გამომცემლობა ალეფი - Aleph Publishing

  • Home
  • გამომცემლობა ალეფი - Aleph Publishing

გამომცემლობა ალეფი - Aleph Publishing Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გამომცემლობა ალეფი - Aleph Publishing, Publisher, .

გამომცემლობა ალეფის კატალოგი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
27/05/2024

გამომცემლობა ალეფის კატალოგი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

Read catalogue 2024 by Beka Samukashvili on Issuu and browse thousands of other publications on our platform. Start here!

16/06/2023

ჟან-პოლ სარტრის და მირჩა ელიადეს წიგნების შეძენა უკვე შესაძლებელია წიგნის შემდეგ მაღაზიებში:

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა - Bookshop Santa Esperanza
Laterna books
Biblusi
ილიაუნის წიგნის სახლი "ლიგამუსი" / Book House "Ligamus"
@ლიბრა LIBRA

ხათუნა თავდგირიძის წიგნი ,,ტრიქსტერი და სიმულაკრი. ოთხი ესეი პოლიტიკურ მითოლოგიაზე“ - ესეისტურ ჟანრში დაწერილი ინტერდისც...
13/05/2023

ხათუნა თავდგირიძის წიგნი ,,ტრიქსტერი და სიმულაკრი. ოთხი ესეი პოლიტიკურ მითოლოგიაზე“ - ესეისტურ ჟანრში დაწერილი ინტერდისციპლინური აკადემიური წიგნია, რომელშიც პირველად ქართულ სინამდვილეში მეცნიერულად არის გაანალიზებული უძველესი მითოლოგიების არქეტიპული სახე-ხატების ტრანსფორმაციები თანამედროვე სამყაროში.
წიგნი არის ინტერდისციპლინური და განკუთვნილია მითოლოგიით, პოლიტიკური მეცნიერებებით, ფილოსოფიით, სოციოლოგიით, ფსიქოლოგიით და ა.შ. დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.

წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია:

Biblusi
Laterna books
ილიაუნის წიგნის სახლი "ლიგამუსი" / Book House "Ligamus"
წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა - Bookshop Santa Esperanza

მალე ჟან-პოლ სარტრის „თავისუფლების გზები I: გონიერების ასაკი" პირველად ქართულ ენაზე.ფრანგულიდან თარგმნა: თინათინ ღარიბაშ...
11/05/2023

მალე ჟან-პოლ სარტრის „თავისუფლების გზები I: გონიერების ასაკი" პირველად ქართულ ენაზე.

ფრანგულიდან თარგმნა: თინათინ ღარიბაშვილმა
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
ყდის დიზაინი: მარიამ ჭკადუა
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

რომანების ციკლი „თავისუფლების გზები“ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ჟან-პოლ სარტრის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს ციკლი სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ერთ-ერთ მთავარ თემას - თავისუფლებას - მოიცავს. „გონიერების ასაკი“ ამ დაუსრულებელი ტეტრალოგიის პირველი ნაწილია. რომანში მოქმედება მიმდინარეობს 1930-ანი წლების ბოლოს პარიზში. მასში აღწერილია ფილოსოფიის პროფესორ მატიეს ცხოვრების 3 დღე. „გონიერების ასაკი“ არის სარტრის მხატვრული გამოკვლევა იმის შესახებ, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თავისუფლება, ის დაბადებიდანვე დამახასიათებელია ადამიანისთვის. ეს რომანი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ესმის სარტრს აბსოლუტური თავისუფლება.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

მალე მირჩა ელიადეს "ინიციაცია, რიტუალები, საიდუმლო საზოგადოებები" პირველად ქართულ ენაზე.ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძ...
11/05/2023

მალე მირჩა ელიადეს "ინიციაცია, რიტუალები, საიდუმლო საზოგადოებები" პირველად ქართულ ენაზე.
ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
სამეცნიერო რედაქტორი: ხათუნა თავდგირიძე
წინასიტყვაობის ავტორი: ხათუნა თავდგირიძე
ყდის დიზაინი: მარიამ ჭკადუა
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

