Sani House

Sani House Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Sani House, Digital creator, Istanbul.

18/03/2026

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალებას🥉

15/02/2026

მოგონება სკოლიწ კედლებიდან„დაგსიზმრებიათ ოდესმე სკოლის დერეფნები და ის პირველი, ბავშვური, მაგრამ ყველაზე წმინდა გრძნობა? 💔
​ეს არის ისტორია ქალზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთი მოგონებით გამოატარა. ოქროს ბეჭედი, სკოლის უკან დაბრუნებული იმედი და წლები, რომლებმაც გრძნობა ვერ გაანელა.
​ზოგჯერ ცხოვრება სხვა გზით მიდის, მაგრამ გული იქ რჩება, სადაც პირველად თქვი 'მიყვარხარ'. ნახეთ ვიდეო და გაგვიზიარეთ — თქვენ თუ გქონიათ სიყვარული, რომელიც დროს გაუძლო?“

30/01/2026

ყველაზე მძიმე კარი — შვილის კარია... 💔
​ხშირად გვგონია, რომ მშობლებს ჩვენი წარმატება, ჩვენი მოწესრიგებული სახლები და „სუფთა“ ცხოვრება სჭირდებათ. სინამდვილეში კი მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ — თავი ისევ საჭიროდ იგრძნონ.
​როცა მამას შვილიშვილისთვის ჯიბით მიტანილ ლოკუმს ვუკრძალავთ, ან მის მიერ გაწვდილ რამდენიმე ლარს „სიამაყით“ ვუბრუნებთ, ჩვენ მის ზრუნვასა და სიყვარულს ვუარყოფთ. ის პიჯაკი შეიძლება გაცვეთილია, მაგრამ მასში ყველაზე თბილი გული ფეთქავს.
​ნუ ვაქცევთ მშობლებს სტუმრებად. ნუ ვაიძულებთ მათ, საკუთარი შვილების სახლში დივნის კიდეზე მოკალათდნენ და წასასვლელად მუდამ მზად იყვნენ.
​დააფასეთ, სანამ შეგიძლიათ, რომ ეს „მძიმე კარი“ საერთოდ გაიღოს. 🏠✨
​ #მშობლები #სიყვარული #ოჯახი #დაფიქრდი #მამა

29/01/2026

"52 წლის ვარ და ჩემი ცხოვრების ახალი თავი დავიწყე. წლების განმავლობაში ვიყავი ჩუმად, ვცხოვრობდი ოფიციალურად დაქორწინებული, მაგრამ მარტო. ერთ დღეს კი გადავწყვიტე, შემეცვალა ყველაფერი. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო არჩევანი თავისუფლებისთვის, საკუთარი თავისთვის. ამ ვიდეოში გიყვებით, როგორ დავტოვე ძველი ცხოვრება და როგორ ვიპოვე სიმშვიდე, ახალი ჰობი და, რაც მთავარია, საკუთარი თავი. ეს ამბავი არ არის რევოლუციაზე, არამედ პატარა, ყოველდღიურ ნაბიჯებზე, რომლებიც გვაბრუნებს ჩვენს ნამდვილ მესთან. ნახეთ ჩემი ისტორია და გამიზიარეთ თქვენი აზრები! #თავისუფლებისარჩევანი #ახალდასაწყისი #ცხოვრება50წლისშემდეგ #ჩემიისტორია"

29/01/2026
13/12/2025

მინდა გულითადი და უღრმესი მადლობა გადავუხადო ექიმ ალერგოლოგ ქეთი ალავიძეს — პირველ რიგში, როგორც ღვთისნიერ, კეთილ და ნამდვილ ადამიანს. ადამიანს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ფულით არ ზომავს და ექიმობას მხოლოდ პროფესიად კი არა, მისწრაფებად და მისიად აღიქვამს.

2025 წლის 11 აგვისტოს ავერსის კლინიკაში მივედით ჩემს შვილთან ერთად. მას უკვე რამდენიმე თვე ალერგია აწუხებდა. ქეთი ექიმმა ისეთი სითბოთი, ყურადღებით და გულწრფელი ღიმილით მიგვიღო, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. დაგვკითხა ყველაფერი ძირფესვიანად, არ გამოგვრჩენია არც ერთი დეტალი, დაგვინიშნა მკურნალობა და იმედით სავსეები წამოვედით.
მე და ჩემი შვილი მთელი გზა ქეთი ექიმზე ვსაუბრობდით და გაკვირვებულები ვამბობდით — ნუთუ დღესაც არსებობენ ასეთი თბილი, ყურადღებიანი და ადამიანური ექიმები?

ნოემბერში, სამწუხაროდ, ჩემს შვილს ისევ დაემართა ალერგიული რეაქცია. ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, სასწრაფო გამოვიძახეთ და კლინიკაში გადაიყვანეს. ემერჯენსის ექიმს მდგომარეობა ვკითხე და მითხრა: „არ ინერვიულოთ, ნელ-ნელა აულაგდებაო“. ტონი ისეთი ცივი და უხეში ჰქონდა, რომ ძლივს ვიკავებდი თავს.
იქ ყოფნისას განსაკუთრებით დამამძიმა ერთმა სურათმა — ფოიეში იჯდა მარტოხელა მოხუცი ქალბატონი, რომელსაც არავინ ელოდა. როგორ უხეშად ექცეოდნენ მას ექიმებიც და ექთნებიც… გვერდით კი მეორე ქალბატონს „კარგად“ ექცეოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ფოიეში შვილები და შვილიშვილები ელოდნენ — მშრალი, მოჩვენებითი ღიმილით.

