Natsatu News

Natsatu News საინფორმაციო სააგენტო სამეგრელო-ზემო სვანეთში.

25/10/2024
16/10/2024
13/10/2024
13/10/2024
29/09/2024

ძლიერი ქარია სამეგრელოში, რის გამოც მუნიციპალიტეტთა ნაწილს ამ წუთებშიც ელექტროენერგია არ მიეწოდება, ამასთანავე დაზიანებულია მუნიციპალური თუ მოქალაქეთა ინფრასტრუქტურა.

კერძოდ, წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, სოფელ ობუჯში ძლიერმა ქალმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

ქალაქ ზუგდიდის მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებში ხე წაიქცა, დაზიანდა მეხუთე სკოლის სტადიონი. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ასევე, ქალაქში აბონენტებს წყალმომარაგებაც შეუწყდათ. ამავე ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ქარმა მსგავსი სახის პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც, მუნიციპალიტეტის მერიამ ცხელი ხაზიც აამოქმედა.

ჯერჯერობით უცნობია რა ზარალი მიადგა რეგიონს.

13/09/2024
11/09/2024
26/07/2024
ნიაზ დიასამიძე ანაკლიაში 🔥დეტალურად : 📅12 ივლისს შემოუერთდით ქართული მუსიკის ამ დღესასწაულს.დიდი სიყვარულით ,,სიყვარულის...
10/07/2024

ნიაზ დიასამიძე ანაკლიაში 🔥

დეტალურად :

📅12 ივლისს შემოუერთდით ქართული მუსიკის ამ დღესასწაულს.

დიდი სიყვარულით ,,სიყვარულისთვის’’ შექმნილი მუსიკა წლებია თაობებს სულიერად ასაზრდოებს და გემოვნებას უყალიბებს, ნიაზ დიასამიძის შემოქმედება გამორჩეულია ქართული საკრავების ნაცნობი ჟღერადობითა და ფოლკ-როკის სინთეზით .

ნიაზ დიასამიძე, როგორც პოეტი,უნიკალურით ავლენს ხასიათსა და აზრებს თავის ტექსტებში .

33ა კი არის ბენდი , ქვეყნის ერთ-ერთმა საუკეთესო მუსიკოსებმა რომ მოიყარეს თავი. ნიაზისა და მათი ტანდემი მსმენელს ახალი კუთხიდან დაანახვებს ისეთ ჟანრებს , როგორიცაა: რეგეი,როკი,ბოშური თუ ხალხური მუსიკა.🎶🎵

ბუნებაში გაჟღერებული ნაცნობი ჰანგები, რომლებსაც ნიაზ დიასამიძე და 33ა შამოგვთავაზებს მსმენელისთვის დაუვიწყარი იქნება .

📣საღამოს დასაწყისსა და დასასრულს კი თქვენს განწყობაზე იზრუნებენ Temuriko Diasamidze და Haverdi , საცეკვაო მუსიკის თავგადასავალში გელოდებით კუნძულზე.

‼️ ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე -
👉 https://tkt.ge/event/423451/niaz-diasamidze-33a-anaklia

✅ კარი გაიღება 18:00 საათზე
📍ლოკაცია: რუსთაველის ქუჩა, კუნძული, ანაკლია

გამოგვყევით ამ მუსიკალურ მოგზაურობაში.☀️🌊

24/05/2024

ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, 61 წლის ქალს კაცმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, დაშავებული ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მიყენებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გ.შ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ის პოლიციამ გამთენიისას დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო : მთავარი არხი

Address

Zugdidi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Natsatu News posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share