ინიციაციები - საკაცობრიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ფენომენი, რაზეც ეს წიგნი მოგვითხრობს, ისეთივე ძველია როგორც თავად კაცობრიობა. აქაც, ისევე როგორც დანარჩენ ნაშრომებში, სახელგანთქმული რელიგიათმცოდნე და ანთროპოლოგი მირჩა ელიადე გვთავაზობს არქაულ კულტურებსა და მაღალ ცივილიზაციებში დაცული ინიციაციებისა და მასთან დაკავშირებული რიტუალების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების წარმოჩენის ფართო ჰორიზონტს და მისთვის დამახასიათებელ ძალიან ღრმა, კომპარატივისტულ, ინტერპრეტაციულ ანალიზს. ,,ზოგადად ინიციაციაში იგულისხმება რიტუალებისა და ზეპირი მითითებების ერთობლიობა,“ - წერს ელიადე, - ,,რომლის მიზანი ინიციაციის ობიექტის რელიგიური და სოციალური სტატუსის რადიკალური ცვლილება გახლავთ. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ინიციაცია ეგზისტენციალური რეჟიმის ონტოლოგიურ ცვლილებას უტოლდება. ამ განსაცდელების ბოლოს ნეოფიტს სრულიად განსხვავებული არსებობა აქვს, ვიდრე დასაწყისში ჰქონდა: იგი სხვა გახდა.“ ახლად განდობილი რომელმაც შეიცნო მისტერიები, არის ,,ის ვინც იცის“. მას ერთსა და იმავე დროს გაუცხადდა სამი უმნიშვნელოვანესი ფენომენი: საკრალური, სიკვდილი და სექსუალობა - წერს ელიადე.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

მალე მირჩა ელიადეს "მეფისტოფელი და ანდროგინი" პირველად ქართულ ენაზე.ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემრედაქტორი: ელზა ახ...
11/05/2023

მალე მირჩა ელიადეს "მეფისტოფელი და ანდროგინი" პირველად ქართულ ენაზე.
ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
სამეცნიერო რედაქტორი: ხათუნა თავდგირიძე
წინასიტყვაობის ავტორი: ხათუნა თავდგირიძე
ყდის დიზაინი: მარიამ ჭკადუა
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

„მეფისტოფელი და ანდროგინი” ელიადეს ერთ-ერთი
გამორჩეული წიგნია. მისი სათაური კი პირობითია. „მეფისტოფელი და ანდროგინი” – მხოლოდ ნაწილობრივ თუ მოიცავს წიგნში წარმოდგენილ რელიგიურ და მითოლოგიურ პრობლემათა ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროსა და ადგილას, მთლიანობაში კი, XX საუკუნის 50-ან წლებში დაიწერა. თუმცა, ანდროგინია, როგორც უნივერსალური მითორელიგიური ფენომენი, როგორც ადამიანის პიროვნული განვითარების მთავარი ღერძი და საყრდენი და ელიადეს თვალსაზრისით, „მომავალი კაცობრიობის” საბოლოო მიზანიც, – ამ წიგნის ფუნდამენტური კონცეპტია.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

ფრანც კაფკას დღიურების შეძენა უკვე შესაძლებელია წიგნის შემდეგ მაღაზიებში:Biblusi • ბიბლუსიLaterna booksწიგნის მაღაზია სა...
16/03/2023

ფრანც კაფკას დღიურების შეძენა უკვე შესაძლებელია წიგნის შემდეგ მაღაზიებში:

Biblusi • ბიბლუსი
Laterna books
წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა - Bookshop Santa Esperanza
ილიაუნის წიგნის სახლი "ლიგამუსი" / Book House "Ligamus"
@ლიბრა

მალე ფრანც კაფკას "დღიურები" პირველად ქართულ ენაზე.გერმანულიდან თარგმნა: რუსუდან ღვინეფაძემრედაქტორი: ელზა ახვლედიანიწინ...
11/02/2023

მალე ფრანც კაფკას "დღიურები" პირველად ქართულ ენაზე.
გერმანულიდან თარგმნა: რუსუდან ღვინეფაძემ
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
წინასიტყვაობის ავტორი: რეზო ზეინაბიშვილი
ყდის დიზაინი: მარიამ ჭკადუა
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

ფრანც კაფკას ცხოვრებაში დღიურის როლი განსაკუთრებულია. დღიურის წარმოება მან დაიწყო 1910 წელს (ყოველ შემთხვევაში, უფრო ადრინდელი ჩანაწერები არ არის შემორჩენილი) და მეტ-ნაკლები თანმიმდევრობითა და შუალედებით აწარმოებდა მას 1923 წლის შუამდე; ასე რომ, ჩანაწერები წყდება გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მისი მხატვრული ორეულების თვისებების გარდა დღიურებში ვხედავთ კაფკას ნამდვილ ხატს, როგორიც იყო ის ყოველდღიურობაში - ის ხომ თავისთვის წერდა დღიურებს, არა მკითხველისათვის. დღიური იყო მისთვის საკუთარი შინაგანი ცხოვრების ასახვის, საკუთარ თავსა და გარემოცვაში გარკვევის, მისთვის უცხო და მტრული სამყაროს გაგების ცდა.
დღიურებში ის თითქოს მიკროსკოპით აკვირდება საკუთარ აზრებს, სულის უფაქიზეს მოძრაობებს. ასეთი გამოწვლილვითი თვითდაკვირვებით ცდილობს, შეიცნოს საკუთარი თავი, სძლიოს თავს, შეეჩვიოს ჩვეულებრივ ცხოვრებას, „ყოველდღიურობის ნეტარებას“, რომელიც ერთსა და იმავე დროს მიმზიდველიცაა მისთვის და მიუწვდომელიც.

