MyMatrix - ბიოენერგეტიკული რუკა

  • Home
  • Greece
  • Athens
  • MyMatrix - ბიოენერგეტიკული რუკა

MyMatrix - ბიოენერგეტიკული რუკა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from MyMatrix - ბიოენერგეტიკული რუკა, Digital creator, online, Athens.

მე ვარ მაია, ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი. ვქმნი პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს და ვაკეთებ სიღრმისეულ ანალიზს, რაც დაგეხმარება გაიგო შენი გზა და პოტენციალი, რათა მიაღწიო რეალურ ცვლილებებს და პიროვნულ ტრანსფორმაციას.

06/10/2025
05/10/2025

ზოგჯერ გვგონია რომ ადამიანებთან ურთიერთობებში უსაზღვრო უპირობო ზრუნვა და გაცემა სიყვარულის საუკეთესო გამოხატულებაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. სიყვარული არ ნიშნავს თვითშეწირვას.

ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობაში ენერგიის ცვლა ორმხრივი და თანაბარი უნდა იყოს. თუ მხოლოდ შენ გასცემ და უკან ვერ იღებ თანაბარ პატივისცემას, დაფასებას და ენერგიას, იწყება დისბალანსი. ამ დროს, შენს ენერგიას სხვები იყენებენ საკუთარი ემოციური ან მენტალური სიცარიელის შესავსებად. (მერე გარბიან კიდეც) ამას ენერგეტიკული ვამპირიზმი ეწოდება, (შეიძლება გაუცნობიერებელიც) რეალურად ეს დისფუნქციური ურთიერთობის ნიშანია.

სწორედ ამიტომ საზღვრების დადგენა აუცილებელია. ეს არ არის ეგოიზმი, ეს არის შენი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შინაგანი რესურსის დაცვა. საზღვრები მიუთითებს თუ როგორ გინდა რომ მოგექცნენ.

იდეალური ურთიერთობა არის ორმხრივი ზეიმი და არა ცალმხრივი ვალდებულება. შენ გაცემ არა იმიტომ, რომ ვინმეს სიცარიელე შეავსო, არამედ იმიტომ, რომ შენი ენერგია და სიყვარული იმდენად ბევრია, რომ გაქვს გასაზიარებელიც, თუმცა ცალმხრივად გამოიფიტები...

დაფიქრდი, ვინ გიფრთხილდება და ვინ იყენებს შენს რესურსს.

ისწავლე მშვიდად და მკაფიოდ თქვა არა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც შენ ენერგიისგან გცლის. არ არის საჭირო დანაშაულის გრძნობის განცდა.

თუ კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ თავს დაცლილად, გაღიზიანებულად ან დამძიმებულად გრძნობ, ეს შენი სხეულის სიგნალია, რომ რაღაც უნდა შეცვალო.

დაიჭირე დისტანცია, დისტანცია არ ნიშნავს გულგრილობას, დისტანცია ნიშნავს საკუთარი ძალის დაბრუნება.

ყველაზე მთავარი: ნუ გაბრაზდები და ნუ გეწყინება. ბრაზი და წყენა დაბალი ვიბრაციებია, რომლებიც კიდევ უფრო ანგრევს შენს ენერგეტიკულ ველს. უბრალოდ მიიღე ეს გამოცდილება როგორც გაკვეთილი. შენ ისწავლე, ახლა უკვე იცი, სად არის შენი ზღვარი.

გახსოვდეს: შენ არაფერი დაგიკარგავს. შენ გიყვარდა და გულწრფელად გაეცი, ეს შენი სიმდიდრეა. მან ვერ დაგინახა მან ვერ შეგინარჩუნა, მან დაკარგა და არა შენ.

ის არ იყო შენი ღირსი...

დაიცავი შენი შინაგანი სინათლე, ის შენი ყველაზე ძვირფასი ნაწილია, სხვა შემთხვევაში ჩაქვრები...

🌿 იდეალიზაციის ხაფანგი და მისი მიზეზები: 🌞 ადამიანებს ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით ...
02/10/2025

🌿 იდეალიზაციის ხაფანგი და მისი მიზეზები:
🌞 ადამიანებს ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ, გავაზიაროთ ჩვენი წარმატებები და ბედნიერი მომენტები. ეს ბუნებრივი პროცესია. თუმცა, პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ეს შერჩევითი პრეზენტაცია სრულყოფილი რეალობის ილუზიად იქცევა.

