არ შეუძლია ღმერთის გარეშე.
არ შეუძლია ღმერთის დაკარგვა და ღალატი."
მართლმადიდებელს სტკივა სული და გული, როცა ხედავს უსამართლობას, ღმერთან ორგულობას, როცა ხედავს დაჩაგრულს, გაჭირვებულს, ავადმყოფს, როცა ხედავს უწესრიგობას, სიყალბეს, ქვეყნის გაჩანაგებას...
უკანონოდ მოჭრილ ხეებს, დანგრეულ ქუჩებს, ყაჩაღობას და კიდევ ბევრ უმსგავსოებასა და უღმერთობას!...

ანზორ საკანდელიძის ხსოვნისთვის...
21/01/2024

ანზორ საკანდელიძის ხსოვნისთვის...

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when Royal Channel - Quality Channel posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Royal Channel - Quality Channel:

  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share

Our Story

პირველი ქართული სამაუწყებლო კომპანია, რომელიც შეიქმნა არა მარტო ხარისხის პრომოუშენისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, არამედ საქართველოში მირონცხებული სამეფო დინასტიის მმართველობის აღდგენის, შემეცნების, სამყაროს არსის და სამყაროში ადამიანის დანიშნულების წარმოჩენის მიზნით. The first Georgian broadcasting company which is launched for promotion of Royalty, Quality and protection of consumers rights. Первая Грузинская телекомпания, которая запускается на содействие Королевского правления, повышению качества и защиты прав потребителей.