07/08/2025
შინდისელ ბიჭებს
გამიშვით, - მე დღეს მარტომ უნდა მოვიგო ომი,
გამიშვით, - მარტო გამიშვით, მარტო ჰოო მარტო,...
ან სად გინახავთ, დამარცხებული უფაფრო ლომი,
გამიშვით, - მარტომ უნდა მოვიგო მე დღეს ეს ომი.
გამიშვით, მე დღეს უნდა დავთესო ნამი,
გამიშვით, მე დღეს უნდა გაჩუქოთ წამი,
გამიშვით მარტო, - გამიშვით კენტად,
ანდაც მაყარეთ, - ტალახი, ლამი.
გამიშვით, მე დღეს უნდა გაჩუქოთ წვიმა
გამიშვით, მე დღეს მე დღეს ღმერთთან უნდა მივიდე მარტო,
გამიშვით, ცაზე უნდა დავხატო წვეთი,
გამიშვით, - რატომ მაჩერებთ, რატომ?!
გამიშვით, მე უნდობლობა მინდა დავმარხო,
ქართველს ქართველი შევაყვარო მე უნდა,
გამიშვით, - გამიშვით, რომ აღარ გნახოთ
გამიშვით, ომი მოვიგო დროულად უნდა!
გამიშვით, ნუ მიცოდებთ, ნუ განაღვლებთ, - გამიშვით მეთქი,
სისხლიც გამიშრა, ნუ მაჩერებთ ცოცხალ გვამს, გამიშვით მეთქი,
გამიშვით ვყვირი, ჰო - არ გესმით მე ვყვირი, ვყვირი -
გამიშვით, - ომი უნდა მოვიგო, გესმით? - გამიშვით მეთქი!
გემუდარებით - ტამიშელ ძმებთან გამიშვით მეთქი,
გამიშვით მეთქი, შინდისელ ძმებთან გამიშვით მეთქი,
არავის გესმით? ეჰეე ქართველნო - ომში გამიშვით,
ნუ გეცოდებით, ნუ განაღვლებთ - გამიშვით მეთქი!
მიხეილ, რუსლან, ფელიქს, ემზარი,
ნიკა, ილია, ირაკლი, ვეფხო,
ერთად ჩამოვკრათ ძმებო ეგ ზარი
თქვენთან მომიშვით ვაჟკაცნო, ვეფხვნო!
ზვიად, ალეკო, კახა, ჰეეე - ბაჩოოო...
ლევან, ილია, რომან, მარლენი,
თემოოო - ბიჭებო მომიშვით თქვენთან,
მარტომღა უნდა მოვიგო მე თქვენი ომი!
გამიშვით, - მე დღეს მარტომ უნდა მოვიგო ომი,
გამიშვით, - მარტო, გამიშვით მარტო, ჰოო მარტო...
ბესო ჩუბინიძე
8 აგვისტო 2017 წელი