03/20/2024
გამარჯობა,
ჩემი გვერდი ოთხი თვის განმავლობაში იყო გატაცებული და ვიღაც ინდონეზიელი მართავდა. სამი თვის განმავლობაში არა ერთხელ მივმართე ფეისბუქს და, როგორც იქნა, გუშინ დამიბრუნეს.
საბედნიეროდ, გვერდი არ დაუზიანებიათ, მხოლოდ მთავარი ფოტო შეცვალეს, მაგრამ სხვა აუდიტორიისთვის რაღაც გაუგებარ პოსტებს დებდნენ და არეკლამებდნენ, რაც გვერდზე პირდაპირ ხილვადი არ არის. რასაც მივაგენი, წავშალე. თუ რამე უჩვეულო და უცნაური შენიშნეთ, გთხოვთ გამაგებინეთ.
მალე დავბრუნდები სიახლეებით.