💫 როდესაც ეკრანზე ვუყურებთ ადამიანებს, გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათ არ აქვთ სირთულეები, არ იციან მარცხი, არ განიცდიან ეჭვებს და ყოველთვის უშეცდომოდ მოქმედებენ. უფრო მეტიც, ხშირად ისინი ქმნიან იმიჯს, თითქოს ზუსტად იციან პასუხი ყველა კითხვაზე. ეს წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც სხვისი ცხოვრება იდეალურია, ხოლო ჩვენი არა, ხშირ შემთხვევაში იწვევს საკუთარი თავის დადანაშაულებასა და შურს.

🌟 ყველამ ვიცით რომ ეს ასე არ არის. არავინ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც ეკრანზე შეიძლება ჩანდეს. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ბრძოლები, შინაგანი კონფლიქტები, მომენტები როდესაც ვცდებით, არ ვიცით კითხვებზე პასუხები და გვაქვს ცხოვრებისეული სირთულეები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას აქვს საკუთარი განვითარების ეტაპები და ყველაფერს აქვს თავისი დრო. ბევრი მუშაობს საკუთარ თავზე, უშვებს შეცდომებს და აგრძელებს სწავლას და ეს არის განვითარების ბუნებრივი გზა.
არ არის საჭირო, სხვებს შევედაროთ, რადგან თითოეული ჩვენგანი გადის თავის ინდივიდუალურ გზას.

💛 გააცნობიერე რომ ეკრანზე ნანახი იდეალიზებული ცხოვრება არის ილუზია. არ არის საჭირო, გშურდეს ისეთი რამის, რაც რეალურად არ არსებობს. მაშინაც კი, თუ ადამიანი საჯაროდ დუმს თავის სირთულეებზე, მან თავის გულში ზუსტად იცის, რომ მისი ცხოვრება სრულყოფილი არაა და რომ მისი იმიჯი მის სრულ რეალობას არ ასახავს.

💫 ჩემი გზავნილი მდგომარეობს იმაში რომ, ნუ ეცდები საკუთარი თავის იდეალიზაციას, რომ საყვარელი ან სანდო იყო. 😊 გულწრფელობა ქმნის ნამდვილ ურთიერთობას. როდესაც ღიად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენც გვაქვს გამოწვევები, ამით არ ვავლენთ სისუსტეს, ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს ნიღბები, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და ვაფასებდეთ.

🌟 თუ შენი ცხოვრება ისეთი იდეალური არ არის, როგორც სხვისი ეკრანზე, ეს სრულიად ნორმალურია. ჩვენი სისუსტეების აღიარება და მათთან გამკლავების მცდელობა გვხდის უფრო რეალურს და ნამდვილს. ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ, სწორედ ეს არის რაც რეალურ, თავისუფლებას გვანიჭებს. ☺️🥰

02/10/2025

ნუმეროლოგია - ბედის მატრიცა - ბიოენერგეტიკული რუკა

02/10/2025

#უპირობოსიყვარული #ბედისმატრიცა #ნუმეროლოგია #რეალობისშეცვლა #ენერგია #ბიოენერგეტიკულირუკა #სიყვარული #ნდობა

💫🌿 გვსმენია, რომ ჩვენი აზრები ენერგიაა და რომ ჩვენს შინაგან სამყაროს რეალობის შეცვლა შეუძლია. თუ ეს სიმართლეა, რატომ არ ...
30/09/2025

💫🌿 გვსმენია, რომ ჩვენი აზრები ენერგიაა და რომ ჩვენს შინაგან სამყაროს რეალობის შეცვლა შეუძლია. თუ ეს სიმართლეა, რატომ არ ხდება ხოლმე, ჩვენი ყველაზე სანუკვარი სურვილები უბრალოდ ქრება, უკვალოდ!?
საქმე იმაშია, რომ აზრი და სურვილი არ არის საკმარისი. საიდუმლო ფორმულა მოითხოვს სამი ენერგეტიკული ელემენტის ჰარმონიულ ერთობას:

1. აზრი (თესლი): განზრახვის სიცხადე
პირველი ნაბიჯია ნათლად უნდა იცოდე, რა გინდა. აზრი არის დასაბამი, ის პირველი იმპულსი, რომელსაც სამყაროს უგზავნი. ის უნდა იყოს კონკრეტული და არა ბუნდოვანი.