გამომცემლობა ალეფის კატალოგი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
19/05/2022

გამომცემლობა ალეფის კატალოგი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

Read catalogue - 2022 by Beka Samukashvili on Issuu and browse thousands of other publications on our platform. Start here!

მალე ვასილი როზანოვის "განმარტოებული" და "დაცვენილი ფოთლები" პირველად ქართულ ენაზე.რუსულიდან თარგმნა: რუსუდან ავალიშვილმ...
28/02/2022

მალე ვასილი როზანოვის "განმარტოებული" და "დაცვენილი ფოთლები" პირველად ქართულ ენაზე.

რუსულიდან თარგმნა: რუსუდან ავალიშვილმა
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
ყდის დიზაინი: მარიამ ჭკადუა
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

ვასილი როზანოვი – სახელგანთქმული რუსი რელიგიური მოაზროვნე, ლიტერატურული კრიტიკოსი, პუბლიცისტი და მწერალი, რომლის ნაშრომებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის რუსულ ლიტერატურაზე.
წიგნში წარმოდგენილი ნაწარმოებები როზანოვის შემოქმედების უკანასკნელ პერიოდს მიეკუთვნება. „განმარტოებული“ (1912) და „დაცვენილი ფოთლები“ (1913-1915) დღიურის ფორმის ფილოსოფიური პროზის თვალსაჩინო ნიმუშებია, რომელსაც ძნელად თუ მოეპოვება ბადალი მსოფლიო ლიტერატურაში. აქ ერთმანეთშია გადაჯაჭვული ავტორის ყოველდღიური ცხოვრების დეტალები, ფილოსოფიური განაზრებანი, რელიგიური იდეები და ლიტერატურული და კრიტიკული აზრები.

მალე ლევ ვიგოტსკის "აზროვნება და მეტყველება" პირველად ქართულ ენაზე.რუსულიდან თარგმნა: მარიამ მალანიამრედაქტორი: ელზ ახვლ...
28/02/2022

მალე ლევ ვიგოტსკის "აზროვნება და მეტყველება" პირველად ქართულ ენაზე.

რუსულიდან თარგმნა: მარიამ მალანიამ
რედაქტორი: ელზ ახვლედიანი
სამეცნიერო რედაქტორი: თინათინ ჭინჭარაული
ყდის დიზაინი: მარიამ ჭკადუა
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

ფსიქოლოგიისთვის, როგორც სამეცნიერო დისციპლინისათვის, გასული საუკუნე, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა. სწორედ ХХ საუკუნეში შეიქმნა არაერთი უმნიშვნელოვანესი ზოგადფსიქოლოგიური თეორია, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს არსებული წარმოდგენები და გაამდიდრეს ცოდნა ადამიანის ფსიქიკის შესახებ. ბევრი მათგანი კი აქტუალობას დღესაც ინარჩუნებს. ასეთი თეორიებიდან ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური სწორედ რუსული ფსიქოლოგიის კლასიკოსს ლევ ვიგოტსკის (1896-1934) ეკუთვნის.

„მეტყველება და აზროვნება“ იმ უამრავი თეორიული და ექსპერიმენტული მუშაობის შედეგია, რომელთაც ვიგოტსკიმ და მისმა კოლეგებმა არაერთი წელი მიუძღვნეს. ავტორი საკუთარი მეტათეორიული შეხედულებებისა და ემპირიული მონაცემების საფუძველზე ცდილობს უპასუხოს ფსიქოლოგიის მთავარ შეკითხვას (ლურიას მიხედვით): როგორი შესაბამისობაა სიტყვასა და აზრს შორის, როგორ ხდება ცნების ფორმირება, როგორია კონკრეტული და აბსტრაქტული აზროვნებათა ფსიქოლოგიური ბუნება

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა ალეფი - Aleph Publishing posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა ალეფი - Aleph Publishing:

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share