22/08/2026
პაპი ლეონე XIV-ის გამოსვლის მთავარი ხაზი იყო სიყვარული, მშვიდობა, პასუხისმგებლობა და „მოწყალების რეალიზმი“- il realismo della misericordia. განსაკუთრებით ძლიერი ფრაზა იყო: „ცუდს ბოროტებით ვერ ვებრძვით“ Il male non si combatte col male. მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას „კურსის შეცვლისკენ“ და ახალგაზრდებს- “ჩაერთეთ, ითამაშეთ თქვენი როლი!“ - Mettetevi in gioco!
ნამდვილად ისტორიული დღეა.
44 წლის შემდეგ ქალაქს კვლავ სტუმრობს რომის პაპი. უკანასკნელად რიმინიში რომის პაპი 1982 წელს იმყოფებოდა — ეს იყო წმინდა იოანე პავლე II, რომლის ვიზიტიც დღემდე განსაკუთრებულად ახსოვთ აქ.
დღეს კი ეს ისტორია გრძელდება.
🔹პაპი ლეონე XIV რიმინიში იმყოფება Meeting per l’Amicizia fra i Popoli-ის ფარგლებში- შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაც ამ წელს არის დანტეს ცნობილი სიტყვები: „L’amor che move il sole e l’altre stelle“ - სიყვარული, რომელიც მზესა და სხვა ვარსკვლავებს ამოძრავებს.
🔹სწორედ სიყვარულზე, მშვიდობაზე, ადამიანებს შორის შეხვედრასა და პასუხისმგებლობაზე იყო აგებული პაპის დღევანდელი მთავარი გზავნილიც.
🔹პაპა ლეონე XIV-მ განაცხადა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც დაყოფილია ომებით, კონფლიქტებით, უთანასწორობით, შიშითა და უნდობლობით.
მაგრამ, მისი თქმით, პასუხი ამ ყველაფერზე არ შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი ძალადობა და დაპირისპირება.
პაპმა განსაკუთრებით ძლიერი სიტყვებით თქვა:
„ცუდს ბოროტებით ვერ ვებრძვით.“
Il male non si combatte col male.
🔹მისი მთავარი მოწოდება იყო, რომ დღევანდელ მსოფლიოში საჭიროა არა შეიარაღების, შიშისა და მტრობის ლოგიკის გაძლიერება, არამედ მოწყალების რეალიზმის- „il realismo della misericordia“- დაბრუნება.