01/12/2025
📌📌28 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა ,,მედიამუზეუმის“ გამოფენა( პროექტის ავტორი-საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალ ,,დისკუსიის“ დამფუძნებელი, მარინე დამენია). გამოფენაზე სხვა პერიოდულ გამოცემებთან ერთად შევიდა ჟურნალი ,,ხარება“, რომელიც 1998 წლიდან გამოიცა. გამოცემის პროექტის ავტორია ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო, ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, ქალბატონი მანანა ნაჭყებია, რედაქტორი-ქალბატონი ნანა ეხვაია, მხატვრულ გაფორმებაზე იმუშავა ქალბატონმა მარიამ ლიკლიკაძემ და გამოცემაზე მუშაობდნენ: მარიამ არონია და ხათუნა როგავა. აღნიშნული ჟურნალის ნომრები ინახება საქართველოს მასმედიისა და პოლიგრაფიის მუზეუმში (მის: რუსთაველის ქ.79) და ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში.
ქალბატონმა მარინე დამენიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ქალაქ ზუგდიდში 1921 წლიდან გამოცემული პერიოდიკა : ,,ავრორა“, ,,სწავლების ხარისხისკენ“, ,,სწავლის ხარისხისათვის“, ,,სარკმელი“, ,,აზრი“, ,,თაობა“, ,,გიმნაზიელი“ და სხვა. ამასთან, გამოფენაზე წარდგენილი იყო საქართველოს რესპუბლიკის მასშტაბით 1883-2020 წლების პერიოდში საბავშვო-სასწავლო-საგანმანათლებლო გამოცემები ქართულ მედიაში.
ღონისძიებაზე დამსწრე დამთვალირებლებმა ისაუბრეს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე და ზუგდიდის კულტურულ-საგანმანათლებლო ტრადიციების დოკუმენტალიზაციის საქმეში მედიის როლზე. მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, შეევსოთ ჩანაწერების დღიური.