2. გრძნობა (ნიადაგი): ვიბრაციის შესაბამისობა:
ეს არის გადამწყვეტი ეტაპი. შენი ემოცია არის შენი ვიბრაციული სიხშირე. თუ შენ რაიმეს ისურვებ, მაგრამ შინაგანად ეჭვი გღრღნის, ნიადაგი უნაყოფოა.
შენი გრძნობა უნდა შეესაბამებოდეს იმ მდგომარეობას, რაც გექნება, როდესაც ეს სურვილი უკვე ასრულდება. ეს არის ენერგეტიკული შესაბამისობა, რომელსაც სამყარო პასუხობს.

3. ნდობა და გაშვება (წვიმა): კონტროლის გაშვება:
ეს ყველაზე რთული, მაგრამ აუცილებელი ეტაპია.
როდესაც აზრს ვეჭიდებით და მუდმივად ვნერვიულობთ, როდის და როგორ მოხდება, ჩვენ ვგზავნით შიშის სიგნალს. ეს შიში ქმნის ენერგეტიკულ ბარიერს, რომელიც აჩერებს პროცესს.

გაშვება ნიშნავს, რომ თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ. ახლა ენდობით სამყაროს, რომ ის საუკეთესო გზით მოიტანს შედეგს. მიეცით საშუალება, რომ საქმე თქვენს მაგივრად მოაგვაროს.

დასკვნა: თქვენი სურვილები რეალიზდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა აზრი, გრძნობა და ნდობა ერთიანდება.
იზრუნე შენს შინაგან სიმშვიდესა და ენერგიაზე, ეს არის ენა, რომლზეც სამყარო გიპასუხებს.

დაფიქრდით, რას ნიშნავს შენთვის ნამდვილი ნდობა?

#ბედისმატრიცა #ნუმეროლოგია #აზრებისძალა #ენერგია #ნდობა #რეალობისშექმნა #რეალობისაღქმა #რეალობისშეცვლა

19/09/2025

🧖‍♀️ ქალის ენერგეტიკული წვლილი მატერიალურ კეთილდღეობაში უზარმაზარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი პირადი ზრდა უნდა შეჩერდეს.

ქალის უნარი გასცეს სითბო, სიხარული და ვნება, არის მამაკაცის წარმატების უმთავრესი საწვავი. თუმცა, ამ ენერგიის შესანარჩუნებლად, ქალი თავადაც უნდა იყოს რეალიზებული (სოციალურად, პროფესიულად თუ შემოქმედებითად).
თუ ქალი გაჩერებულია განვითარებაში, მისი ენერგია იბლოკება და მამაკაცის მოტივაციაც ქვეითდება.

🤵‍♂️ მამაკაცი არ არის მხოლოდ ფულის გამომუშავებელი მექანიზმი. მისი წვლილი ემოციურ სფეროში აუცილებელია ქალის რეალიზებისთვის.

მამაკაცის მიერ გაცემული სტაბილურობა და პასუხისმგებლობა ქალს უთავისუფლებს დროსა და ენერგიას საკუთარი განვითარებისთვის. მან უნდა შექმნას გარემო, სადაც ქალს არ ეშინია რისკზე წასვლისა და საკუთარი თავის გამოხატვის.

მამაკაცმა უნდა გასცეს აღტაცება, კომპლიმენტები და ქება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ემოციური საკვები ქალისთვის. თუ კაცი მხოლოდ მატერიალურს გასცემს, მაგრამ სიყვარულს არ გამოხატავს, ქალი თავს დაუფასებლად გრძნობს.
მამაკაცისგან მიღებული უპირობო სიყვარული ქალს უბიძგებს იყოს ერთგული და მოსიყვარულე.


#ენერგია #ჩაკრები #ურთიერთობები #ბედისმატრიცა #ნუმეროლოგია #ბიოენერგეტიკულირუკა #ციფრულიფსიქოლოგია #საქართველო #ჰარმონია

19/09/2025

ბევრი გზაა, მაგრამ მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი. ჰკითხე შენს გულს, რას გეუბნება?! ის ერთადერთი ჭეშმარიტი ინსტრუმენტია. 🤍👼🤍

#უპირობოსიყვარული #ეზოთერიკა🔮 #ბიოენერგეტიკულირუკა #ბედისმატრიცა #ნუმეროლოგია

Address

Online
Athens

Alerts

Be the first to know and let us send you an email when MyMatrix - ბიოენერგეტიკული რუკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share