News And More

News And More Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from News And More, Media/News Company, New York, NY.

10/03/2026
ორი დიდი გერმანული პოლიტიკური ფონდი — კონრად ადენაუერის ფონდი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი — საქართველოში საქმიანობას წყვეტ...
10/02/2026

ორი დიდი გერმანული პოლიტიკური ფონდი — კონრად ადენაუერის ფონდი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი — საქართველოში საქმიანობას წყვეტს და თბილისის ოფისებს ხურავს.

ორგანიზაციების განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონით დაწესებულმა შეზღუდვებმა მათთვის საქართველოში პროგრამების სასურველი ფორმით გაგრძელება შეუძლებელი გახადა.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი საქართველოში 2002 წლიდან საქმიანობდა. ორივე ორგანიზაცია წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ადგილობრივ სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფებთან, ატარებდა საგანმანათლებლო პროგრამებსა და საჯარო დისკუსიებს.

რუსეთმა კიევზე შეტევების ახალი ტაქტიკა გამოიყენა — საჰაერო დარტყმების სამიზნე დნეპრზე მდებარე მნიშვნელოვანი ხიდები გახდა...
10/02/2026

რუსეთმა კიევზე შეტევების ახალი ტაქტიკა გამოიყენა — საჰაერო დარტყმების სამიზნე დნეპრზე მდებარე მნიშვნელოვანი ხიდები გახდა.

დარტყმების შედეგად სამ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად შეფერხდა, რამაც კიევის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაართულა და ქალაქში მასშტაბური საცობები გამოიწვია.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში მდგომარეობა „ძალიან დრამატულია“.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ თავდასხმების მიზანი დედაქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანება და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების პარალიზებაა.

Tesla-მ Optimus-ის მასობრივი წარმოებისთვის AI-ჩიპების მეხსიერების შემცირება გადაწყვიტა.🔹 AI5-ის მეხსიერება 144 GB-დან 72...
10/02/2026

Tesla-მ Optimus-ის მასობრივი წარმოებისთვის AI-ჩიპების მეხსიერების შემცირება გადაწყვიტა.

🔹 AI5-ის მეხსიერება 144 GB-დან 72 GB-მდე მცირდება
🔹 AI6-ის — 216 GB-დან 144 GB-მდე

ილონ მასკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კომპანიას საკმარისი რაოდენობის ჩიპების წარმოებისა და ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს.

მასკი ირწმუნება, რომ მეხსიერების შემცირება Optimus-ის მუშაობაზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას მოახდენს.

217 წლის განმავლობაში გაუშიფრავი ნაპოლეონის ეპოქის სამხედრო წერილი ხელოვნურმა ინტელექტმა დაახლოებით 6 საათში ამოხსნა.180...
10/02/2026

217 წლის განმავლობაში გაუშიფრავი ნაპოლეონის ეპოქის სამხედრო წერილი ხელოვნურმა ინტელექტმა დაახლოებით 6 საათში ამოხსნა.

1809 წლის დაშიფრული გზავნილი გენერალ ოგიუსტ მარმონს ნაპოლეონის დავალებით გაეგზავნა. წერილში აღწერილი იყო ფრანგული და ავსტრიული ძალების მდებარეობა და რაოდენობა.

შიფრი კიბერუსაფრთხოების ინჟინერმა კარტერ ჩერჩმა GPT-6 Astra-ს დახმარებით გაშიფრა.

🔗 პირველწყარო: https://carter.church/writeups/the-letter-to-marmont/

10/01/2026

უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებულ ვოდეოს აქვეყნებს 👇

Address

New York, NY

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when News And More posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share