გადასხმის დასრულების შემდეგ ემერჯენსის ექიმმა მითხრა, დანიშნულებას დაგიწერთ, თუ გინდათ, ოღონდ 50 ლარი უნდა გადაიხადოთო. გამიკვირდა… ვფიქრობდი, ნუთუ ექიმს ამის უფლება აქვს? მადლობა გადავუხადე და წამოვედით, მაგრამ ჩემი გული და სული იქ დარჩა — იმ მარტო მყოფ ბებოსთან.

სახლში მოსვლის შემდეგ მივწერე ქეთი ექიმს, გადავუგზავნე ფოტოები, ვაჩვენე ბავშვის მდგომარეობა.
და აქ მოხდა ის, რაც დღეს იშვიათია…

ქეთი ექიმმა დაუყოვნებლივ მიპასუხა, დეტალურად გადაამოწმა ყველაფერი და უანგაროდ, ერთი თეთრიც არ მოუთხოვია, დამიწერა დანიშნულება.
ჰოი, საოცრებავ… გული სითბოთი და სიყვარულით ამევსო. ის, რასაც სხვას ორი წუთი დასჭირდებოდა და 50 ლარად „შეეძლო“ გაეკეთებინა, ქეთი ექიმმა გააკეთა გულით, სიყვარულით და ადამიანურად.

ამიტომ მინდა ხმამაღლა ვთქვა —
მადლობა თქვენ, ქეთი ექიმო, რომ ხართ ასეთი ნიჭიერი, ჭკვიანი, სანდო, თბილი და უანგარო ადამიანი. მადლობა უფალს, რომ გაგაჩინათ ამ ქვეყანაზე. მადლობა, რომ არსებობთ და ადამიანებს იმედს უბრუნებთ.
გისურვებთ დიდხანს იყოთ ამ ქვეყანაზე, ჯანმრთელად, მშვიდად და ბედნიერად — კეთილო ადამიანო. 💙

02/10/2025

დეპრესია,შიში პანიკური შეტევა აი ამან დამინგრია ოჯახი.

არასდროს გვტოვებს.🌌 „მარტოობისას ჩვენ არასდროს ვართ მარტო“– როცა გგონია, რომ სამყაროში მარტო დარჩი, სინამდვილეში გვერდით...
20/08/2025

არასდროს გვტოვებს.

🌌 „მარტოობისას ჩვენ არასდროს ვართ მარტო“

– როცა გგონია, რომ სამყაროში მარტო დარჩი, სინამდვილეში გვერდით გიზის შენი სული, მოგისმენს და გაგიგებს ისე, როგორც ვერავინ სხვა.

💭

თევზებისდადებითი თვისებები✨ ინტუიცია და სულიერება – თევზებს საოცარი ინტუიცია აქვთ, თითქოს გრძნობენ მოვლენებს წინასწარ. ს...
19/08/2025

თევზების
დადებითი თვისებები

✨ ინტუიცია და სულიერება – თევზებს საოცარი ინტუიცია აქვთ, თითქოს გრძნობენ მოვლენებს წინასწარ. სულიერ სამყაროსთან და ემოციებთან ძალიან ახლოს არიან.

💞 თანაგრძნობა და სიკეთე – სხვების ტკივილს გულთან ახლოს იღებენ და ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. სწორედ ამიტომ ხშირად "მშველელად" ან "სულიერ მეგზურად" გვევლინებიან.

🎨 შემოქმედებითობა – ფანტაზია და ხელოვნების ნიჭი თევზებში ძლიერად არის გამოხატული. ბევრი მათგანი მუსიკოსი, მხატვარი ან მწერალია.

🌊 ადაპტურობა – წყლის მსგავსად გარემოსთან ადვილად ერგებიან, მოქნილები და მოქცევის წესებში მოქნილი ადამიანები არიან.

💫 მისტიკურობა და სიზმრების ძალა – თევზებს ხშირად აქვთ ღრმა სიზმრები და მედიტაციური უნარები, რაც მათ განსაკუთრებულად ხდის.

---

უარყოფითი თვისებები

🌪️ ემოციური რყევები – ხანდახან ზედმეტად სენსიტიურები არიან და მცირე კრიტიკაც კი შეიძლება მძიმედ გადაიტანონ.

🌀 არასტაბილურობა – მათთვის ხანდახან რთულია მკაფიო გადაწყვეტილების მიღება, შეიძლება მარტივად ავიდნენ ფანტაზიებში და რეალობას მოსწყდნენ.

🍷 თავიდან გაქცევა – თუ პრობლემები მძიმეა, ზოგჯერ არჩევენ თავის დაღწევას სიზმრებით, ოცნებებით ან ხანდახან მავნე ჩვევებით.

⚖️ გულუბრყვილობა – იმდენად ენდობიან ადამიანებს, რომ ხშირად სხვებისგან სარგებლის მსხვერპლი ხდებიან.

🌫️ ზედმეტი მსხვერპლშეწირვა – მზად არიან საკუთარი თავი უკიდურესად დათმონ სხვებისთვის, რაც საბოლოოდ მათ სულიერ და ემოციურ გამოფიტვამდე მიდის.

---

Address

Istanbul
34363

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sani House posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share