24/11/2025
ეკას და ედოს ისტორია, ზუსტად შვიდ ადამიანს ჩავაბარე სამონტაჟოდ. შვიდივე მონტაჟისტს გადავუხადეთ ანაზღაურება, მაგრამ მათგან ვერცერთმა ვერ შეძლო იმ ემოციის და ტკივილის მოტანა, რაც რეალურად იყო და ბოლოს მივხვდი, ამ ისტორიას ჩემს გარდა სხვა ვერ მოიტანდა თქვენამდე.
ამ ტკივილის გახმოვანება, ამ ძალის გადმოცემა,
მხოლოდ მე შემეძლო. იმდენად სიღრმისეულად ვიცოდით მათი ისტორია, თითოეული სიტყვა, თითოეული ამოსუნთქვა, რომ გადავწყვიტე სწორად გადმომეცა.
ამიტომ 3 თვე სამონტაჟო პროგრამას ვსწავლობდი
და კიდევ 3 თვე ვამონტაჟებდი… ყოველი კადრის უკან ჩემი სული მედო. ახლა კი საოცრად მაინტერესებს…
რას ფიქრობთ? როგორ გამოვიდა?
ისევ ის ემოცია გაიგრძნობა, რასაც მე ვგრძნობდი?
გადმოიცემა ეკას და ედოს ამბავი ისე, როგორც სინამდვილეში იყო?..
#ეკაედო #ჩვენიფონდი #სიცოცხლისისტორიები #იმედისისტორია #ახალისიცოცხლე #ყველასაგატირებთ #ემოციურივიდეო #სანდრამედისკაშკაშავარსკვლავები #კაშკაშავარსკვლავი #სანდრაზოიძე